ხუთშაბათი, 05.12.2024, 05:59მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩვენი გამოკითხვა

რომელი კატეგორია დავდოთ ??
სულ პასუხი: 1762

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

web site analyser
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
წევრები:

Top Sites

Russian America Top. Рейтинг ресурсов Русской Америки.
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 1 » ზუგდიდი ფოლკლორი
16:31
ზუგდიდი ფოლკლორი


დღემდე შემონახულია ძველი კოლხური (მეგრული) ლექს-სიმღერები. რომელთა უმრავლესობა მითოლოგიურ და ადრეფეოდალურ ხანას განეკუთვნება.მათგან აღსანიშნავია  ლექს-სიმღერები მზეზე, ხეთა ღვთაებაზე, წყალ-ღვთაებაზე (ერგეაშვა), მოსავლის ღვთაებაზე (,,დოზე"-ოდოია), კეთილ და ავ სულებზე, ვაზღვთაებაზე ,,ხემხუ", მნათობთა კულტზე, წარმართულ ღვთაებებზე, ასევე ლექსები სარიტუალო, შრომის, საქორწილო, სუფრული და სატრფიალო.

მნათობთა კულტს ეძღვნება თუთაშ ობირეში (სიმშერა მთვარეზე) ასევე ,,თუთაღხა ბედნიერი". ყურადღება მახვილდება მეგრულ ..ჰარირაზე", რაც მზე-ღვთაების (,,რას") სადიდებელი საგალობელია, მას თან ახლავს მისამღერი : ..ჰარირა-ჰეე - აა-აბა-რირა - ვარირა-ჰეე- აა-ვო-რერა - ნანინა - ჰეეა - ჰოი-ჰოი - ჰოვო-რერო - რერა ნანინა, აბა, ბოშეფი, გიაშქვით, ჩქიმ ცირა რე სხაპუნცუნი ვააა-ჰაა".

კოლხური ფოლკლორის დიდ მოამაგეს კ. სამუშიას მიაჩნდა, რომ ეგრისელების მიერ მდ. ენგურის თაყვანისცემიდან გამომდინარე უნდა წარმოქმნილიყო წყალღვთაება ,,ერგე", რასაც მოჰყვა საგალობლის ,ერგეაშვას" წარმოშობა. გალობის ტონი და ტექსტის შინაარსი მიგვანიშნებს - ეს იყო ლოცვა-გალობა, რასაც მიმართავდნენ ,,უჟმურდაკრულთა და წყლისაგან დაცდილთა" საშველად.

სარიტუალო - საწესჩვეულებო ლექს - სიმღერებიდან აღსანიშნავია: ,,კირიალესა" (კირიალეისონ ახალი წლის მისალოცი სიმღერაა), ,,ალილო" (ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ჰიმნი), ,,ქრისტე აღსდგა!" (სააღდგომო დღესასწაულის საგალობელი). ასევე სარიტუალო სიმღერებიდან ყურადღების ღირსია ,,ძაბრალე" და ,,ჯანსულო", რაც დაკავშირებულია ელიობისა და მარიამობის დღესასწაულთან. წმ. ელიასა და მარიამობის წინა ღამე  მზაკვრობის საღამოდ იყო მიჩნეული, ამიტომ ამ დღეს კუნელის მხრიდან გამოთლილ ჯვარს დასვამდნენ ჭიშკრის გვერდით-ეშმაკები რომ შეხედავდნენ, მავნეობის უნარს დაკარგავსო. ჭიშკრის წინ თუ თავშესაყრელ ადგილზე ღამით დაანთებდნენ ცეცხლს ავსულებისა და ეშმაკების დასაფრთხობად. სწორედ ამ დროს ასრულებდნენ სასიმღერო-საცეკვაო ლექსს ,,ძაბრალე" რაც მეგრულად მუხანათს, გაიძვერას  ნიშნავს. ამ ლექსის წაბაძვით პარალელურად დაიბადა სახუმარო-საცეკვაო ლექსის ვარიანტი  ,,ჯანსულო".

საყოველთაოდ ცნობილია მეგრული შრომის ლექს-სიმღერები. მეგრელებს ცალკეული ნათესი კულტურებისთვის გაკუთვნილი ღვთაებები ჰყოლიათ  და მათთვის  ლოცვა-გალობის ჰიმნები შეუქმნიათ: ხვნა-თესვის დროისა - ოსოსოია კუმუნთხური, თოხნის დროისა - ოდოია, მოსავლის აღებისა - ოგიშური, ოჩეში - ხვედო - ხვავრული. ხემხვალე -ხვარიელი. ნაწყვეტი ოსოსოია კომუნთხურის ტექსტიდან: ,,დიხა რცხიილი კურთხეული, ოსოსოია კუმუნთხური ართის თიას, ჟირ ეურცუ აშინებული თე მუხური(მიწა მისახსრულ-კურტხეული, ოსოსოია კუმუნთხური, ერთს ჩავთეს, ორი ამოდის, დე, ხარობდეს ეს მუხური). "ოდო" ჭირნახულის ღვთაებას განსაკუთრებულ პატივს  მიაგებდნენ მეგრელები. სიმღერა ,,ოდოიას" ვარიანტებიდან ერთ-ერთი უძველესია ზუგდიდური ვარიანტი.ხემხუ იყო ის ვაზი, რომელმაც ბუნების რელიგიის არსებობის ხანაში ადამიანების თაყვანისცემა დაიმსახურა და ვაზისღვთაება გახდა. დღემდე შემორჩენილი მისამღერი ტექსტი ძალზე მარტივად ჟღერს: ,,ხემხუაიე ხვარიელი, ჩქიმი მარანი ეფშა ოდა, ტერეფიში ცარიელი" (ხემუაიე ხვავრიელი, ჩვენი მარანი სავსე-ოდა, მტრებისა კი ცარიელი). შრომის სიმღერებს შორის გამოირჩევა ,,ჩელა" რომლის სხვადასხვა ვარიანტებია ცნობილი. საქორწილო და სუფრული სიმღერებიდან აღსანიშნავია მაყრულ - მგზავრული("კუნტა ბედინერი"), კუჩხიბედინერი.  სატრფიალო ლექს-სიმღერებიდან ,,მახა",  ,,ვაგიორქო მა",  ,,მირე საცოდალი" და სხვა.

როგორც მთელ სამეგრელოში ასევე ზუგდიდშიც ტრადიციულ მოვლენად იყო ქცეული ლირიკული ლექსების დამღერება ჩონგურზე (ლექსები სახალხო გმირებზე, საწესჩვეულებო სატრფიალო ლექსები, შაირები.) ზუგდიდში ბევრი იყო სახალხო მთქმელი, იმართებოდა ზეპირსიტყვიერი პაექრობანი. მნიშვნელოვანი იყო მუსიკალურ-ფოლკლორული შემოქმედება. ზუგდიდში ჩუკუ ლოლუას ხელმძღვანელობით იხსნება ცეკვის ანსამბლი, რომელმაც 1932 წელს მოსკოვში დიდ წარმატებას მიაღწია. 1967 წელს ყალიბდება სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,ჩელა".

ზუგდიდის ხალხურ შემოქმედებას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ:

გეგეჭკორი კიწი ბესარიონის ძე (1886-1971)

ლოტბარი,
   ცნობილი მომღერალი და ჩონგურზე დაკვრის დიდოსტატი. ქართული ხალხური სიმღერების შემკრები და პოპულარიზატორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

 

ხარებავა აკაკი ზოსიმეს ძე (1908-1978)

   ლოტბარი, მომღერალი.
  მეგრული სიმღერების კარგი მცოდნე და შემსრულებელი. სიმღერა "ჩელას" ერთერთი ვარიანტის შემქმნელი. აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

აკაკი ხარებავამ, ხალხურ ტრადიციებზე დაყრდნობით, რამდენიმე სიმღერა დაამუშავა: მათ შორის ცნობილი "მარებელი", ამ სიმღერის სახით აკაკიმ კიდევ ერთი მარგალიტი შემატა ისედაც მდიდარ ქართულ ხალხურ მუსიკას. ეს სახუმარო ლირიკული სიმღერა სახელმწიფო ანსამბლებისა და თვითმოქმედი მხატვრული კოლექტივების საკონცერტო პროგრამების რეპერტუარში შედიოდა.

 

ხუბულავა პოლიკარპე ერასტეს ძე

    ლოტბარი, მომღერალი. ღირსების ორდენის კავალერი.

პოლიკარპე ხუბულავას მოღვაწეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი დაკავშირებულია ზუგდიდის კულტურის სახლთან არსებულ ანსამბლ "ოდოიასთან", რომელსაც დღესაც ხელმძღვანელობს. ანსამბლს არაერთხელ უმოგზაურია საკონცერტო ტურნით უცხოეთში კერძოდ- ბულგარეთში, ჩეხოსლოვაკიაში, პოლონეთში, საფრანგეთში, იაპონიაში. გამოცემული აქვთ გრამფირფიტა (ფირმა მელოდია) ხოლო 2004 წელს გამოვიდა სამი კომპაქტდისკისაგან შემდგარი ალბომი "შევისწავლოთ ქართული ხალხური სიმღერა" - ოცდაათი მეგრული სიმღერა ანსამბლ "ოდოიას" შესრულებით.
    პოლიკარპე ხუბულავა მიწვეული იყო საფრანგეთში და ქართული ხალხური სიმღერის მასტერკლასები ჩაატარა ანსამბლ "მარანთან". 2004-05 წლებში ზუგდიდში ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა ლოტბართა სკოლას. დღესდღეობით ჩვეული ენერგიით აგრძელებს თავის საყვარელ საქმეს.

ბულია რევაზ მიხეილის ძე

1964-1973 წლებში ზუგდიდის მუსიკალურ - ქორეოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარეა, ზუგდიდშივე ჩამოაყალიბა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "ჩელა". 1995 წლამდე ამავე ანსამბლის ქორეოგრაფია.
    1990 წელს მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. 2003 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
   2000 წლიდან დღემდე სათავეში უგდას ზუგდიდის ქართული ხელოვნების სტუდიას.

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 5770 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz