ხუთშაბათი, 09.05.2024, 05:48მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩვენი გამოკითხვა

რომელი კატეგორია დავდოთ ??
სულ პასუხი: 1762

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

web site analyser
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
წევრები:

Top Sites

Russian America Top. Рейтинг ресурсов Русской Америки.
მთავარი » სამეგრელოს ინფორმაციები


სამეგრელო თავისი ისტორიული წარსულითა და ყოფა-ცხოვრებით ფრიად საინტერესო კუთხეა. მაგრამ ის დღემდე არ ოფილა სათანადოდ შესწავლილი და გამოკვლეული.

სამეგრელოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ შესწავლას ჩვენ ვაწარმოებდით 1923 წლიდან, როდესაც საქართველოს მუზეუმის მივლინებით პირველად საშუალება მომეცა მასალები შემეკრიბა დღევანდელ აბაშის რაიონში, ძველ „საჭყონდიდოში". 1935 წლიდან საქართველოს სამხარეთმცოდნეო საზოგადოების გეგმითა და ხელშეწყობით ჩვენ მოვაწყვეთ სამეგრელოს რაიონებში ისტორიული-ეთნოგრაფიული ხასიათის ექსპედიციები. 1935 წელს მუშაობას ვაწარმოებდით მარტვილსა და ჩხოროწყუს რაიონში; 1936 წელს წალენჯიხაში, ზუგდიდისა და ხობის რაიონებში; 1938 წელს სენაკის რაიონში, 1939 წ. კი გალისა და ოჩამჩირის რაიონში.

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 2377 | დაამატა: admin | თარიღი: 03.12.2009 | კომენტარი (0)


სამეგრელო საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისისაგან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII ს-დან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან, XIII-XV სს-ში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს - აღნიშნავს მეგრელებით დასახლებულ ტერიტორიას მდინარე ფსირცხასა და ცხენისწყალს შორის. მისი დედაქალაქია ზუგდიდი.
გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო - ოდიში. XVII ს-დან აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა.
დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და მოიცავს ქალაქ ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის რაიონების ტერიტორიას.
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 1836 | დაამატა: admin | თარიღი: 02.12.2009 | კომენტარი (0)


დღემდე შემონახულია ძველი კოლხური (მეგრული) ლექს-სიმღერები. რომელთა უმრავლესობა მითოლოგიურ და ადრეფეოდალურ ხანას განეკუთვნება.მათგან აღსანიშნავია  ლექს-სიმღერები მზეზე, ხეთა ღვთაებაზე, წყალ-ღვთაებაზე (ერგეაშვა), მოსავლის ღვთაებაზე (,,დოზე"-ოდოია), კეთილ და ავ სულებზე, ვაზღვთაებაზე ,,ხემხუ", მნათობთა კულტზე, წარმართულ ღვთაებებზე, ასევე ლექსები სარიტუალო, შრომის, საქორწილო, სუფრული და სატრფიალო.

მნათობთა კულტს ეძღვნება თუთაშ ობირეში (სიმშერა მთვარეზე) ასევე ,,თუთაღხა ბედნიერი". ყურადღება მახვილდება მეგრულ ..ჰარირაზე", რაც მზე-ღვთაების (,,რას") სადიდებელი საგალობელია, მას თან ახლავს მისამღერი : ..ჰარირა-ჰეე - აა-აბა-რირა - ვარირა-ჰეე- აა-ვო-რერა - ნანინა - ჰეეა - ჰოი-ჰოი - ჰოვო-რერო - რერა ნანინა, აბა, ბოშეფი, გიაშქვით, ჩქიმ ცირა რე სხაპუნცუნი ვააა-ჰაა".

კოლხური ფოლკლორის დიდ მოამაგეს კ. სამუშიას მიაჩნდა, რომ ეგრისელების მიერ მდ. ენგურის თაყვანისცემიდან გამომდინარე უნდა წარმოქმნილიყო წყალღვთაება ,,ერგე", რასაც მოჰყვა საგალობლის ,ერგეაშვას" წარმოშობა. გალობის ტონი და ტექსტის შინაარსი მიგვანიშნებს - ეს იყო ლოცვა-გალობა, რასაც მიმართავდნენ ,,უჟმურდაკრულთა და წყლისაგან დაცდილთა" საშველად.

სარიტუალო - საწესჩვეულებო ლექს - სიმღერებიდან აღსანიშნავია: ,,კირიალესა" (კირიალეისონ ახალი წლის მისალოცი სიმღერაა), ,,ალილო" (ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ჰიმნი), ,,ქრისტე აღსდგა!" (სააღდგომო დღესასწაულის საგალობელი). ასევე სარიტუალო სიმღერებიდან ყურადღები ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 5701 | დაამატა: admin | თარიღი: 01.12.2009 | კომენტარი (0)


სამეგრელო-ზემო-სვანეთი, საქართველოს უმშვენიერესი რეგიონი მდებარეობს ქვეყნის დასავლეთით. კოლხეთის ბარიდან, სადაც შავი ზღვის საზაფხულო საკურორტო ზონაა, კავკასიონის ყველაზე მაღალ და ალპინისტებისათვის ძნელად დასალაშქრ სვანეთის მწვერვალ "უშბამდე” – მხოლოდ 80 კილომეტრია, ხოლო მსოფლიოში ცნობილ ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ სოფელ უშგულამდე /მესტიის მუნიციპალიტეტი/ - 120 კილომეტრი.

არგონავტების თქმულების წერილობით წყაროებში ძვირფასი მასალაა დაცული ქართულ ტომთა დასავლეთ გაერთიანების – აიას, ანუ კოლხეთის შესახებ, მის დიდებასა და ბრწყინვალებაზე. გადმოცემულია ცნობები ძველ ქართულ ტომთა ეთნოგენეზის, მათი დიდ ტერიტორიაზე გავრცელების, ცხოვრების პირობების, პანთეონისა და სხვათა შესახებ. აპოლონიოს როდოსელის /ძვ.წ. III საუკუნე/ "არგონავტიკაში” დამოწმებულია კოლხეთის სხვადასხვა გეოგრაფიული პუნქტები. აღნიშნული ცივილიზაციების უტყუარი წყაროა ციხე-გოჯი "არქეოპოლისი” – ქუჯისა და ფარნავაზის მითის ცოცხალი წყარო.

აქ, დადიანების სასახლეშია დაბრძანებული ღვთისშობლის კვართი.
ცნობები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ სიწმინდეთა შესახებ უხვადაა დაცული უცხოელ ავტორთა თხზულებებში-ესენია წმინდა კვირიკესა და წმინდა მარინეს მკლავები. არქანჯელო ლამბერტი პირდაპირ მითითებას იძლევა წმინდა ნაწილების სამეგრელოში დაბრძანების შესახებ.

ზუგდიდი- სამეგრელო_ზემო-სვანეთის რეგიონული ცენტრია. ქვეყნისათვის თავგანწირული გმირისა და ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული პიროვ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 1703 | დაამატა: admin | თარიღი: 01.12.2009 | კომენტარი (0)


ისტორიული ცნობა
ვარაუდობენ, რომ სახელწოდება წარმოიშვა ზურგ-დიდიდან (ე. ი. დიდი გორიდან; კოლხურად „ზუგი/სუკი" ბორცვი, ფერდობი) ან კიდევ გეოგრაფიული სახელწოდება ზუბი-დან (ზუბ-დიდი). წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნის დასაწყისში. ზუგდიდი ოდიშის სამთავროს პოლიტიკური, ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი იყო. აგრეთვე იყო ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვანი კერა. აქ ამრავლებდნენ ხელნაწერებს. ლიტერატურული საქმიანობა განსაკუთრებით გაჩაღდა ლევან II დადიანის კარზე, სადაც მოღვაწეობდნენ მამუკა თავაქალაშვილი და ბარძიმ ვაჩნაძე. XVIII საუკუნეში ბეჟან დადიანის კარზე მოღვაწეობდა პეტრე ჩხატარაისძე. ჩვენამდე მოღწეულია დადიანთა წიგნთსაცავში დაცულ ხელნაწერთა მდიდარი კოლექცია.
აღმოსავლეთის ომის 1853-1856დროს, 1855 წელს ზუგდიდი ოსმალებმა დაიკავეს. ნოემბერში ქართულმა მილიციამ გენერალ-მაიორის გრიგოლ დადიანის სარდლობით გაანადგურა მტერი. რის შემდეგ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. სამეგრელოს გლეხთა აჯანყების (1856-1857) დროს, 1857 მაისში, ქალაქი აჯანყებულთა ხელში გადავიდა. კლიმატი
ზუგდიდის ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. კარგად არის გამოხატული მუსონური ხასისათის ქარები. ჰაერის საშუალოწლიური ტემპერატურაა +13.8 გრადუსი, იანვრის საშუალო ტემპერატურა +4.9 გრადუსი, აგვისტოს – +22.7 გრადუსი. წელიწადში საშუალოდ მოდის 1620 მმ ნალექი, აქედან მაქსიმუმი – სექტემბერში (165), ხოლო მინიმუნი იანვარში (107 მმ). საშუალოწლიური ტენიანობა შეადგენს 72 ‰, ხოლო მზიანი დღეების რიცხვი – 210–ს. ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 2921 | დაამატა: admin | თარიღი: 01.12.2009 | კომენტარი (0)


ფოთის ზღვის სუბტროპიკული ჰავის ოლქშია მოქცეული,ამიტომ გამოირჩევა ნოტიო თბილი ჰავით,უთოვლო ზამთრით და ცხელი ზაფხულით.

      ჰეროდიტე (VI ს.ძვ.წ-ახ) კოლხეთის ვაკე დაბლობის ჰავას ახასიათებს, როგორც ცხელს,არაჯანმრთელს ,ნოტიოსა და უხვნალექიანს.

       ჰიპოკრატეს მიხედვით (ძვ.წ.აღ.IV-V .ს)კოლხეთის ჰავა არის ცხელი, მძიმე, ნოტიო. აქ წელიწადის ყოველ დროს იცის ხშირი წვიმები , წყლიდან ამდგარი ხშირი ნისლი ჰბურავს მთელ მხარეს,...ჰავა მკვეთრად არ იცვლება, ერთბაშად არ გადადის სითბოდან სიცივეში,...ამ მხარეში ჩრდილოეთის ქარი იშვიათია,ისიც სუსტი,ან ნელი.უფრო ჭარბობს სამხრეთის ქარები . არის ადგილობრივი ქარი (კენკრონად წოდებული) , ხანდახან ძალიან ძლიერი , "არასასიამოვნო და მცხუნვარე" ,

          ვახუშტი ბაგრატიონი (XVIII) "ზაფხულის ზღვის პირნი და ვაკენი ცხელი და არა გაუძლისი მთის კერძონი გრილნი,აგარაკოვანნი, კეთილნი, ზამთარი თბილი."

           ზღვის ზედაპირზე წყლის ტემპერატურა მთელი წლის განვალობაში 9 გრადუსსზე დაბლა არ იწევს,ზაფხულობით კი 24-25 გრადუსს აღემატება .

ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 34-36 გრადუსია ,ღრუბლიანობა 57%,ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 4მ-წ აღემატება .< ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 2075 | დაამატა: admin | თარიღი: 01.12.2009 | კომენტარი (0)


ქალაქი ფოთი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ის მდებარეობს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდ. რიონის შესართავთან. ჩრდილო განედის 42,08 გრადუსზე და აღმოსავლეთ განედის 41,38 გრადუსს შორის. მისი უძველესი სახელწოდებაა ფაზისი, რომელიც ძვ.წ.აღ-ის V-საუკუნეში იხსენიება.
ფოთს დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა. ჩრდილოეთით ხობის რაიონი და მდინარე რიონის მარჯვენა ტოტი, სამხრეთ აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭა და პალიასტომის ტბა. ადმინისტრაციული თვალსაზრისით ფოთი იყოფა ოთხ მუნიციპალიტეტად (ცენტრი, ნაბადა, კუნძული და მალთაყვა).
საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან ქალაქი ფოთი დაშორებულია 320კმ-ით. ფუნქციონირებს სარკინიგზო ხაზი, (ფოთი-თბილისი) რომელიც ამოქმედდა 1872 წელს. საავტომობილი ხაზით ქალაქი უკავშირდება ყველა რეგიონს. ფოთიდან თურქეთის საზღვრამდე 90კმ-ია.
ფოთის გამოცოცხლება, პორტის რეკონსტრუქცია, მოდერნიზაცია, ქალაქის კეთილმოწყობა უკავშირდება გამოჩენილ საზოგადო მოღვაწესა და პუბლიცისტს ნიკო ნიკოლაძეს.
ფოთი საპორტო ქალაქია. ის საქართველოს ისტორიული კარიბჭეა.
ფოთის ნავსადგური ემსახურება კავკასიის ძირითად და სარკინიგზო გზებს შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, იგი არის XXI საუკუნის აბრეშუმის გზის დამაკავშირებელი წერტილი.
ფოთს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება როგორც საქართველოს ეკონომიკაში ასევე აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის ეკონომიკაში, რომელთაც არა აქვთ დასავლეთის ზღვებისა და ოკეანეების პორტებთან მისადგომები. აქედან გამომდინარე, ფოთის პორტის მ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 3292 | დაამატა: admin | თარიღი: 01.12.2009 | კომენტარი (0)


სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისისაგან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან, XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს მეგრელებით დასახლებულ ტერიტორიას მდინარე ფსირცხასა და ცხენისწყალს შორის. მისი დედაქალაქია ზუგდიდი.


გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში. XVII საუკუნიდან აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა.


დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და მოიცავს ქალაქ ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის რაიონების ტერიტორიას.

სამეგრელო, საქართველოს უმშვენიერესი რეგიონი მდებარეობს ქვეყნის დასავლეთით.

არგონავტების თქმულების წერილობით წყაროებში ძვირფასი მასალაა დაცული ქართულ ტომთა დასავლეთ გაერთიანების – აიას, ანუ კოლხეთის შესახებ, მის დიდებასა და ბრწყინვალებაზე. გადმოცემულია ცნობები ძველ ქართულ ტომთა ეთნოგენეზის, მათი დიდ ტერიტორიაზე გავრცელების, ცხოვრების პირ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 2976 | დაამატა: admin | თარიღი: 01.12.2009 | კომენტარი (1)


სენაკი იშლება რიონისპირეთიდან და უნაგირას მთის ორივე კალთაზეა გადაჭიმული. უჭირავს კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთი ნაწილის ცენტრი, რელიეფში გამოკვეთილია გეოლოგიური აგებულებისა და წარსულის როგორც ტექტონიკური პროცესების, ისე მდინარეული ეროზიის მოქმედების კვალი.
ძირითადი მორფოლოგიური ერთეულებია: დაბლობები, მაღლობები, მთები და ხეობები.

სენაკის ტერიტორია რელიეფის თავისებურების მიხედვით იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად. ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს მაღლობებს და სერებს. ეკის მთის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 270 მ-მდეა. ჩრდილოეთით და დასავლეთით ეკის მთა დანაწევრებულია მდ. ცივისა და მისი შენაკადების მიერ სერებად და გორაკ-ბორცვებად. ძველი კოლხეთის ცივილიზაცია უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. ტეხურის აუზი, სადაც მდებარეობდა კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი, ძვ. წ. IV საუკუნის მიწურულიდან ეგრისის ერისთავის ქუჯის რეზიდენცია - ციხე-გოჯი და მერმინდელი სამეფოს დედაქალაქი - არქეოპოლისი მოიკავებდა კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთსა და ეგრისის ქედს.
სენაკის ტერიტორია უძველესი პერიოდიდან იყო დასახლებული. ეს რეგიონი ყოველთვის განსაკუთრებული სტრატეგიულობით გამოირჩეოდა, რის გამოც ნაქალაქარმა თითქმის 15 საუკუნის განმავლობაში მნიშვნელობა არ დაკარგა. იგი შედიოდა ეგრისის სამეფოს შემდგენლობაში მურვან ყრუს მიერ ნოქალაქევის ტერიტორიაზე არსებული ციხე-გოჯის დანგრევამდე. შემდეგ, აფხაზეთის სამეფოს შემადგენლობაში, თამარ მეფის ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 4407 | დაამატა: admin | თარიღი: 01.12.2009 | კომენტარი (0)


მარტვილი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ლენტეხის, აღმოსავლეთით ხონისა და ცაგერის, სამხრეთით აბაშის, დასავლეთით სენაკისა და ჩხოროწყუს რაიონები.
მარტვილის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი უჭირავს დაბლობს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მაღლდება 60-დან 170 მეტრამდე. უმაღლესი ადგილი, ტეხურას სათავე მდებარეობს ზღვის დონიდან 3003 მეტრზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას სამხრეთ-დასავლეთით გასდევს ასხის მთის მასივი, რომელიც მდიდარია კარსტული გამოქვაბულებით, ჩანჩქერებით, წიაღისეული საბადოებითა და საამშენებლო კირქვით. ლებარდეს, „ჩექოლასა " და დვირის მთები მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით.
მდინარეთა ულამაზესი ხეობები ნაპირებზე ქმნის შესანიშნავ რელიეფურ წარმონაქმნებს, მცირე მდინარისპირა ვაკეებს და ზეგნებს, სადაც ათასწლოვან ალუვიურ ნიადაგზე შესანიშნავი ბაღებია გაშენებული.
მთის მასივები მდიდარია სხვადასხვა მცენარეთა და ცხოველთა უნიკალური ჯიშებით.

მარტვილი დიდი ისტორიული და კულტურული წარსულის კერაა. აქ უძველესი დროიდან ენთო განათლებისა და კულტურის ჩირაღდანი. მეათე საუკუნეში ჭყონდიდში მოღვაწეობდნენ დიდი ჰიმნოგრაფები იოანე მინჩხი და სტეფანე სანანოიძე. მარტვილში, იგივე ჭყონდიდში, იწერებოდა და ვრცელდებოდა, უნიკალური სასულიერო თუ საერო ნაწარმოებები. უეჭველია, რომ აქ აღიზარდა მწიგნობართუხუცესის, მოძღვართ-მოძღვარის გიორგი ჭყონდიდელის ზედამხედველობითა და მისივე იდეებით, საქართ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 3622 | დაამატა: admin | თარიღი: 01.12.2009 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 6 »
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz