პარასკევი, 26.04.2024, 01:49მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩვენი გამოკითხვა

რომელი კატეგორია დავდოთ ??
სულ პასუხი: 1762

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

web site analyser
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
წევრები:

Top Sites

Russian America Top. Рейтинг ресурсов Русской Америки.
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 3 » სოფლის მეურნეობა
20:12
სოფლის მეურნეობა


სამეგრელო მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყანაა, ამიტომ დროთა ვითარებაში იცვლებოდა მისი სამეურნეო ცხოვრების სხვადასხვა დარგი, საწარმოო იარაღები და შრომა-საქმიანობის პროცესები.

უძველესი დროიდან სამეგრელოში ითესებოდა ღომი, (Panicum italicum), მეგრული „ჩხვერი" და „ჭკიდი" (ლათინური milium), რომლებიც მოსახლეობის მთავარ საკვებ პურეულს შეადგენდა.

ღომისა და ფეტვის მოყვნა დიდ შრომას მოითხოვდა.

XVII საუკუნის დასაწყისიდან სამეგრელოში შემოდის  სიმინდი, რომელიც აქ იპოვა კარგი და ნოყიერი ნიადაგი და XVII საუკუნიდან სიმინდი იქცა მოსახლეობის მთავარ საკვებ პურეულად. სიმინდმა ჩქარა შეცვალა ღომი და ფეტვი. სიმინდის უხვმა მოსავალმა, ამავე დროს, ხელი შეუწყო მოსახლეობის მომრავლებას და მისი ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

სამეგრელოს სუბტროპიკულ რაიონებში დღეს მეურნეობის წამყვანი დარგი ციტრუსია, რომელიც იძლევა უხვ მოსავალს და კოლმეურნეებიც დაინტერესებული არიან მოვლა-მოშენებით.

მევენახეობა. ვაზის კულტურა წინათ სამეგრელოში საკმაოდ იყო განვითარებული და ვაზიც აქაურ პირობებში კარგად ხარობდა.

სამეგრელოში გავრცელებული იყო ვაზის შემდეგი ჯიშები:

1. ჩერგვალი—თეთრი და ტკბილი  ყურძენი, მსხვილ მტევნიანი, რომლისაგან დგებოდა საშუალო ღირსების ღვინო;

2. საკმეველი—თეთრი და საშუალო ზომის მარცვლოვანი, ღვინო კარგი ღირსების;

3. კრახუნა—თეთრი და მსხვილ-მარცვალა, ღვინო კარგი;

4. ციცკა—თეთრი და წვრილ-მარცვალა, ღვინო საშუალო;

5. კაჭიჭი—თეთრი, მარცვალი საშუალო, ღვინო კარგი;

6. ჭვიტილური—თეთრი, მარცვალი საშუალო, ღვინო კარგი ფერი;

7. ჩეჭიფეში—თეთრი, მარცვალი საშუალო, ღვინო კარგი?

8. გრეხი—თეთრი და მსხვილ-მარცვლოვანი, ღვინო კარგი;

9. ტოროეკუჩხი—თეთრი, მარცვალი წვრილი, ღვინო კარგი;

 

10. თხურთხი — თეთრი, მარცვალი წვრილი, ღვინო კარგი;

11. პანეში — მუქი ლურჯი ფერისა, მარცვალი მსხვილი, ღვინო კარგი;

12. დონდღვაბაია — (პაპასქირი), შავი და წვრილ-მარცვლოვანი, ღვინო მდარე;

13. დღუნდუში — შავი და მსხვილ-მარცვლოვანი, ღვინო წითელი და კარგი;

14. ოჯალეში — შავი და წვრილ-მარცვლოვანი, ღვინო საუკეთესო;

15. ჭოტიში — შავი, მარცვალი საშუალო, ღვინო მაგარი და  მღებავი;

16. ცხენიშყურძენი — შავი, მარცვალი მოგრძო და მსხვილი, ღვინო კარგი;

17. უგვარო — შავი, მარცვალი საშუალო, ღვინო მაგარი და მწლაკე;

18. ხოჯიშ თოლი — შავი და მსხვილ-მარცვლოვანი, ღვინო მდარე;

19. შონური — შავი, მსხვილ-მარცვლოვანი, ღვინო საშუალო;

20. კაბისონი — შავი, მარცვალი საშუალო, ღვინო საუკეთესო;

21. ხარდანი — შავი და წვრილ-მარცვალა, ღვინო კარგი ღირსების;

22. ოდესა (იზაბელა) — შავი, მარცვალი საშუალო, ღვინო მდარე და სხვა;

ამ ვაზებს შორის საუკეთესოდ ითვლებოდა ოჯალეში, ჭვიტილური, ჩეჭიფეში, ხარდანი და კაბისონი. ყველაზე უხვ მოსავალს და საუკეთესო ღვინოს იძლეოდა თურმე „ოჯალეში", რომელიც იყო სქელი, მაგარი და საამო დასალევი ღვინო.

ვაზის ეს ჯიშები მაღლარი ყოფილა — „ჯაშ ბინეხი" და ხეებზე გაბმული. ეს ჯიშები სამეგრელოში ფილოქსერამ უკვე მოსპო, მათი თითო-ოროლა ძირი აქა-იქ თუ არის დარჩენილი. მათ ნაცვლად, დღევანდელ სამეგრელოში გავრცელებულია : ოდესა, კაჭიჭი, ნამყენი, ცოლიკაური, ნოვა, ფრანგულა და საფერავი, მევენახეობას აქ მისდევენ ჩხოროწყუს რაიონის სოფლები, განსაკუთრებით: ახუთი, ფოცხო და უშაფათა.

მესაქონლეობას სამეგრელოში ძველადვე მისდევდნენ და მეურნეობის ეს დარგი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მეგრელების ეკონომიკურ ცხოვრებაში.

მესაქონლეობასთან ერთად, სამეგრელოში მისდევდნენ ცხენების მოშენებას. ცხენი წინად დიდ როლს თამაშობდა სამერელოს ეკონომიკურსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

მეცხენეობასთან დაკავშირებით, სამეგრელოში გავრცელებული იყო ცხენის ქურდობაც, რაც ვაჟკაცობად ითვლებოდა. ცხენის მოპარვა მოითხოვდა გულადობას და დიდი მოხერხებას, რომ ნაქურდალი ცხენი პატრონს ვერ გამოეცნო და ქურდის ვინაობა არ გამომჟღავნებულიყო, რაც საძრახისად ითვლებოდა.

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 3764 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 mero  
0
qveyana ara kutxe .....

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz