პარასკევი, 29.03.2024, 05:07მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩვენი გამოკითხვა

რომელი კატეგორია დავდოთ ??
სულ პასუხი: 1761

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

web site analyser
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
წევრები:

Top Sites

Russian America Top. Рейтинг ресурсов Русской Америки.
მთავარი » 2011 » თებერვალი » 19 » აბაშა
14:39
აბაშა
აბაშა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრაში შედიოდა, 1917-1930 წლებში — სენაკის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია, 1963-1966 წლებში შედიოდა ყოფილ გეგეჭკორის (ამჟამად მარტვილის) რაიონში.

ბუნება
აბაშა მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 20-50 მ-ის სიმაღლეზე. ტერიტორია — 322 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 210 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები რიონი, ცხენისწყალი, აბაშა, ნოღელა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა საშენი ქვიშა და სააგურე თიხა.

გეოგრაფია
აბაშა მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე, 1930 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემდეგ არის ცალკე რაიონი და მდებარეობს ამჟამინდელ საზღვრებში: ჩრდ-ით ესაზღვრება - მარტვილის, აღმოსავლეთით სამტრედიის, სამხრეთით სამტრედიისა და ლანჩხუთის, დასავლეთით სენაკის მუნიციპალიტეტი. ფართობი - 320,8 კმ2, ადმინისტრაციული ცენტრი ქ. აბაშა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზღვის დონიდან 20-50 მ სიმაღლის ვაკე-დაბლობია, აგებულია მეოთხეული ნალექებით (რიყნარით, ქვიშებით, თიხებით), უმაღლესი ადგილია სოფ. სეფიეთის მიდამოები, მოიპოვება მაღალი ხარისხის საშენი ქვიშა, ხრეში და სააგურე თიხა.

მუნიციპალიტეტში გაბატონებულია ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, საშუალო წლიური ტემპერატურაა - 14 ცელსიუსი, იანვრის ტემპერატურა - 4,9 ცელსიუსი, ივლისის - 22,9 ცელსიუსი. ნალექების წლიური რაოდენობაა 1620 მმ, გაზაფხულზე იცის მოულოდნელი ყინვები. ზაფხული ზოგჯერ გვალვიანია. ქარები მუსონურია, ხშირია ფიონები და ბრიზები.

ჰიდროგრაფიული ქსელით მუნიციპალიტეტი მდიდარია. აქ უმეტესად მოცემულია მდინარეთა ქვემო დინებები. საზრდოობა შერეული ხასიათისაა. წყალდიდობა ახასიათებთ გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარში. მდინარეებიდან აღსანიშნავია: რიონი, ცხენისწყალი, აბაშა. მცირე მდინარეებია: ნოღელა, კოვზა, ზანა. აბაშის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ”სირიაჩქონის” ჭაობია.

ძირითადი ლანდშაფტებია:

ვაკე-დაბლობი, კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და სუბტროპიკული ეწერი ნიადაგებით.
ჭალები მდელო-ტყის მცენარეულობით და ალუვიური ნიადაგებით
მოსახლეობა [რედაქტირება]
მოსახლეობის რიცხოვნობა — 28 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 89 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 41 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 40 სოფელი.

ადგილობრივი თვითმმართველობა
აბაშის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა რაიონის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — რაიონის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:

ქალაქის საკრებულო — 1: აბაშის;
თემის საკრებულო — 13: გეზათის, ზანათის, კეთილარის, მარნის, ნაესაკოვოს, ნორიოს, ონტოფოს, პირველი მაისის, სამიქაოს, სუჯუნის, ტყვირის, ქოლობნის, წყემის;
სოფლის საკრებულო — 2: სეფიეთის, ძველი აბაშის.

ეკონომიკა
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. მისდევენ ასევე მემცენარეობას, მებოსტნეობა-მებაღჩეობას. მრავალწლიანი კულტურებიდან მთავარია ჩაი. რაიონში არის მცირე სამშენებლო და სასურსათო საწარმოები, ჩაის ფაბრიკა. რაიონის ტერიტორიაზე გადის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალი.

რელიგია
რაიონში არსებული ეკლესია–მონასტრები:

სუჯუნის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი - სოფ. სუჯუნა
ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია - სოფ. მარანი
წმ. გიორგის სახელობის ტაძარი - პირველი მაისი
მაცხოვრის სახელობის ეკლესია - სოფ. ტყვირი
წმ. გიორგის სახელობის ტაძარი - სოფ. გულეიკარი
წმ. გიორგის სახელობის ეკლესია - სოფ. გეზათი
წმ. გიორგის სახელობის ეკლესია - სოფ. სამიქაო
ელია თეზბიტელის სახელობის ეკლესია - სოფ. მაიდანი
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია - ქ. აბაშა, კვათანის უბანი
სეფიეთის მთავარანგელოზთა ეკლესია - სოფ. სეფიეთი
მაცხოვრისკარის ეკლესია - სოფ. განათლებისკარი

კულტურა
რაიონში არის:

სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა – 32
კერძო ზოგადსაგანმანათებლო სკოლა – 1
ბიბლიოთეკა – 19
თეატრი – 1
მუზეუმი – 1
აბაშის რაიონიდან იყვნენ მეცნიერებისა და კულტურის თვალსაჩინო მოღვაწენი:

დუტუ მეგრელი (დიმიტრი ხოშტარია)
კონსტანტინე გამსახურდია
იასონ გაბილაია
ნესტორ გაბილაია
კონსტანტინე კაპანელი
ჯაჯუ ჯორჯიკია
ზვიად გამსახურდია
ცნობილი მედიკოსები:

ანა კუცია-ჩოჩია
ალექსანდრე ჩოჩია
ქართული კულტურის მეცენატები:

აკაკი ხოშტარია
ნესტორ კუცია
ტრიფონ თოფურია

ღირსშესანიშნაობანი
ისტორიული ძეგლები:

სეფიეთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია
ტყვირის მაცხოვრის სახელობის ეკლესია
სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
კადარის ეკლესია
გულეიკარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

მუზეუმები

მწერალ-აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 4292 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz