ზუგდიდი - 19 თებერვალში 2011 - samargalos gaumarjos
შაბათი, 03.12.2016, 18:38მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩვენი გამოკითხვა

რომელი კატეგორია დავდოთ ??
სულ პასუხი: 1688

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

web site analyser
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
წევრები:

Top Sites

Russian America Top. Рейтинг ресурсов Русской Америки.
მთავარი » 2011 » თებერვალი » 19 » ზუგდიდი
14:43
ზუგდიდი
ზუგდიდი

ისტორიული ცნობა
ვარაუდობენ, რომ სახელწოდება წარმოიშვა ზურგ-დიდიდან (ე. ი. დიდი გორიდან; კოლხურად „ზუგი/სუკი" ბორცვი, ფერდობი) ან კიდევ გეოგრაფიული სახელწოდება ზუბი-დან (ზუბ-დიდი). წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნის დასაწყისში. ზუგდიდი ოდიშის სამთავროს პოლიტიკური, ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი იყო. აგრეთვე იყო ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვანი კერა. აქ ამრავლებდნენ ხელნაწერებს. ლიტერატურული საქმიანობა განსაკუთრებით გაჩაღდა ლევან II დადიანის კარზე, სადაც მოღვაწეობდნენ მამუკა თავაქალაშვილი და ბარძიმ ვაჩნაძე. XVIII საუკუნეში ბეჟან დადიანის კარზე მოღვაწეობდა პეტრე ჩხატარაისძე. ჩვენამდე მოღწეულია დადიანთა წიგნთსაცავში დაცულ ხელნაწერთა მდიდარი კოლექცია.
აღმოსავლეთის ომის 1853-1856დროს, 1855 წელს ზუგდიდი ოსმალებმა დაიკავეს. ნოემბერში ქართულმა მილიციამ გენერალ-მაიორის გრიგოლ დადიანის სარდლობით გაანადგურა მტერი. რის შემდეგ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. სამეგრელოს გლეხთა აჯანყების (1856-1857) დროს, 1857 მაისში, ქალაქი აჯანყებულთა ხელში გადავიდა.

კლიმატი
ზუგდიდის ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. კარგად არის გამოხატული მუსონური ხასისათის ქარები. ჰაერის საშუალოწლიური ტემპერატურაა +13.8 გრადუსი, იანვრის საშუალო ტემპერატურა +4.9 გრადუსი, აგვისტოს – +22.7 გრადუსი. წელიწადში საშუალოდ მოდის 1620 მმ ნალექი, აქედან მაქსიმუმი – სექტემბერში (165), ხოლო მინიმუნი იანვარში (107 მმ). საშუალოწლიური ტენიანობა შეადგენს 72 ‰, ხოლო მზიანი დღეების რიცხვი – 210–ს.

ეკონომიკა
ქალაქში არის რკინიგზის სადგური თბილისი-ჯვარის მონაკვეთზე, გადის საერთაშორისო (თბილისი-სოხუმი) და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (ზუგდიდი-მესტია, ზუგდიდი-ანაკლია) გზები. ზუგდიდში არის მნიშვნელოვანი სამრეწველო საწარმოები (ცელულოზა-ქაღალდის კომბინატი, ფაიფურის ქარხანა, ჩაის ფაბრიკა, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (ზუგდიდის დრამატული თეატრი, ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი). ხუროთმოძღვრების ძეგლთაგან შემორჩენილია სამეგრელოს მთავრების დადიანების სასაახლე, ეკლესია და სხვა ნაგებობები (XIX ს.). საყურადღებოა ბოტანიკური ბაღი იშვიათი მცენარეულობით, აგრეთვე ქალაქის ცენტრალური ხეივანი.

ბუნება
რაიონს უჭირავს ოდიშის დაბლობი, ოდიშის პლატო და ურთას მთიანი ზონა. ტერიტორია — 683 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 340 კვ.კმ. რაიონში მდინარეთა ხშირი ქსელია, ბევრია ჭაობი და მცირე ტბები. გარდა მდინარე ენგურისა, ზუგდიდის რაიონის ტერიტორიას კვეთს მდინარეები: ჯუმი, ჩხოუში, ჭანისწყალი, რუხი და სხვა.

მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა — 168 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 246 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 59 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 58 სოფელი. დიდი სოფლებია: ინგირი (5,8 ათასი), კახათი (5,9 ათასი) და რუხი (5,2 ათასი).

ადგილობრივი თვითმმართველობა
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელი თანამდებობის პირი — გამგებელი. მუნიციპალიტეტი იყოფა შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებად:

1 ქალაქი — ზუგდიდი;
17 თემი — აბასთუმანი, ანაკლია, ახალსოფელი, დიდი ნეძი, ერგეტი, ინგირი, კოკი, კორცხელი, ნარაზენი, ოდიში, ორულუ, ოქტომბერი, რუხი, ჩხორია, ცაიში, ჭაქვინჯი, ჯიხასკარი;
12 სოფელი — 12: ახალი აბასთუმანი, ახალკახათი, განარჯიის მუხური, გრიგოლიში, დარჩელი, კახათი, ორსანტია, რიყე, ურთა, ყულიშკარი, შამგონა, ჭითაწყარი, ჭკადუაში.
კულტურა
რაიონში 80 სახელმწიფო და 3 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 4 საშუალო პროფესიული და 3 უმაღლესი სასწავლებელი (ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ზუგდიდის ფილიალი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალი), 41 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.

ღირსშესანიშნაობანი
ისტორიული ძეგლებია:

დადიანთა სასახლე ზუგდიდში
კორცხელის ციხე,
ცაიშის ეკლესია,
ანაკლიის ციხე
რუხის ციხე.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 2420 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016 | Free site builder - uCoz