ხუთშაბათი, 25.04.2024, 08:51მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩვენი გამოკითხვა

რომელი კატეგორია დავდოთ ??
სულ პასუხი: 1762

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

web site analyser
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
წევრები:

Top Sites

Russian America Top. Рейтинг ресурсов Русской Америки.
მთავარი » 2011 » თებერვალი » 19 » ჭყონდიდის ეპარქია
14:47
ჭყონდიდის ეპარქია

ჭყონდიდის ეპარქია

ჭყონდიდის ეპარქია დასავლეთ საქართველოში სამეგრელოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს: აბაშას, მარტვილს და მათ მიმდებარე ტერიტორიას. საეკლესიო ტრადიცია ქრისტიანობის ქადაგებას ამ მხარეში წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს მიაწერს. პირველი ეკლესია წმინდა მოციქულს მთელს ეგრისში ცნობილი კერპის - მუხის ხის, მეგრულად „ჭყონი დიდი" მოკვეთილი მასალისგან აუგია. გადმოცემით, მისი სახელწოდებაც „ჭყონდიდი" სწორედ აღნიშნულ ფაქტს უკავშირდება. IV საუკუნიდან ქვეყნის მოქცევასთან ერთად ეს კუთხეც გაქრისტიანდა, მაგრამ VI ს. II ნახევრიდან ამ მხარეში დაარსებულ ბერძნულენოვან ეპარქიებს შორის გადანაწილდა. აფხაზთა მეფეების მიერ IX-X სს. ამ მხარეში დაარსებულ ქართულენოვან ეპარქიათა შორის (მოქვი, ბედია, ცაიში...) ჭყონდიდი ოდიშის უპირველეს სამღვდელმთავრო კერად ითვლებოდა. ჭყონდიდის სამღვდელმთავრო კათედრა დაარსებიდან (X ს.), მთელი მისი არსებობის მანძილზე ქართული ქრისტიანული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა და დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უპირველესი ეპარქია იყო. ჭყონდიდელი მღვდელმთავრის დიდი გავლენისა და ავტორიტეტის გამო წმინდა მეფე დავით აღმაშენებელმა უმაღლესი საერო თანამდებობა - მწიგნობართუხუცესობა მიანდო და მეფის შემდეგ სამეფოს პირველ პირად აქცია. შემდეგში მეფე დავითმა ჭყონდიდელს კიდევ ორი ეპარქია - ბედია და ალავერდი დაუქვემდებარა, რაც მისი მზარდი გავლენის მიმანიშნებელია. ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ზოგჯერ ქართლის უპირველესი საეკლესიო იერარქი - კათოლიკოსიც ხდებოდა.[size=17]

საქართველოს პოლიტიკური დაშლილობის ხანაში XV-XVIII სს. ჭყონდიდელი ეპისკოპოსი აფხაზეთის კათოლიკოსს ექვემდებარებოდა და სამეგრელოს სამთავროსა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. XVII ს-ის 80-იან წლებამდე ოდიშის სამთავროში არსებულ ექვს სამღვდელმთავრო კათედრიდან ჭყონდიდი უპირველესად ითვლებოდა და გარკვეულ დროს ბედიისა და ცაგერ-სვანეთის ეპარქიების სამწყსო ტერიტორიასაც მართავდა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებიდან, დასავლეთ საქართველოში XIX საუკუნეშივე განახლებულ სამღვდელმთავროთა შორის ოდიშის ეპარქიის სახელით აღდგენილი მთელი სამეგრელოს ერთადერთი კათედრა 1882 წლიდან გურიის კათედრასთან გაერთიანდა და გურია-ოდიშის ეპარქია ეწოდა. იმ პერიოდში ეპარქიას მართავდა ცნობილი მღვდელმთავარი და საქართველოს მიერ წმინდანად შერაცხილი ალექსანდრე ოქროპირიძე. გაერთიანებული ეპარქიის კათედრა ამჟამად ფოთში იყო, ხოლო რეზიდენცია - მარტვილში. 1917 წ. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ განახლდა ჭყონდიდის ეპარქიაც.

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 1365 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz