სპორტი - 8 დეკემბერში 2009 - samargalos gaumarjos
შაბათი, 03.12.2016, 05:19მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩვენი გამოკითხვა

რომელი კატეგორია დავდოთ ??
სულ პასუხი: 1688

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

web site analyser
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
წევრები:

Top Sites

Russian America Top. Рейтинг ресурсов Русской Америки.
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 8 » სპორტი
17:42
სპორტი
სამეგრელო, ფიზიკური ვარჯიშების, ხალხური თამაშობების და სპორტის ეროვნული სახეობების განვითარების მხრივ ცნობილ ისტორიულ მხარედ ითვლება. მისი ეთნოგრაფია მდიდარია ფიზიკური აღზრდის და ხალხური თამაშების ამსახველი მასალებით. მშვილდოსნობა, ცხენოსნობა, ნიშანში სროლა, ჭიდაობა და სხვ. საუკუნეების მანძილზე თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ადამინებს უვითარებდა სიმარდეს, სისწრაფეს, ფიზიკურ ძალას, სიზუსტეს, მოხერხებულობას და სხვა ვაჟკაცურ თვისებებს.

არქანჯელო ლამბერტი თავის "სამეგრელოს აღწერაში" საინტერესო ცნობებს იძლევა მხარეში გავრცელებული თამაშების შესახებ ."ჭადრაკსა და ნარდს უფრო ქალები ეტანებიან, ვიდრე კაცები და ისე მარდად და ხელოვნურად თამაშობენ, რომ საუცხოო სანახავია. ბანქო იშვიათია და მხოლო უდიდებულესი თავადები თამაშობენ." აღწერს აგრეთვე პოპულარულ ყაბახს და მხედრების ჩოგნით ბურთის თამაშს (ცხენბურთს), რომელიც საღამომდე ბრძლედებოდა და დიდად გასართობ და სასიამოვნო ვარჯიშობად მიაჩნია.

მეგრელების ცხენისადმი სიყვარულის ტრადიცია ამ ცხოველის მოშენების, გახედნის, მათი შეჯიბრების მოწყობის დიდ უნარსა და მხედრულ ოსტატობაშიც გამოიხატებოდა.სამეგრელოში ცხენს საგანგენო გამხედნავი (მწვრთნელი) ჰყავდა, რომელიც მას ალურში ანუ სიარულში ავარჯიშებდა. ცხენის სვლებს თავისი სახელი ჰქონდა: "ლაფშური" (ჩქარი ნაბიჯით სიარული), "ძარგვალი" (ძუნძულით სიარული), "თოხარიკი" (იორღა) – მარდად და კოხტად სიარული და ა. შ.

საქართველოში და კერძოდ სამეგრელოში ძალიან იყო გავრცელებული დოღი, რომელიც გარდაცვლილი მამაკაცის წლისთავზე იმართებოდა და მასში მონაწილეობდა ყველა , ვისაც კი მიცვალებულის პატივისცემა სურდა. მარულას (საგანგებოდ ნავარჯიშევი ცხენების შეჯიბრი გრძელ 20–25 კმ–იან დისტანციაზე), წელიწადში რამდენჯერმე აწყობდნენ დიდ დღესასწაულებთან დაკავშირებით. დოღში და მარულაში გამარჯვებულებს დიდი სახელი და ჯილდო (დროშა, ფული, ნივთები) ელოდათ. იმართებოდა სხვა საცხენოსნო შეჯობრებებიც: "კიდირობა", "ისინდუა" (ხელშუბების სროლა), "თარჩია" (ბაირაღების გატაცება) და სხვა.

მხარის სპორტული განვითარებისთვის ერთგვარი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა 80–იან წლებში. კერძოდ ზუგდიდში, აშენდა ენგურის ქაღალდკომბინატის სპორტულ–გამაჯანსაღებელი კომპლექსი (დახურული საცურაო აუზი, სპორტული დარბაზები, მოედნებით, სარეაბილიტაციო ბაზით), ხოლო ხობში – დიდი სპორტული კომპლექსი. იგი უნიკალური იყო საქართველოში თავისი 50–მეტრიანი საცურაო აუზით და ორიათასადგილიანი ტრიბუნით, მეორე აუზი სახტომი კოშკით და ორი საჭყუმპალაოთი, საცურაო კომპლექსთან მიშენებული ადმინისტრაციული შენობით,( სადაც მოთავსებული იყო ასადგილიანი სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზი, სპორტსმენთა დასასვენებელი კუთხეები) მის გვერდით განლაგებული ფეხბურთის სარბენ ბილიკიანი სტადიონით, ღია მოედნით.

ქვეყნის მაშტაბით გამოირჩეოდა ფოთში საერთაშორისო სტანდარტების დონეზე შექმნილი საწყალოსნო–სათხილამურო ბაზა მალთაყვის ტყე–პარკში, რომელმაც 1991 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ქალაქს გააჩნდა ასევე საიალქნო კლუბი ნავსადგურის აკვატორიაში. იქვე ფუნქციონირებდა 50–მეტრიანი საცურაო 300–ადგილიანი ტრიბუნით.

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 830 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1  
biggrin magari saiti gaqvs

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016 | Free site builder - uCoz