ხუთშაბათი, 28.03.2024, 20:00მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩვენი გამოკითხვა

რომელი კატეგორია დავდოთ ??
სულ პასუხი: 1761

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

web site analyser
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
წევრები:

Top Sites

Russian America Top. Рейтинг ресурсов Русской Америки.
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 3 » სამეგრელო თავისი ისტორიული წარსულით
18:48
სამეგრელო თავისი ისტორიული წარსულით


სამეგრელო თავისი ისტორიული წარსულითა და ყოფა-ცხოვრებით ფრიად საინტერესო კუთხეა. მაგრამ ის დღემდე არ ოფილა სათანადოდ შესწავლილი და გამოკვლეული.

სამეგრელოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ შესწავლას ჩვენ ვაწარმოებდით 1923 წლიდან, როდესაც საქართველოს მუზეუმის მივლინებით პირველად საშუალება მომეცა მასალები შემეკრიბა დღევანდელ აბაშის რაიონში, ძველ „საჭყონდიდოში". 1935 წლიდან საქართველოს სამხარეთმცოდნეო საზოგადოების გეგმითა და ხელშეწყობით ჩვენ მოვაწყვეთ სამეგრელოს რაიონებში ისტორიული-ეთნოგრაფიული ხასიათის ექსპედიციები. 1935 წელს მუშაობას ვაწარმოებდით მარტვილსა და ჩხოროწყუს რაიონში; 1936 წელს წალენჯიხაში, ზუგდიდისა და ხობის რაიონებში; 1938 წელს სენაკის რაიონში, 1939 წ. კი გალისა და ოჩამჩირის რაიონში.

აღნიშნულ რაიონებში შევკრიბეთ საკმოდ მდიდარი ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალა, რომლის ნაწილი დამუშავდა აქ წარმოდგენილი „ეთნოგრაფიული ნარკვევის" სახით. ჩვენი მიზანი იყო წინამდებარე ნარკვევში მოგვეცა მეტი ახალი მასალა, რომ ამით შეივსოს სამეგრელოს შესახებ არსებული ეთნოგრაფიული ცნობები.

ის ჩვევები და წესები, რომლებიც ჩვენს ნარკვევშია მოთავსებული, დღეს უკვე არ სრულდება თავისი ძველი სახით, მაგრამ პირადად ნანახისა და დაკვირვების საშუალებით და აგრეთვე მოხუცების გამოკითხვით, შევძელით ძველი ყოფის დამახასიათებელი ადათ-ჩვევების დადგენა.

რასაკვირველია, ჩვენი ეს შრომა არის სრულქმნილი და ამით არ ამოიწურება სამეგრელოს მდიდარი ისტორიულ-ეთნოგრაფიული წარსული. ეს მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი და ფართო მეცნიერული კვლევისა,  რომლის მთავარ იობიექტად ახლო წარსულში სამეგრელო უნდა გადაიქცეს.

დასასრულ, ამ მუშაობის დროს ადგილზე ხელის შეწყობისა და მასალების მოწოდებისთვის მადლობას მოვახსენებთ: ეფემია სისოს ასულ კვარაცხელიას (წალენჯიხა), ზაქარია ტოტიას ძე კვარაცხელიას (სოფ.ნაკიფუ), ვასილ გულუას (სენაკი), ლაუ კანკიას (ხეთა), ვიცი ჯათუს ძე ფიფიას (ჩქვალერი), ბეგი გამსახურდიას (სოფ. დიხაზურგა), ბეგი თირქიას (ყულისკარი), ალექსი ოჩიგავას და დედაჩემს, მინადორა მაკალათიას (სოფ. სეფიეთი). ასევე გულწრფელი დახმარებისათვის ექსპედიციის წევრებს, სტუდენტებს: მ. ეზუგბაიას, გ. გობეჩიას და ა. ფაჩულიას.

წიგნში მოთავსებული ფოტოსურათები გადაღებულია ჩემ მიერ. ნახატები და ნახაზები შეასრულეს მხატვრებმა: ლ. წილოსანმა და ლ. ხუციშვილმა.

 

15&XI—1940 წ.                                                                                                 ს. მაკალათია

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 2372 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz