დღემდე შემონახულია ძველი კოლხური (მეგრული) ლექს-სიმღერები. რომელთა
უმრავლესობა მითოლოგიურ და ადრეფეოდალურ ხანას განეკუთვნება.მათგან
აღსანიშნავია ლექს-სიმღერები მზეზე, ხეთა ღვთაებაზე, წყალ-ღვთაებაზე
(ერგეაშვა), მოსავლის ღვთაებაზე (,,დოზე"-ოდოია), კეთილ და ავ სულებზე,
ვაზღვთაებაზე ,,ხემხუ", მნათობთა კულტზე, წარმართულ ღვთაებებზე, ასევე
ლექსები სარიტუალო, შრომის, საქორწილო, სუფრული და სატრფიალო.
მნათობთა
კულტს ეძღვნება თუთაშ ობირეში (სიმშერა მთვარეზე) ასევე ,,თუთაღხა
ბედნიერი". ყურადღება მახვილდება მეგრულ ..ჰარირაზე", რაც მზე-ღვთაების
(,,რას") სადიდებელი საგალობელია, მას თან ახლავს მისამღერი :
..ჰარირა-ჰეე - აა-აბა-რირა - ვარირა-ჰეე- აა-ვო-რერა - ნანინა - ჰეეა -
ჰოი-ჰოი - ჰოვო-რერო - რერა ნანინა, აბა, ბოშეფი, გიაშქვით, ჩქიმ ცირა რე
სხაპუნცუნი ვააა-ჰაა".
კოლხური ფოლკლორის დიდ მოამაგეს კ. სამუშიას
მიაჩნდა, რომ ეგრისელების მიერ მდ. ენგურის თაყვანისცემიდან გამომდინარე
უნდა წარმოქმნილიყო წყალღვთაება ,,ერგე", რასაც მოჰყვა საგალობლის
,ერგეაშვას" წარმოშობა. გალობის ტონი და ტექსტის შინაარსი მიგვანიშნებს -
ეს იყო ლოცვა-გალობა, რასაც მიმართავდნენ ,,უჟმურდაკრულთა და წყლისაგან
დაცდილთა" საშველად.
სარიტუალო - საწესჩვეულებო ლექს - სიმღერებიდან
აღსანიშნავია: ,,კირიალესა" (კირიალეისონ ახალი წლის მისალოცი სიმღერაა),
,,ალილო" (ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ჰიმნი), ,,ქრისტე
აღსდგა!" (სააღდგომო დღესასწაულის საგალობელი). ასევე სარიტუალო
სიმღერებიდან ყურადღები
... კითხვის გაგრძელება »
სამეგრელო-ზემო-სვანეთი, საქართველოს უმშვენიერესი რეგიონი მდებარეობს
ქვეყნის დასავლეთით. კოლხეთის ბარიდან, სადაც შავი ზღვის საზაფხულო
საკურორტო ზონაა, კავკასიონის ყველაზე მაღალ და ალპინისტებისათვის ძნელად
დასალაშქრ სვანეთის მწვერვალ "უშბამდე” – მხოლოდ 80 კილომეტრია, ხოლო
მსოფლიოში ცნობილ ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ სოფელ უშგულამდე
/მესტიის მუნიციპალიტეტი/ - 120 კილომეტრი.
არგონავტების
თქმულების წერილობით წყაროებში ძვირფასი მასალაა დაცული ქართულ ტომთა
დასავლეთ გაერთიანების – აიას, ანუ კოლხეთის შესახებ, მის დიდებასა და
ბრწყინვალებაზე. გადმოცემულია ცნობები ძველ ქართულ ტომთა ეთნოგენეზის,
მათი დიდ ტერიტორიაზე გავრცელების, ცხოვრების პირობების, პანთეონისა და
სხვათა შესახებ. აპოლონიოს როდოსელის /ძვ.წ. III საუკუნე/ "არგონავტიკაში”
დამოწმებულია კოლხეთის სხვადასხვა გეოგრაფიული პუნქტები. აღნიშნული
ცივილიზაციების უტყუარი წყაროა ციხე-გოჯი "არქეოპოლისი” – ქუჯისა და
ფარნავაზის მითის ცოცხალი წყარო.
აქ, დადიანების სასახლეშია დაბრძანებული ღვთისშობლის კვართი.
ცნობები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ სიწმინდეთა შესახებ უხვადაა დაცული
უცხოელ ავტორთა თხზულებებში-ესენია წმინდა კვირიკესა და წმინდა მარინეს
მკლავები. არქანჯელო ლამბერტი პირდაპირ მითითებას იძლევა წმინდა ნაწილების
სამეგრელოში დაბრძანების შესახებ.
ზუგდიდი- სამეგრელო_ზემო-სვანეთის რეგიონული ცენტრია. ქვეყნისათვის
თავგანწირული გმირისა და ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული
პიროვ
... კითხვის გაგრძელება »
ისტორიული ცნობა ვარაუდობენ, რომ სახელწოდება წარმოიშვა ზურგ-დიდიდან
(ე. ი. დიდი გორიდან; კოლხურად „ზუგი/სუკი" ბორცვი, ფერდობი) ან კიდევ
გეოგრაფიული სახელწოდება ზუბი-დან (ზუბ-დიდი). წყაროებში პირველად
მოიხსენიება XVII საუკუნის დასაწყისში. ზუგდიდი ოდიშის სამთავროს
პოლიტიკური, ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი იყო. აგრეთვე იყო
ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვანი კერა. აქ ამრავლებდნენ ხელნაწერებს.
ლიტერატურული საქმიანობა განსაკუთრებით გაჩაღდა ლევან II დადიანის კარზე,
სადაც მოღვაწეობდნენ მამუკა თავაქალაშვილი და ბარძიმ ვაჩნაძე. XVIII
საუკუნეში ბეჟან დადიანის კარზე მოღვაწეობდა პეტრე ჩხატარაისძე. ჩვენამდე
მოღწეულია დადიანთა წიგნთსაცავში დაცულ ხელნაწერთა მდიდარი კოლექცია.
აღმოსავლეთის ომის 1853-1856დროს, 1855 წელს ზუგდიდი ოსმალებმა დაიკავეს.
ნოემბერში ქართულმა მილიციამ გენერალ-მაიორის გრიგოლ დადიანის სარდლობით
გაანადგურა მტერი. რის შემდეგ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.
სამეგრელოს გლეხთა აჯანყების (1856-1857) დროს, 1857 მაისში, ქალაქი
აჯანყებულთა ხელში გადავიდა. კლიმატი ზუგდიდის ჰავა ზღვის ნოტიო
სუბტროპიკულია, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. კარგად არის გამოხატული
მუსონური ხასისათის ქარები. ჰაერის საშუალოწლიური ტემპერატურაა +13.8
გრადუსი, იანვრის საშუალო ტემპერატურა +4.9 გრადუსი, აგვისტოს – +22.7
გრადუსი. წელიწადში საშუალოდ მოდის 1620 მმ ნალექი, აქედან მაქსიმუმი –
სექტემბერში (165), ხოლო მინიმუნი იანვარში (107 მმ). საშუალოწლიური
ტენიანობა შეადგენს 72 ‰, ხოლო მზიანი დღეების რიცხვი – 210–ს. ... კითხვის გაგრძელება »
ფოთის ზღვის სუბტროპიკული ჰავის ოლქშია მოქცეული,ამიტომ გამოირჩევა ნოტიო თბილი ჰავით,უთოვლო ზამთრით და ცხელი ზაფხულით.
ჰეროდიტე (VI ს.ძვ.წ-ახ) კოლხეთის ვაკე დაბლობის ჰავას ახასიათებს, როგორც ცხელს,არაჯანმრთელს ,ნოტიოსა და უხვნალექიანს.
ჰიპოკრატეს მიხედვით (ძვ.წ.აღ.IV-V .ს)კოლხეთის ჰავა არის ცხელი, მძიმე,ნოტიო. აქ წელიწადის ყოველ დროს იცის ხშირი წვიმები , წყლიდან ამდგარი ხშირინისლი ჰბურავს მთელ მხარეს,...ჰავა მკვეთრად არ იცვლება, ერთბაშად არ გადადის სითბოდან სიცივეში,...ამ მხარეში ჩრდილოეთის ქარი იშვიათია,ისიც სუსტი,ან ნელი.უფრო ჭარბობს სამხრეთის ქარები . არის ადგილობრივი ქარი (კენკრონად წოდებული) , ხანდახან ძალიან ძლიერი , "არასასიამოვნო და მცხუნვარე" ,
ვახუშტი ბაგრატიონი (XVIII) "ზაფხულის ზღვის პირნი და ვაკენი ცხელი და არა გაუძლისი მთის კერძონი გრილნი,აგარაკოვანნი, კეთილნი, ზამთარი თბილი."
ზღვის ზედაპირზე წყლის ტემპერატურა მთელი წლის განვალობაში 9 გრადუსსზე დაბლა არ იწევს,ზაფხულობით კი 24-25 გრადუსს აღემატება .
ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 34-36 გრადუსია,ღრუბლიანობა 57%,ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 4მ-წ აღემატება .<
... კითხვის გაგრძელება »
ქალაქი ფოთი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ის მდებარეობს შავი
ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდ. რიონის შესართავთან. ჩრდილო განედის
42,08 გრადუსზე და აღმოსავლეთ განედის 41,38 გრადუსს შორის. მისი უძველესი
სახელწოდებაა ფაზისი, რომელიც ძვ.წ.აღ-ის V-საუკუნეში იხსენიება.
ფოთს დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა. ჩრდილოეთით ხობის რაიონი და
მდინარე რიონის მარჯვენა ტოტი, სამხრეთ აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭა და
პალიასტომის ტბა. ადმინისტრაციული თვალსაზრისით ფოთი იყოფა ოთხ
მუნიციპალიტეტად (ცენტრი, ნაბადა, კუნძული და მალთაყვა).
საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან ქალაქი ფოთი დაშორებულია 320კმ-ით.
ფუნქციონირებს სარკინიგზო ხაზი, (ფოთი-თბილისი) რომელიც ამოქმედდა 1872
წელს. საავტომობილი ხაზით ქალაქი უკავშირდება ყველა რეგიონს. ფოთიდან
თურქეთის საზღვრამდე 90კმ-ია. ფოთის გამოცოცხლება, პორტის
რეკონსტრუქცია, მოდერნიზაცია, ქალაქის კეთილმოწყობა უკავშირდება გამოჩენილ
საზოგადო მოღვაწესა და პუბლიცისტს ნიკო ნიკოლაძეს. ფოთი საპორტო ქალაქია. ის საქართველოს ისტორიული კარიბჭეა.
ფოთის ნავსადგური ემსახურება კავკასიის ძირითად და სარკინიგზო გზებს შავი
ზღვიდან კასპიის ზღვამდე, იგი არის XXI საუკუნის აბრეშუმის გზის
დამაკავშირებელი წერტილი. ფოთს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება როგორც
საქართველოს ეკონომიკაში ასევე აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთის,
უზბეკეთისა და ყირგიზეთის ეკონომიკაში, რომელთაც არა აქვთ დასავლეთის
ზღვებისა და ოკეანეების პორტებთან მისადგომები. აქედან გამომდინარე, ფოთის
პორტის მ
... კითხვის გაგრძელება »
სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) საქართველოს
ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს,
ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს
ისტორიული მხარის ეგრისისაგან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII
საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ
საქართველოსთან, XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს —
აღნიშნავს მეგრელებით დასახლებულ ტერიტორიას მდინარე ფსირცხასა და
ცხენისწყალს შორის. მისი დედაქალაქია ზუგდიდი.
გვიანდელ შუა
საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც
აქედან მიიღო — ოდიში. XVII საუკუნიდან აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად,
დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ
ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა.
დღევანდელი
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო
სვანეთის მხარეში და მოიცავს ქალაქ ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის რაიონების ტერიტორიას.
სამეგრელო, საქართველოს უმშვენიერესი რეგიონი მდებარეობს ქვეყნის დასავლეთით.
არგონავტების
თქმულების წერილობით წყაროებში ძვირფასი მასალაა დაცული ქართულ ტომთა
დასავლეთ გაერთიანების – აიას, ანუ კოლხეთის შესახებ, მის დიდებასა და
ბრწყინვალებაზე. გადმოცემულია ცნობები ძველ ქართულ ტომთა ეთნოგენეზის,
მათი დიდ ტერიტორიაზე გავრცელების, ცხოვრების პირ
... კითხვის გაგრძელება »
სენაკი იშლება რიონისპირეთიდან და უნაგირას მთის ორივე კალთაზეა
გადაჭიმული. უჭირავს კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთი ნაწილის ცენტრი,
რელიეფში გამოკვეთილია გეოლოგიური აგებულებისა და წარსულის როგორც
ტექტონიკური პროცესების, ისე მდინარეული ეროზიის მოქმედების კვალი. ძირითადი მორფოლოგიური ერთეულებია: დაბლობები, მაღლობები, მთები და ხეობები.
სენაკის ტერიტორია რელიეფის თავისებურების მიხედვით იყოფა ჩრდილოეთ და
სამხრეთ ნაწილებად. ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს მაღლობებს და სერებს. ეკის
მთის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 270 მ-მდეა. ჩრდილოეთით და დასავლეთით
ეკის მთა დანაწევრებულია მდ. ცივისა და მისი შენაკადების მიერ სერებად და
გორაკ-ბორცვებად. ძველი კოლხეთის ცივილიზაცია უხსოვარი დროიდან იღებს
სათავეს. ტეხურის აუზი, სადაც მდებარეობდა კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი
უმსხვილესი ცენტრი, ძვ. წ. IV საუკუნის მიწურულიდან ეგრისის ერისთავის
ქუჯის რეზიდენცია - ციხე-გოჯი და მერმინდელი სამეფოს დედაქალაქი -
არქეოპოლისი მოიკავებდა კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთსა
და ეგრისის ქედს. სენაკის ტერიტორია უძველესი პერიოდიდან იყო
დასახლებული. ეს რეგიონი ყოველთვის განსაკუთრებული სტრატეგიულობით
გამოირჩეოდა, რის გამოც ნაქალაქარმა თითქმის 15 საუკუნის განმავლობაში
მნიშვნელობა არ დაკარგა. იგი შედიოდა ეგრისის სამეფოს შემდგენლობაში
მურვან ყრუს მიერ ნოქალაქევის ტერიტორიაზე არსებული ციხე-გოჯის
დანგრევამდე. შემდეგ, აფხაზეთის სამეფოს შემადგენლობაში, თამარ მეფის
... კითხვის გაგრძელება »
მარტვილი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
ჩრდილოეთით ესაზღვრება ლენტეხის, აღმოსავლეთით ხონისა და ცაგერის,
სამხრეთით აბაშის, დასავლეთით სენაკისა და ჩხოროწყუს რაიონები.
მარტვილის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი უჭირავს დაბლობს, რომელიც
სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მაღლდება 60-დან 170
მეტრამდე. უმაღლესი ადგილი, ტეხურას სათავე მდებარეობს ზღვის დონიდან 3003
მეტრზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას სამხრეთ-დასავლეთით გასდევს ასხის
მთის მასივი, რომელიც მდიდარია კარსტული გამოქვაბულებით, ჩანჩქერებით,
წიაღისეული საბადოებითა და საამშენებლო კირქვით. ლებარდეს, „ჩექოლასა " და
დვირის მთები მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით. მდინარეთა
ულამაზესი ხეობები ნაპირებზე ქმნის შესანიშნავ რელიეფურ წარმონაქმნებს,
მცირე მდინარისპირა ვაკეებს და ზეგნებს, სადაც ათასწლოვან ალუვიურ
ნიადაგზე შესანიშნავი ბაღებია გაშენებული. მთის მასივები მდიდარია სხვადასხვა მცენარეთა და ცხოველთა უნიკალური ჯიშებით.
მარტვილი დიდი ისტორიული და კულტურული წარსულის კერაა. აქ უძველესი
დროიდან ენთო განათლებისა და კულტურის ჩირაღდანი. მეათე საუკუნეში
ჭყონდიდში მოღვაწეობდნენ დიდი ჰიმნოგრაფები იოანე მინჩხი და სტეფანე
სანანოიძე. მარტვილში, იგივე ჭყონდიდში, იწერებოდა და ვრცელდებოდა,
უნიკალური სასულიერო თუ საერო ნაწარმოებები. უეჭველია, რომ აქ აღიზარდა
მწიგნობართუხუცესის, მოძღვართ-მოძღვარის გიორგი ჭყონდიდელის
ზედამხედველობითა და მისივე იდეებით, საქართ
... კითხვის გაგრძელება »
ხობის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში,
კოლხეთის დაბლობის ცენტრში. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით _ ჩხოროწყუს
მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით _ სენაკის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით _
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-დასავლეთით _ ქ. ფოთის ტერიტორია,
დასავლეთით _ შავი ზღვა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორია 676 კმ2-ს შეადგენს და განთავსებულია ზღვის
დონიდან 2_470 მ-მდე სიმაღლეზე. განეკუთვნება კოლხეთის დაბლობის
სუბტროპიკულ ნოტიო კლიმატურ ზონას და ხასიათდება თბილი ზამთრითა და ცხელი
ნოტიო ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა +140ჩ-ია. მდიდარია
ჰიდრორესურსებით _ უხვადაა დაქსელილი მიწის ზედა წყლებით, ასევე შიგა
წყლებით (ბევრია ჭაობი, მცირე ტბა და თერმული (გოგირდოვანი) წყლები.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 22% უკავია ტყეს (ძირითადად ფოთლოვანი
ჯიშები).
ბუნებრივი მცენარეულობა უმთავრესად შეცვლილია კულტურული მცენარეულობით. მუნიციპალიტეტში არის 1 ქალაქი და 20 ადმინისტრაციული ერთეული 56 სოფლით.
მუნიციპალიტეტის ცენტრი ქ. ხობი (ზღვის დონიდან 25 მ) დედაქალაქიდან
დაშორებულია 285 კმ-ით (რკინიგზით), 15 კმ-ის მანძილზე მდებარეობს სენაკის
აეროპორტი, ხოლო 35 კილომეტრის მანძილზე ფოთის საზღვაო პორტი.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ჰკვეთს ევრაზიის რკინიგზის მაგისტრალი და
საავტომობილო გზა. ... კითხვის გაგრძელება »
აბაშა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი სამეგრელოს და ზემო სვანეთის
მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ქუთაისის გუბერნიის სენაკის
მაზრაში შედიოდა, 1917-1930 წლებში — სენაკის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე
რაიონია, 1963-1966 წლებში შედიოდა ყოფილ გეგეჭკორის (ამჟამად მარტვილის)
რაიონში. ბუნება აბაშა მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 20-50
მ-ის სიმაღლეზე. ტერიტორია — 322 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო
სავარგულებს უკავია 210 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები
რიონი, ცხენისწყალი, აბაშა, ნოღელა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა საშენი
ქვიშა და სააგურე თიხა. გეოგრაფია აბაშა მდებარეობს დასავლეთ
საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე, 1930 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
დაყოფის შემდეგ არის ცალკე რაიონი და მდებარეობს ამჟამინდელ საზღვრებში:
ჩრდ-ით ესაზღვრება - მარტვილის, აღმოსავლეთით სამტრედიის, სამხრეთით
სამტრედიისა და ლანჩხუთის, დასავლეთით სენაკის მუნიციპალიტეტი. ფართობი -
320,8 კმ2, ადმინისტრაციული ცენტრი ქ. აბაშა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზღვის დონიდან 20-50 მ სიმაღლის
ვაკე-დაბლობია, აგებულია მეოთხეული ნალექებით (რიყნარით, ქვიშებით,
თიხებით), უმაღლესი ადგილია სოფ. სეფიეთის მიდამოები, მოიპოვება მაღალი
ხარისხის საშენი ქვიშა, ხრეში და სააგურე თიხა.
მუნიციპალიტეტში
გაბატონებულია ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, საშუალო წლიური ტემპერატურაა - 14
ცელსიუსი, იანვრის ტემპერატურა - 4,9 ცელსიუს
... კითხვის გაგრძელება »
„სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე-დიდი საქართველო!ბევრი ჭირი უნახავს საქართველოს. მრავალს ქარტეხილს გადაუვლია ზურგზედა მისსა. მაგრამ ყოველთვის ჟამსა რღვევისა და გაწბილებისა...მტერთა მისთა დამთრგუნველი სამეგრელო იყო.იგი იყო ერთსულ და ერთგულ იმ სხეულისა,რომელსაც საქართველო ეწოდება,ასე იყო წინეთ,ეგრე არის ახლა.ეგრე დარჩება მომავალშიც."
ილია ჭავჭავაძე
ზუგდიდის ისტორიული დასაწყისი ლეგენდარულ კოლხეთში აქვს. ის იყო კოლხეთის
ნაწილი, რომლის ისტორიულობას და უაღრესად საინტერესო წარსულს ხაზს უსვამს
მითი არგონავტების შესახებ. ზუგდიდი ისტორიულად სამეგრელოს სამთავროს
სატახტო ქალაქი იყო და შესაბამისად მის პოლოტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ
ცენტრს წარმოადგენდა.. ქალაქს ამ სახელით წერილობით XVII
საუკუნიდან იხსენიებენ. მანამდე ის წარმოადგენდა სავაჭრო ცენტრს, ისიც
იმიტომ, რომ აქ იყო დადიანის სასახლე და სამთავრო ტახტი. როგორც ქალაქი
ის XIX საუკუნის 30-იან 40-იან წლებში იწყებს ჩამოყალიბებას.
მეგრელს ოფისში უნდა სამუშაოს დაწყება და უფროსი ეკითხება:
- თუ აქ გინდა მუშაობა,მაშინ ინგლისური და კომპიუტერი უნდა იცოდე. - მეგრული და კალკულატორი არ ეყოფა?
მეგრელს მოუკვდა ძმა და სურათი გაიკეთა.სვანი შეეკითხება რა ხდება სურათი რად გიკეთიაო? - ჩემი ძმა ხიდან ჩამოვარდა და დავკარგეო. - სვანმა უთხრა:აქ იქნება სადმე ხის ძირასო
სვანი და მეგრელი მიდიან სვანეთში, სვანმა იცის რომ მეგრელი პირველადაა ამ მხარეს და მოდი წავეკაიფებიო და ეკითხება: მეგრელეო ეგერ რომ ცხვრის ფარაა აბა თუ გამოიცნობ რამდენი ცხვარიაო.. დააკვირდა მეგრელი და უთხრა 367 არისო მივიდნენ კითხეს მწყემსს - 367 მყავსო გაიარეს ცოტა და აბა აქ რამდენი არისო დააკვირდა მეგრელი 1023 არისო კითხეს მწყემსს 1023!!! გაგიჟდა სვანი ე ბიჭო მითხარი როგორ ხვდები? მაგას რა უნდა, პასუხობს მეგრელი, გადათვალე ფეხები და გაყავი 4-ზე
კაი ხანი გავიდა იმის მერე რაც მაგ საშინელ სახლში მოხდა. კოკობო უკვე ტელევიზიაში მუშაობს ყურნალისტად, ბავშვიც აიყვანა, მოკლედ ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა სანამ კასეტას არ უყურებდა რომელიც ერთ კვირაში....