ხუთშაბათი, 05.12.2024, 05:23მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ჩვენი გამოკითხვა

რომელი კატეგორია დავდოთ ??
სულ პასუხი: 1762

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

web site analyser
სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0
წევრები:

Top Sites

Russian America Top. Рейтинг ресурсов Русской Америки.
მთავარი » 2009 » ნოემბერი » 30

ჩვენი ჯგუფის მიზანია სამეგრელოს რეგიონის ულამაზესი მუნიციპალიტეტის, ჩხოროწყუს მაგალითზე წარმოვაჩინოთ მთიანი სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი. ჩხოროწყუს ტერიტორია მოქცეულია ისტორიული კოლხეთის საზღვრებში. მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია ასობით ექსპონატი, რომლებიც ძველი კოლხეთის ეკონომიკური და პოლიტიკური სიძლიერის უტყუარი დასტურია. პალეოლითის, ნეოლითის და ენეოლითის ხანის მასალები ადასტურებენ ამ ტერიტორიაზე აბორიგენი მოსახლეობის არსებობას. გათხრების შედეგად მოპოვებული კერამიკის და რკინის ნიმუშები მეტყველებენ ადრეულ საუკუნეებში მეტალურგიისა და კერამიკის წარმოების განვითარებაზე. ასევე მნიშვნელოვანია საფეიქრო წარმოების ნიმუშები, რომლებიც ადასტურებენ დიდ აბრეშუმის გზასთან მუნიციპალიტეტის უშუალო კავშირს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩხოროწყუს მთიანეთი, სადაც ტურიზმის განვითარების საუკეთესო პირობებია. აქ შესაძლებელია ზაფხულის ერთ თაკარა დღეს წელიწადის ყველა დროში იმოგზაურო: იხილო თვალჟუჟუნა ენძელების ფაქიზი მზერა და ასიოდე მეტრში მარადიული მყინვარის სუსხიანი სუნთქვა, მზით გათანგული მდელოს მიმქრალი მაჯისცემა და ახლადაბიბინებული მდელოს ხასხასა სიმწვანე. ალპური ტბები ეგრისის ქედის მშვენებაა. მწვერვალები „ცაშკიბული" და „ჭითაგვალა" ორი ულამაზესი ტბის დარაჯია, რომლებსაც მეჯოგენი „ტობავარჩხილს" ანუ ვერცხლის ტბას ეძახიან.

სპელეოლოგიის მოყვარულთათვის ჩხოროწყუ ნამდვილი ოაზისია, მიგარიის კირქვულ მასივში აღმოჩენილია ათობით გამოქვაბული და ტერიტორია სპელეოლოგების მიერ გამოცხადბეულია სპელეო პოლიგონად. საქართველოს სპელეო–კავში ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 1948 | დაამატა: admin | თარიღი: 30.11.2009 | კომენტარი (0)

Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz