ხუთშაბათი, 05.12.2024, 06:22მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩვენი გამოკითხვა

რომელი კატეგორია დავდოთ ??
სულ პასუხი: 1762

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

web site analyser
სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
წევრები:

Top Sites

Russian America Top. Рейтинг ресурсов Русской Америки.
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 1 » მარტვილი
14:10
მარტვილი

მარტვილი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ლენტეხის, აღმოსავლეთით ხონისა და ცაგერის, სამხრეთით აბაშის, დასავლეთით სენაკისა და ჩხოროწყუს რაიონები.
მარტვილის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი უჭირავს დაბლობს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მაღლდება 60-დან 170 მეტრამდე. უმაღლესი ადგილი, ტეხურას სათავე მდებარეობს ზღვის დონიდან 3003 მეტრზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას სამხრეთ-დასავლეთით გასდევს ასხის მთის მასივი, რომელიც მდიდარია კარსტული გამოქვაბულებით, ჩანჩქერებით, წიაღისეული საბადოებითა და საამშენებლო კირქვით. ლებარდეს, „ჩექოლასა " და დვირის მთები მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით.
მდინარეთა ულამაზესი ხეობები ნაპირებზე ქმნის შესანიშნავ რელიეფურ წარმონაქმნებს, მცირე მდინარისპირა ვაკეებს და ზეგნებს, სადაც ათასწლოვან ალუვიურ ნიადაგზე შესანიშნავი ბაღებია გაშენებული.
მთის მასივები მდიდარია სხვადასხვა მცენარეთა და ცხოველთა უნიკალური ჯიშებით.

მარტვილი დიდი ისტორიული და კულტურული წარსულის კერაა. აქ უძველესი დროიდან ენთო განათლებისა და კულტურის ჩირაღდანი. მეათე საუკუნეში ჭყონდიდში მოღვაწეობდნენ დიდი ჰიმნოგრაფები იოანე მინჩხი და სტეფანე სანანოიძე. მარტვილში, იგივე ჭყონდიდში, იწერებოდა და ვრცელდებოდა, უნიკალური სასულიერო თუ საერო ნაწარმოებები. უეჭველია, რომ აქ აღიზარდა მწიგნობართუხუცესის, მოძღვართ-მოძღვარის გიორგი ჭყონდიდელის ზედამხედველობითა და მისივე იდეებით, საქართველოს უბრწყინვალესი სიუზერენი დავით აღმაშენებელი. ამ კერას უკავშირდება დიდი მოძღვრის ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელის მოღვაწეობაც, რომელმაც მარტვილში შექმნა ქართული სახელმძღვანელო ლოგიკასა და ფსიქოლოგიაში.

„სამეგრელოში მარტვილს ჰქონდა ისეთივე მნიშვნელობა, როგორც რომის ქალაქს ფრანგთა შორის დასავლეთის ეკლესიაში" წერდა გაზეთი „ივერია" 1878 წელს. ფართობი - 880,6 კმ2
კლიმატი - ნოტიო სუბტროპიკული
ქალაქი - 1
სოფელი - 20
მანძილი თბილისამდე - 279 კმ
მანძილი ზუგდიდამდე - 80 კმ
უახლოესი პორტი ქალაქი ფოთი - 70 კმ
უახლოესი რკინიგზის სადგური - ქ. აბაშა
უახლოესი აეროპორტი-ქუთაისი, კოპიტნარი - 40 კმ
ქალაქის მოსახლეობა - 6696
სოფლის მოსახლეობა - 40637
მოსახლეობა - 47333 კაცი
მათ შორის:
ქალი - 24915
კაცი - 22418

მოსახლეობის ეროვნული შემადგენელობა:
1) ქართველი - 99,5 %
2) რუსი - 0,3 %
3) აფხაზები - 0,1%
4) სხვა დანარჩენი - 0,1 %
წყლის ძირითადი არტერიები:
1). მდ. აბაშა, მდ. ინჩხია, მდ. ტეხურა
2). მიწისქვეშა წყლები, არტეზიული ჭები
მარტვილში არის 40 საჯარო და 1 კერძო სკოლა

გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ქ. მარტვილი
სოფლის მეურნეობა:
მარტვილის მუნიციპალიტეტში სოლის მეურნეობის ძირითადი დარგების მემარცხვლეობა და მეცხოველეობა. სასოფლო-სამეურნეო სავარგული შეადგენს 37613 ჰექტარს, მათ შორის 11254 ჰა სახნავი მიწებია, 12137 ჰა საძოვარი, მრავალწლიანი ნარგავები 4995 ჰა.
მემცენარეობიდან მნიშვენელოვანი ადგილი უკავია მარცვლეულ კულტურებს, კერძოდ: სიმინდს, სოიოსა და ლობიოს. მრავალწლიანი ნარგავებიდან - თხილსა სუბტროპიკულ ხურმას. არსებობს დიდი რესურსი ჩაისა და ხილის წარმოებისათვის.
მარტვილის მუნიციპალიტეტი მდიდარია ბუნებრივი საშენი მასალებით, კირქვით.
საავტომობილო გზების სიგრძე:
სახელმწიფო მნიშვნელობის გზა: 124.6კმ
ადგილობრივი მნიშვნელობის გზა: 248კმ

საკურორტო და ტურიზმის რესურსები:
მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს კურორტი „ლებარდე" . იგი ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატურ ბალნეოლოგიური კურორტია ეგრისის ქედზე. გამოირჩევა სხვადასხვა დასახელების მინერალური და მჟავე წყლებით. კურორტს ახასიათებს ზომიერად რბილი ზამთარი. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია: საშუალო მთის კლიმატი, ნახშირმჟავა მინერალური წყალი. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკური დაავადებანი. საკურორტო სეზონი ივნისი-ოქტომბერი. ინფრასტრუქტურა მოსაწყობი.
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 3658 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz