სენაკი - 1 დეკემბერში 2009 - samargalos gaumarjos
ორშაბათი, 05.12.2016, 19:30მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩვენი გამოკითხვა

რომელი კატეგორია დავდოთ ??
სულ პასუხი: 1688

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

web site analyser
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
წევრები:

Top Sites

Russian America Top. Рейтинг ресурсов Русской Америки.
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 1 » სენაკი
14:13
სენაკი

სენაკი იშლება რიონისპირეთიდან და უნაგირას მთის ორივე კალთაზეა გადაჭიმული. უჭირავს კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთი ნაწილის ცენტრი, რელიეფში გამოკვეთილია გეოლოგიური აგებულებისა და წარსულის როგორც ტექტონიკური პროცესების, ისე მდინარეული ეროზიის მოქმედების კვალი.
ძირითადი მორფოლოგიური ერთეულებია: დაბლობები, მაღლობები, მთები და ხეობები.

სენაკის ტერიტორია რელიეფის თავისებურების მიხედვით იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად. ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს მაღლობებს და სერებს. ეკის მთის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 270 მ-მდეა. ჩრდილოეთით და დასავლეთით ეკის მთა დანაწევრებულია მდ. ცივისა და მისი შენაკადების მიერ სერებად და გორაკ-ბორცვებად. ძველი კოლხეთის ცივილიზაცია უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. ტეხურის აუზი, სადაც მდებარეობდა კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი, ძვ. წ. IV საუკუნის მიწურულიდან ეგრისის ერისთავის ქუჯის რეზიდენცია - ციხე-გოჯი და მერმინდელი სამეფოს დედაქალაქი - არქეოპოლისი მოიკავებდა კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთსა და ეგრისის ქედს.
სენაკის ტერიტორია უძველესი პერიოდიდან იყო დასახლებული. ეს რეგიონი ყოველთვის განსაკუთრებული სტრატეგიულობით გამოირჩეოდა, რის გამოც ნაქალაქარმა თითქმის 15 საუკუნის განმავლობაში მნიშვნელობა არ დაკარგა. იგი შედიოდა ეგრისის სამეფოს შემდგენლობაში მურვან ყრუს მიერ ნოქალაქევის ტერიტორიაზე არსებული ციხე-გოჯის დანგრევამდე. შემდეგ, აფხაზეთის სამეფოს შემადგენლობაში, თამარ მეფის დროიდან კი - ოდიშის სამთავროში. შუა საუკუნეების დასასრულს მნიშვნელოვან როლს ასრულებდა შხეფის ციხე. რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ სენაკი კვლავ სამეგრელოს სამთავროში შედის, ხოლო 1867 წლიდან 1917 წლამდე - ქუთაისის გუბერნიაში.
სენაკი, რომელსაც 1921 წელს ეწოდა ქალაქი, მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი იყო. თბილისი-ფოთის სარკინიგზო ხაზის გაყვანამ და რკინიგზის სადგურის მშენებლობის დამთავრებამ ხელი შეუწყო ახალი ქალაქის მნიშვნელობის ზრდას. მან თავისი მდებარეობით მალე დაჩრდილა სენაკის ყოფილი ცენტრი, რომელსაც ძველი სენაკი დაერქვა, დღევანდელ სენაკს კი -ახალსენაკი. 1921 წლიდან, გასაბჭოების შემდეგ, სენაკი მაზრის ცენტრია, რომელიც აერთიანებს აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და სენაკის რაიონებს. 1930 წლიდან სენაკი დამოუკიდებელი რაიონია, რომელსაც 1935-1989 წლებში ერქვა მიხა ცხაკაია. 1990 წლიდან კვლავ დაუბრუნდა ადრინდელი სახელი - სენაკი.

ფართობი - 520,7კვ.კმ
კლიმატი - სუბტროპიკული ზონა
ქალაქი - 1
სოფელი - 14
მანძილი თბილისამდე - 270 კმ
მანძილი ზუგდიდამდე - 45 კმ
უახლოესი პორტი, ქალაქი ფოთი - 35კმ
უახლოესი რკინიგზის სადგური - ქ.სენაკი
უახლოესი აეროპორტი - კოპიტნარი - 42კმ
ქალაქის მოსახლეობა - 27 217
სოფლის მოსახლეობა - 21 137
მოსახლეობა(დევნილთა ჩათვლით) – 48 854
მათ შორის:
ქალი - 27 191
კაცი - 21 663
მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა:
1)ქართველი - 98 %
2)რუსი - 0,6%
3)ასირიელი - 0,2%
4) სხვა - 0,2%
წყლის ძირითადი არტერიები:
1) არტეზიული ჭები
მუზეუმები:
1) ჟ.შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
2)ჟ. შარტავას სახელობის მუზეუმი
3)არნ. ჩიქობავას სახელობის სახლ-მუზეუმი
4)თ. დავითაიას სახელობის სახლ-მუზეუმი

სენაკში არის 22 საჯარო და 9 კერძო სკოლა სოფლის მეურნეობა:
მუნიციპალიტეტის ძირითად რესურსს მიწა წარმოადგენს.
სენაკის მუნიციპალიტეტი თავისი განვითარებით აგრარულ რეგიონს მიეკუთვნება.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 520,7 კვ. კმ-დან სასოფლო სამეურნეო სავარგულია 22 260 ჰექტარი, რაც მთლიანი ტერიტორიის 42,7%-ია.
მათ შორის:
სახნავი - 10953 ჰა (49%)
საძოვარი - 7 025 ჰა (32%)
სათიბი - 20 ჰა (0,1%)
მრავალწლიანი ნარგავები - 3 907 ჰა (17%)
ნასვენი - 349 ჰა (1,5%)

საავტომობილო გზების სიგრძე:
1)სახელმწიფო მნიშვნელობის გზა - 75,2 კმ
2)ადგილობრივი მნიშვნელობის გზა - 273 კმ
მუნიციპალიტეტის მინერალური და რეკრეაციული რესურსები:
მტკნარი წყლების ჭაბურღილები ნოსირის, ახალსოფლის, მენჯისა და ლეძაძამეს თემებში
თერმული წყლების ჭაბურღილები მენჯის და ნოქალაქევის თემებში
კირქვის საბადო ეკის მთაზე
ქვიშის კარიერი მდინარე რიონზე
ხრეშის კარიერი მდინარე ტეხურზე
საკურორტო და ტურიზმის რესურსები:
კურორტი ,, მენჯი’’
ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტი ,, ნოქალაქევი’’
არქეოლოგიური კომპლექსი ციხე - გოჯი ,, არქეოპოლისი’’
სოფელ ეკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი
შხეფის ციხე
სპელეოტურიზმის გასავითარებლად კასტრული მღვიმეები მდებარეობს ეკის მთებში - უნაგირას მთაზე, მენჯის თემში - საწულეისკირიოს უბანსა და შხეფის უბანში
რელიგიური ტურიზმის თვალსაზრისით სენაკში, ქუთაისის ქუჩაზე, რაიონული ცენტრიდან 3,5 კმ - ის დაშორებით მდებარეობს ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი. აღნიშნული ტაძარი განსაკუთრებით საინტერესოა პილიგრიმებისათვის, ვინაიდან აქ ინახება უდიდესი სიწმინდე - იოანე ნათლისმცემლის თითი, აგრეთვე მენჯის მთავარანგელოზთა სავანე, სადაც დაკრძალულია წმინდა ბერი ალექსი შუშანია.
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 2751 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016 | Free site builder - uCoz