პარასკევი, 19.04.2024, 14:53მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩვენი გამოკითხვა

რომელი კატეგორია დავდოთ ??
სულ პასუხი: 1762

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

web site analyser
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
წევრები:

Top Sites

Russian America Top. Рейтинг ресурсов Русской Америки.
მთავარი » 2011 » თებერვალი » 26 » senaki
14:44
senaki
სენაკი (საქართველო)
სენაკი, ქალაქი საქართველოში, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, 1933-1976 წლებში მიხა ცხაკაია ერქვა, 1976-1989 — ცხაკაია. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ტეხურის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 28 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს. მოსახლეობა 28,6 ათასი (2002 წ.). სენაკში არის ხალიჩების და ჩაის ფაბრიკები, კვების მრეწველობის საწარმოები, ასევე სხვადასხვა პროფილის სკოლები, ბიბლიოთეკები, კულტურის სახლი, თეატრი, მ.ცხაკაიას სახლ-მუზეუმი. ქალაქის ცენტრალურ პარკში დაკრძალული არიან პოეტი გ. ჭალადიდელი და სსრკ გმირი ა. წურწუმია. სენაკთან ახლოს მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტი მენჯი. სენაკში არის სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის რეზიდენცია.

სენაკის ტერიტორია რელიეფის თავისებურებების მიხედვით იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად, ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს მაღლობებსა და სერებს.სენაკის სამხრეთი ნაწილი არის კოლხეთის დაბლობის უმნიშვნელოვანესი უბანი, რომელიც დასერილია მდ. ცივისა და მდ. ტეხურის შენაკადებით.დაბლობის მაქსიმალური სიმაღლე 30მ-ს აღწევს. იგი ჩრდილოეთისკენ მაღლდება და წყდება ეკის, შხეფის და ნოქალაქევის გორაკების სამხრეთკიდესთან. რელიეფის მრავალფეროვნება და ჰაერის ტენიანობა ხელსუწყობს მდინარეთა ქსელის სიხშირეს. მდ. ცივი სათავეს იღებს ეკის მთის ჩრდილოეთი ნაწილიდან,მდინარის კალპოტი ვიწროა და კლაკნილი,ჭორომები ზოგან ჩანჩქერებს ქმნიან. მდ. ტეხური ეგრისის ქედიდან იღებს სათავეს. გარდა წყალდიდობისა,მას წყალმოვარდნაც ახასიათებს. ცივსა და ტეხურს ასაზრდოებენ პატარა მდინარეები და ღელეები: ფიცუ, ნახური, ჩხარი, ფაქვა, მენჯი, უჩაღელუ,ეკუსკირი.


400 011. სენაკს აქვს წაგრძელებული ფორმა სამხრეთ დასავლეთიდან ჩრდილო- აღმოსავლეთისაკენ. მისი უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი ემიჯნება აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემს აღმოსავლეთით,დასავლეთით - ხობის მუნიციპალიტეტს მდინარე ხობის წყალთან, უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს სოფელ ახუთთან, სამხრეთით -ლანჩხუთისა და ხობის მუნიციპალიტეტის საზღვრებს.

სენაკის ბუნებრივი რესურსები 

სენაკი ბუნებრივი რესურსების სიმდიდრითა და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით გამორჩეული მხარეა. განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს კასტრული მღვიმე-დარბაზი უნაგირას მთის ქვეშ, გოგირდოვანი წყლების რესურსი ნოქალაქევის თემში, ბალნეოლოგიური - კურორტისთემში.სენაკის მუნიციპალიტეტი მდიდარია მიწისქვეშა წყლებით,რომელთაგან აღსანიშნავია მინერალური და კასტრული მტკნარი წყაროები. თერმული მინერალური წყაროები გვხდება სახარბედიოში, ლეძაძამეში, ზანაში, ნოქალაქევში და სხვაგან.

სენაკის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები 

სენაკი თავიდანვე კულტურის თვალსაჩინო ცენტრი იყო. ახალსენაკში დაარსებისთანავე ჩაეყარა საფუძველი თეატრალურ ცხოვრებას.1884 წელს ძველ სენაკში გაიხსნა სათავადაზნაურო სასწავლებელი.აქ სწავლობდნენ: სიმონ ჯანაშია, არნოლდ ჩიქობავა,პეტრე ქავთარაძე, ვარლამ თოფურია,კონსტანტინე გამსახურდია.სენაკში აღიზარდნენ საქვეყნოდ ცნობილი ადამიანები: აკაკი ხორავა,შალვა დადიანი, ვალერიან გუნია, თეოფანე დავითაია, ჟიული შარტავა და სხვები...1959 წლიდან ქალაქს ამშვენებს აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის უმშვენიერესი შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 1688 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz