ხუთშაბათი, 05.12.2024, 05:07 | მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა |
|
მთავარი » 2011 » თებერვალი » 26
სამეგრელო, საქართველოს უმშვენიერესი რეგიონი მდებარეობს ქვეყნის დასავლეთით. არგონავტების
თქმულების წერილობით წყაროებში ძვირფასი მასალაა დაცული ქართულ ტომთა
დასავლეთ გაერთიანების – აიას, ანუ კოლხეთის შესახებ, მის დიდებასა და
ბრწყინვალებაზე. გადმოცემულია ცნობები ძველ ქართულ ტომთა ეთნოგენეზის, მათი
დიდ ტერიტორიაზე გავრცელების, ცხოვრების პირობების, პანთეონისა და სხვათა
შესახებ. აპოლონიოს როდოსელის /ძვ.წ. III საუკუნე/ "არგონავტიკაში”
დამოწმებულია კოლხეთის სხვადასხვა გეოგრაფიული პუნქტები. აღნიშნული
ცივილიზაციების უტყუარი წყაროა ციხე-გოჯი "არქეოპოლისი” – ქუჯისა და
ფარნავაზის მითის ცოცხალი წყარო. აქ, დადიანების სასახლეშია დაბრძანებული ღვთისშობლის კვართი. ცნობები
ზუგდიდის მუზეუმში დაცულ სიწმინდეთა შესახებ უხვადაა დაცული უცხოელ
ავტორთა თხზულებებში-ესენია წმინდა კვირიკესა და წმინდა მარინეს მკლავები.
არქანჯელო ლამბერტი პირდაპირ მითითებას იძლევა წმინდა ნაწილების
სამეგრელოში დაბრძანების შესახებ. ზუგდიდი-
სამეგრელო_ზემო-სვანეთის რეგიონული ცენტრია. ქვეყნისათვის თავგანწირული
გმირისა და ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული პიროვნების ცოტნე
დადიანის ქალაქი. დადიანები იყვნენ მთავრები ფეოდალურ საქართველოში, აქ
იყო უკანასკნელი ქართული სამთავრობო ცენტრი, რომელიც შენარჩუნებული იყო
მეფის რუსეთის ხელისუფლების პერიოდშიც. დადიანების სამთავროში შექმნილი იყო
კულტურული გარემო, სადაც მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი და ევროპელი
მოღვაწეები, ეს იყო იმ პერიოდში ერთ
...
კითხვის გაგრძელება »
|
სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ეს
არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული
ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისისაგან. ქართულ
წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული
იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან, XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო
მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს მეგრელებით დასახლებულ ტერიტორიას მდინარე
ფსირცხასა და ცხენისწყალს შორის. მისი დედაქალაქია ზუგდიდი. გვიანდელ
შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი
სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში. XVII საუკუნიდან აფხაზ ფეოდალთა
მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე
კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა. დღევანდელი
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო
სვანეთის მხარეში და მოიცავს ქალაქ ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის რაიონების ტერიტორიას.
|
მარტვილი (ძველი სახელწოდება - ჭყონდიდი) — ქალაქი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე აბაშისწყლის ნაპირას. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს და ეწოდებოდა ”გეგეჭკორი”. მოსახლეობა 20,1 ათასი ( 2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. მარტვილში არის ჭყონდიდის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
|
Samegrelo Information: Samegrelo ( Mingrelia ) is an historic province in the western part of the republic of Georgia , formerly also known as Odishi . Samegrelo is bordered by the rebellious province of Abkhazia to the north-west, Svaneti to the north, Imereti to the east, Guria to the south and the Black Sea to the west. The Mingrelians are one of the local culture-groups of the ethnically subdivided Georgian people , who speak both Mingrelian and Georgian, but have only a Georgian script. Cities in Samegrelo Region: Zugdidi Senaki Khobi Chkhorotsku Martvili Poti Abasha Mestia Tsalenjikha
...
კითხვის გაგრძელება »
| |
|
| |