სამეგრელო თავისი ისტორიული წარსულითა და ყოფა-ცხოვრებით ფრიად
საინტერესო კუთხეა. მაგრამ ის დღემდე არ ოფილა სათანადოდ შესწავლილი
და გამოკვლეული.
სამეგრელოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ შესწავლას ჩვენ ვაწარმოებდით 1923
წლიდან, როდესაც საქართველოს მუზეუმის მივლინებით პირველად საშუალება
მომეცა მასალები შემეკრიბა დღევანდელ აბაშის რაიონში, ძველ „საჭყონდიდოში".
1935 წლიდან საქართველოს სამხარეთმცოდნეო საზოგადოების გეგმითა და
ხელშეწყობით ჩვენ მოვაწყვეთ სამეგრელოს რაიონებში
ისტორიული-ეთნოგრაფიული ხასიათის ექსპედიციები. 1935 წელს მუშაობას
ვაწარმოებდით მარტვილსა და ჩხოროწყუს რაიონში; 1936 წელს წალენჯიხაში,
ზუგდიდისა და ხობის რაიონებში; 1938 წელს სენაკის რაიონში, 1939 წ.
კი გალისა და ოჩამჩირის რაიონში.
აღნიშნულ რაიონებში შევკრიბეთ საკმო
...
კითხვის გაგრძელება »