პარასკევი, 19.04.2024, 11:46მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩვენი გამოკითხვა

რომელი კატეგორია დავდოთ ??
სულ პასუხი: 1762

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

web site analyser
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
წევრები:

Top Sites

Russian America Top. Рейтинг ресурсов Русской Америки.
მთავარი » 2011 » თებერვალი » 20 » სამეგრელოს რეგიონი
14:11
სამეგრელოს რეგიონი

სამეგრელოს რეგიონი მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე. იგი ორი ისტორიულ- გეოგრაფიული პროვინციისგან - სამეგრელოსა და ზემო სვანეთისგან შედგება.

სამეგრელოში ვხვდებით ყველა სახის ლანდშაფტს, რომელიც დამახასიათებელია დასავლეთ საქართველოსთვის: კოლხეთის ტენიანი სუბტროპიკული, კოლხური მთის ტყის, კავკასიის საშუალო მთის მუქწვივოვანი ტყის და მაღალი მთის სუბალპური და ალპური ლანდშაფტები.

მრავალფეროვანია სამეგრელოს - ჰავაც. მის დაბლობ ნაწილში იგი ნოტიო სუბტროპიკულია. აქ იანვრის საშუალო ტემპერატურაა +4 +6°ც, ზაფხული კი ცხელია (+22 +23°ც). ნალექები (1500-2000 მმ) წლის განმავლობაში თითქმის თანაბრადაა განაწილებული. შედარებით მცირე ნალექი მოდის მაისში.

სამგრელოს ბუნება მრავალ უნიკალურ მოვლენას და ძეგლს მოიცავს გარდა სამეგრელოს უნიკალური ბუნებისა, ამ მხარეს გააჩნია თავისებური კოლორიტი – სტუმართმასპინძლობა, გემრიელი და უნიკალური კერძები, განუმეორებელი სიმღერები და მრ. სხვ.

საქართველოსთვის კოლხეთი უბრალო გეოგრაფიული ადგილი არ არის. კოლხიდა, ეგრისი, ლაზიკა - სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ხალხის მატიანეებში მოხსენიებული ტერიტორია, ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის აკვანი. კოლხეთის სამეფო მდებარეობდა სამხრეთ-დასავლეთ კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. აქ კი მდინარე  რიონ - ფაზისის ერთ - ერთი შენაკადის, ტეხურის ნაპირას, სოფელ ნოქალაქევში მდებარეობდა კოლხეთის სამეფოს ერთ - ერთი უმსხვილესი ცენტრი. ძვ. წ. აღ-ის IV ს-ის მიწურულიდან ეგრისის ერისთავის ქუჯის რეზიდენცია - ციხე - გოჯი.

ახ. წ. აღ-ის I საუკუნიდან ჩამოყალიბდა საქართველოში ერთ - ერთი პირველი სახელმწიფო გაერთიანება ეგრისი (ლაზიკა), რომლის დედაქალაქი ნოქალაქევი (არქეოპოლისი, ციხე - გოჯი) უდიდეს ინტერესს იმსახურებს თავისი ქალაქგეგმარებითი სტრუქტურით, დაცვის სისტემით, აბანოთა ქსელით, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის მოწყობის თვალსაზრისით, საკულტო ნაგებობებითა და ა. შ.
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 2051 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz