ლაზიკა — ეგრისი - 3 დეკემბერში 2009 - samargalos gaumarjos
ორშაბათი, 05.12.2016, 19:33მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩვენი გამოკითხვა

რომელი კატეგორია დავდოთ ??
სულ პასუხი: 1688

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

web site analyser
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
წევრები:

Top Sites

Russian America Top. Рейтинг ресурсов Русской Америки.
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 3 » ლაზიკა — ეგრისი
20:07
ლაზიკა — ეგრისი

 

რომაელების შემოსევის შემდეგ, როგორც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, ძველი კოლხების პოლიტიკური მესვეურობა გადადის ლაზების ან ეგრისელების ხელში და მთელ ამ მხარესაც რომაელებმა უწოდეს „ლაზიკა". მაგრამ ამის შემდეგაც ამ მხარეს დიდხანს შერჩა პარალელურად თავისი პირვანდელი სახელწოდება — კოლხეთიც და რომაულ-ბერძნულ მწერლობაში ლაზიკა გაიგივებულია კოლხეთთან.

ლაზურ-მეგრულრი ტომობრივი სახელწოდება—ლაზი სვანური წარმოშობისაა „ზან" ან „ჭან", რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ სვანები მეგრელებს დღესაც ეძახიან „ზანარ"-ს სამეგრელოს კი „ზან"-ს.

ლაზურ-მეგრული სამეფოს ეს რომაულ-ბიზანტიური სახელწოდება — ლაზიკა ქართულ საისტორიო მწერლობაში არ იხსენიება. ქართულ მატიანეში იგი ცნობილია „ეგრისი"-ს სამეფოს სახელწოდებით.

აქედან არის ნაწარმოები მეგრელების სატომო სახელი ძველ სომხურში „ეგერ"-ქ და აფხაზური აგრ-უა. ამ ფუძიდან „ეგერ"  ნაწარმოებია ქართული მ-ეგერ-ელი და ადგიობრივი (მეგრული) „მ-არგ-ალი".

ერთი სიტყვით, აქედან ირკვევა, რომ სამეგრელოს ძველი ქართული სახელწოდება—ეგრისი და შემდეგში აქედან ნაწარმოები სა-მ-ეგრ-ელო აღნიშნავდა რომაულ-ბიზანტიურ ლაზიკა.

ქართველ მემატიანეს ლეონტი მროველს სახელწოდება ეგრისი გამოჰყავს მეგრელების მითიური წინაპარი—ეგროსისაგან და იგი იძლევა ამის წარმოშობის ასეთ სქემას: „პირველად ვახსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართვუელთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა და მეგრელთა ამა ნათესავთა ერთი იყო მამა სახელით თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძის წული იაფეთისი ნოეს ძისა"-ო (იხ. ქართ. ცხოვრება, გვ I). ლეონტის თეორიით, ამ თარგამოსს ჰყოლია რვა გმირი შვილი: ჰაოსი, ქართლოსი, ბარდოსი, მოვაკან, ლეკ, ჰეროს, კავკას და ეგროსი, რომლისაგან მეგრელები წარმოშობილან.

ეგრისისათვის თარგამოსს მიუცია დღევანდელი დასავლეთი საქარველო.

ამგვარად, ლეონტი მროველის თეორიით, მეგრელები წარმოშობილან ეგროსისაგან, დასახლებულან დასავლეთ საქართველოში და მათ ქვეყანასაც ეგრისი დარქმევია.

ლაზიკის სამეფო მოქცეული იყო ძველი კოლხეთის საზღვრებში, რომელიც შეიცავდა მთელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას.

დღევანდელ გურიას, ქვემო იმერეთს, რაჭა-ლეჩხუმს, სამეგრელოს, სვანეთს და აფხაზეთს.

ლაზიკის სამეფოს პოლიტიკური ცენტრი და სატახტო ქალაქი იყო არქეოპოლისი (ნოქალაქევი). ეს ქალაქი მდებარეობდა მდ.ტეხურის პირას და შემოზღუდული იყო მაღალი გალავნით და ციხე-კოშკებით.

ლაზიკის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრების სათავეში იდგა მეფე, რომელსაც ირჩევდნენ მემკვიდრეობით. ლაზიკის მეფეს ამტკიცებდა ბიზანტიის კეისარი, რომლისგანაც იგი იღებდა სამეფო ნიშნებს და საჩუქრებს. ლაზიკა ბიზანტიას არც ხერკსა და არც ჯარს უგზავნიდა მხოლოდ ვალდებული იყო ჩრდილოეთის საზღვრები გაემაგრებინა და იქიდან ჰუნები და სხვა ტომები არ გადმოეშვა და ბიზანტიის სამფლობელო მათი შემოსევისაგან დაეცვა.

პოლიტიკური ურთიერთობის განმტკიცების მიზნით, ლაზთა მეფეები ენათესავებოდნენ კესირებს და ცოლად ირთავდნენ მათ ქალებს.

ლაზიკას თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ეჭირა სტრატეგიული მნიშვნელობის შავი ზღვის სანაპირო, ლაზიკიდან დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადიოდა იბერია-ალბანიის სავაჭრო გზა ირან-ინდოეთში მიმავალი. ლაზიკის ჩრდილოეთის საზღვრებიდან ბიზანტიას საფრთხე მოელოდა ჰუნებისა და სხვა ჩრდილოეთში მობინადრე ტომების შემოსევებით. მაგრამ ყველაზე დიდი  საფრთხე მოსალოდნელი იყო ირანის მხრივ, რომელიც ვერ ურიგდებოდა ბიზანტიის ბატონობას ამიერკავკასიაში და მცირე აზიის ქვეყნებში. ამიტომ ლაზიკის შემომტკიცებას და ციხე-სიმაგრეებით შემოზღუდვას ბიზანტია განსაკუთრებულ მნიშვნელობას აქცევდა. ლაზიკის ციხე-სიმაგრეებში ცნობილია სკანდე, შოროპანი, როდოპოლისი, ტელეფისი, ნესოსი, უქიმერიონი, არქეოპოლისის ციხე, პეტრა და სხვ.

მათ შორის პირველ-ხარისხოვან ციხე-სიმაგრედ ითვლებოდა პეტრას ციხე, რომელიც ააგეს ბიზანტიელებმა იუსტინიანე კეისტრის დროს.

ირანსა და რომს შორის პოლიტიკური ურთიერთობა უფრო გამწვავდა, როდესაც ირანის სამეფოს სათავეში მოიქცნენ

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 1254 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016 | Free site builder - uCoz