შაბათი, 20.04.2024, 17:22მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩვენი გამოკითხვა

რომელი კატეგორია დავდოთ ??
სულ პასუხი: 1762

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

web site analyser
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
წევრები:

Top Sites

Russian America Top. Рейтинг ресурсов Русской Америки.
მთავარი » 2011 » თებერვალი » 26 » samegrelo
22:49
samegrelo

სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისისაგან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან, XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს მეგრელებით დასახლებულ ტერიტორიას მდინარე ფსირცხასა და ცხენისწყალს შორის. მისი დედაქალაქია ზუგდიდი.


გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში. XVII საუკუნიდან აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა.


დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და მოიცავს ქალაქ ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის რაიონების ტერიტორიას.
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 1616 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz