ხუთშაბათი, 12.12.2024, 01:55 | მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა |
კალენდარი« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
მთავარი » სამეგრელოს ინფორმაციები
სამეგრელო, საქართველოს უმშვენიერესი რეგიონი მდებარეობს ქვეყნის დასავლეთით. არგონავტების
თქმულების წერილობით წყაროებში ძვირფასი მასალაა დაცული ქართულ ტომთა
დასავლეთ გაერთიანების – აიას, ანუ კოლხეთის შესახებ, მის დიდებასა და
ბრწყინვალებაზე. გადმოცემულია ცნობები ძველ ქართულ ტომთა ეთნოგენეზის, მათი
დიდ ტერიტორიაზე გავრცელების, ცხოვრების პირობების, პანთეონისა და სხვათა
შესახებ. აპოლონიოს როდოსელის /ძვ.წ. III საუკუნე/ "არგონავტიკაში”
დამოწმებულია კოლხეთის სხვადასხვა გეოგრაფიული პუნქტები. აღნიშნული
ცივილიზაციების უტყუარი წყაროა ციხე-გოჯი "არქეოპოლისი” – ქუჯისა და
ფარნავაზის მითის ცოცხალი წყარო. აქ, დადიანების სასახლეშია დაბრძანებული ღვთისშობლის კვართი. ცნობები
ზუგდიდის მუზეუმში დაცულ სიწმინდეთა შესახებ უხვადაა დაცული უცხოელ
ავტორთა თხზულებებში-ესენია წმინდა კვირიკესა და წმინდა მარინეს მკლავები.
არქანჯელო ლამბერტი პირდაპირ მითითებას იძლევა წმინდა ნაწილების
სამეგრელოში დაბრძანების შესახებ. ზუგდიდი-
სამეგრელო_ზემო-სვანეთის რეგიონული ცენტრია. ქვეყნისათვის თავგანწირული
გმირისა და ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული პიროვნების ცოტნე
დადიანის ქალაქი. დადიანები იყვნენ მთავრები ფეოდალურ საქართველოში, აქ
იყო უკანასკნელი ქართული სამთავრობო ცენტრი, რომელიც შენარჩუნებული იყო
მეფის რუსეთის ხელისუფლების პერიოდშიც. დადიანების სამთავროში შექმნილი იყო
კულტურული გარემო, სადაც მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი და ევროპელი
მოღვაწეები, ეს იყო იმ პერიოდში ერთ
...
კითხვის გაგრძელება »
|
სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ეს
არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული
ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისისაგან. ქართულ
წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული
იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან, XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო
მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს მეგრელებით დასახლებულ ტერიტორიას მდინარე
ფსირცხასა და ცხენისწყალს შორის. მისი დედაქალაქია ზუგდიდი. გვიანდელ
შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი
სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში. XVII საუკუნიდან აფხაზ ფეოდალთა
მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე
კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა. დღევანდელი
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო
სვანეთის მხარეში და მოიცავს ქალაქ ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის რაიონების ტერიტორიას.
|
მარტვილი (ძველი სახელწოდება - ჭყონდიდი) — ქალაქი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე აბაშისწყლის ნაპირას. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს და ეწოდებოდა ”გეგეჭკორი”. მოსახლეობა 20,1 ათასი ( 2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. მარტვილში არის ჭყონდიდის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
|
Samegrelo Information: Samegrelo ( Mingrelia ) is an historic province in the western part of the republic of Georgia , formerly also known as Odishi . Samegrelo is bordered by the rebellious province of Abkhazia to the north-west, Svaneti to the north, Imereti to the east, Guria to the south and the Black Sea to the west. The Mingrelians are one of the local culture-groups of the ethnically subdivided Georgian people , who speak both Mingrelian and Georgian, but have only a Georgian script. Cities in Samegrelo Region: Zugdidi Senaki Khobi Chkhorotsku Martvili Poti Abasha Mestia Tsalenjikha
...
კითხვის გაგრძელება »
|
ეპარქიის რეზიდენციის მისამართი: ქ. მარტვილი , მარტვილის ქ.№28 მეუფეს სახელი გვარი: ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრე (ცაავა) მოქმედი ეკლესიები: მარტვილის ღვთისმშობლის მიძიების სახელობის ტაძარი - სამონასტრო კომპექსი - VII ს. ნახარებაოს წმ. გიროგის სახელობის ეკლესია - XVIII ს. სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია - XVIII ს. კიწია-ალერტის ეკლესია - XVIII ს. სალხინო-წაჩხურუს ეკლესია- XVIII ს. აბედათის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია- XVII-XVIII ს. ბომბოთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია - XVIII ს. სერგიეთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია - XIX ს. ნაჯახაოს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია- XVIII ს. ნაგებერაოს მწ. გიორგის სახელობის ეკლესია- XVII ს. წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია - ბარბარეს კარი - XVII ს. თამაკონის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესია - XVII ს. ზედა ხუნწის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია (რესტ) - XVIII ს. ბალდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია- XVIII ს. ბანძის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია - XX ს. ნაფოსტარის ივერის მწ. მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია – XXI ს. საელიაოს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია - დედათა მონასტერი - XX ს. მარტვილის პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესია - XXI ს.
...
კითხვის გაგრძელება »
|
სამეგრელოს რეგიონი მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე. იგი ორი ისტორიულ-
გეოგრაფიული პროვინციისგან - სამეგრელოსა და ზემო სვანეთისგან შედგება. სამეგრელოში
ვხვდებით ყველა სახის ლანდშაფტს, რომელიც დამახასიათებელია დასავლეთ
საქართველოსთვის: კოლხეთის ტენიანი სუბტროპიკული, კოლხური მთის ტყის,
კავკასიის საშუალო მთის მუქწვივოვანი ტყის და მაღალი მთის სუბალპური და
ალპური ლანდშაფტები. მრავალფეროვანია სამეგრელოს - ჰავაც. მის
დაბლობ ნაწილში იგი ნოტიო სუბტროპიკულია. აქ იანვრის საშუალო ტემპერატურაა
+4 +6°ც, ზაფხული კი ცხელია (+22 +23°ც). ნალექები (1500-2000 მმ) წლის
განმავლობაში თითქმის თანაბრადაა განაწილებული. შედარებით მცირე ნალექი
მოდის მაისში. სამგრელოს ბუნება მრავალ უნიკალურ მოვლენას და ძეგლს
მოიცავს გარდა სამეგრელოს უნიკალური ბუნებისა, ამ მხარეს გააჩნია
თავისებური კოლორიტი – სტუმართმასპინძლობა, გემრიელი და უნიკალური კერძები,
განუმეორებელი სიმღერები და მრ. სხვ. საქართველოსთვის კოლხეთი
უბრალო გეოგრაფიული ადგილი არ არის. კოლხიდა, ეგრისი, ლაზიკა - სხვადასხვა
დროს და სხვადასხვა ხალხის მატიანეებში მოხსენიებული ტერიტორია, ქართული
კულტურისა და სახელმწიფოებრიობის აკვანი. კოლხეთის სამეფო მდებარეობდა
სამხრეთ-დასავლეთ კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე,
დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. აქ კი მდინარე რიონ -
ფაზისის ერთ - ერთი შენაკადის, ტეხურის ნაპირას, სოფელ ნოქალაქევში
მდებარეობდ
...
კითხვის გაგრძელება »
|
მარტვილის მონასტერი — ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი ქალაქ მარტვილში, სამეგრელო.
სამონასტრო კომპლექსი დგას მაღალ ბორცვზე მოხერხებულ გეოგრაფიულ და
სტრატეგიულ ადგილზე, საიდანაც თითქმის მთელი იმერეთ-სამეგრელო მოჩანს. იგი
გალავნითაა შემოსაზღვრული. მთავარი ტაძარი ამჯამად ღვთისმშობლის მიძინების
სახელობისაა. ტაძარი თავდაპირველად ჯვრის ტიპისნაგებობა ყოფილა.
თურქ-არაბთა შემოსევებმა ძლიერ დააზიანა იგი. რის გამოც X საუკუნეში გიორგი
მეორემ ხელახლა საფუძვლიანად შეაკეთებინა იგი. სავარაუდოდ, ამის გამო
მიაწერს "ქართლის ცხოვრება" გიორგის მარტვილის ეკლესიის აღშენებას. ტაძრის
ჯვრის ტოტები მოშალეს და მოუშენეს ეკვდერები. მხოლოდ აღმოსავლეთშია
ხელუხლებლად შემორჩენილი წახნაგოვანი შვერილი, ორივე მხრივ ღრმა ნიშნით.
მარტვილის მონასტერიტაძარში შემორჩენილია მე-14, მე-16, და მე-17 საუკუნის
ფრესკები. მისი მშვენებაა საკურთხევლის კონქში წარმოდგენილი მარტვილის
ღვთისმშობელი.
უხსოვარი დროიდან ჭყონდიდი წარმართული რელიგიის კერა იყო. მაღალ ბორცვზე
იდგა ბომონი-ჭყონის (მუხის) უზარმაზარ
...
კითხვის გაგრძელება »
|
მარტვილი, შუა საუკუნეების ქართული კულტურის კერა, ხუროთმოძღვრების ძეგლი.
მდებარეობს ქალაქ მარტვილში. სიტყვა მარტვილი ბერძნულია, ნიშნავს წამებულს.
ძვ. დასახლებული პუნქტის, მარტვილის, თავდაპირველი სახელწოდება იყო
ჭყონდიდი. VII საუკუნის I ნახევარში აქ მარტვილთა სახელზე ააგეს ეკლესია -
ჭყონდიდის მარტვილთა ეკლესია. X საუკუნეში დაარსდა ჭყონდიდის საეპისკოპოსო -
კათედრალი მარტვილი გვიანდელი შუა საუკუნეებში ეკლესია ღვთისმშობლის
სახელობისა გახდა და მარტვილი მხოლოდ დასახლებულ პუნქტის (დამოწმებულია
XVII საუკუნის 40-იანი წლებიდან) სახელად დარჩა. მარტვილში მნიშვნელოვანი
კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა იყო გაჩაღებული. აქ მოღვაწეობდნენ
მწიგნობრები: სტეფანე სანანოისძე ჭყონდიდელი (X ს.), იოანე ჭყონდიდელი,
იოანე მესვეტე (XI ს.), გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი (XI-XII სს.),
ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი, რომანოზ მესვეტე (XIX ს.) და სხვა. მარტვილის
ხელნაწერთა კოლექცია დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი
კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში. მარტვილის ტაძარი გეგმით
ძალიან ჰგავს მცხეთის ჯვრის ტაძარს, მაგრამ არ იმეორებს მას.
ხუროთმოძღვარმა აქ მიმართა თემის თავისუფალ ინტერპრეტაციას და ფაქტობრივად
დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოები შექმნა. შენობის გეგმაში შეტანილია
ზოგი ცვლილება: გუმბათის დიამეტრი უფრო მცირეა, კუთხის ნიშები კი - უფრო
დიდი. გაზრდილია აფსიდების მკლავების სიღრმე, გადიდებულია კუთხის
სათავსების ზომა. შეცვლილია აგრეთვე კვადრატიდან მრავალწახნაგოვანზე
გადასვლის გუმბათქვეშა სისტემაც - ტრომპებს აქ ერთიმეორეზე გადმოკიდებული
პატარა კამარების რიგირთ შექმნ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, დაარსდა 1921 წელს
სამეგრელოს ყოფილ მთავართა სასახლეებში დაცული არქივებისა და ნივთების
ბაზაზე. მოთავსებულია დადიანისეულ 2 სასახლეში ზუგდიდში.
მუზეუმში გამოფენილია ამ მხარის არქეოლოგიური (პალეოლითის, ნეოლითისა და
ბრინჯაოს ხანის ნივთები) და ეთნოგრაფიული (სასოფლო-სამეურნეო იარაღი,
საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, საცხოვრებელ ნაგებობათა - "ფაცხა",
"ჯარგვალი", "ოდა" - და სხვა ნიმუშები) მასალა. წარმოდგენილია ფეოდალური
ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონანტები. სამეგრელოს
უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის და მისი ოჯახის წევრთა პირადი ნივთები.
ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში
ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური
სიწმინდეები. მუზეუმის გარშემო მდებარეობს სამეგრელოს მთავარ დადიანთა მიერ
გაშენებული ტყე-პარკი 67 ჰექტარზე, სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა
კუთხიდან ჩამოტანილი ხეების უნიკალური და მრავალწლიანი ხეები და ბუჩქები.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმი სამეგრელოს
სასახლე-კომპლექსშია მოთავსებული (დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე,
მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი).
დედოფლისეული სასახლე XIX ს –ის 60-იან წლებშია გადაკეთებული გერმანელი
არქიტექტორის
...
კითხვის გაგრძელება »
| |
|
| |