ხუთშაბათი, 25.04.2024, 15:38მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ჩვენი გამოკითხვა

რომელი კატეგორია დავდოთ ??
სულ პასუხი: 1762

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

web site analyser
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
წევრები:

Top Sites

Russian America Top. Рейтинг ресурсов Русской Америки.
მთავარი » 2009 » ნოემბერი » 30 » ჩხოროწყუ
19:51
ჩხოროწყუ

ჩვენი ჯგუფის მიზანია სამეგრელოს რეგიონის ულამაზესი მუნიციპალიტეტის, ჩხოროწყუს მაგალითზე წარმოვაჩინოთ მთიანი სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი. ჩხოროწყუს ტერიტორია მოქცეულია ისტორიული კოლხეთის საზღვრებში. მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია ასობით ექსპონატი, რომლებიც ძველი კოლხეთის ეკონომიკური და პოლიტიკური სიძლიერის უტყუარი დასტურია. პალეოლითის, ნეოლითის და ენეოლითის ხანის მასალები ადასტურებენ ამ ტერიტორიაზე აბორიგენი მოსახლეობის არსებობას. გათხრების შედეგად მოპოვებული კერამიკის და რკინის ნიმუშები მეტყველებენ ადრეულ საუკუნეებში მეტალურგიისა და კერამიკის წარმოების განვითარებაზე. ასევე მნიშვნელოვანია საფეიქრო წარმოების ნიმუშები, რომლებიც ადასტურებენ დიდ აბრეშუმის გზასთან მუნიციპალიტეტის უშუალო კავშირს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩხოროწყუს მთიანეთი, სადაც ტურიზმის განვითარების საუკეთესო პირობებია. აქ შესაძლებელია ზაფხულის ერთ თაკარა დღეს წელიწადის ყველა დროში იმოგზაურო: იხილო თვალჟუჟუნა ენძელების ფაქიზი მზერა და ასიოდე მეტრში მარადიული მყინვარის სუსხიანი სუნთქვა, მზით გათანგული მდელოს მიმქრალი მაჯისცემა და ახლადაბიბინებული მდელოს ხასხასა სიმწვანე. ალპური ტბები ეგრისის ქედის მშვენებაა. მწვერვალები „ცაშკიბული" და „ჭითაგვალა" ორი ულამაზესი ტბის დარაჯია, რომლებსაც მეჯოგენი „ტობავარჩხილს" ანუ ვერცხლის ტბას ეძახიან.

სპელეოლოგიის მოყვარულთათვის ჩხოროწყუ ნამდვილი ოაზისია, მიგარიის კირქვულ მასივში აღმოჩენილია ათობით გამოქვაბული და ტერიტორია სპელეოლოგების მიერ გამოცხადბეულია სპელეო პოლიგონად. საქართველოს სპელეო–კავშირის თაოსნობით მიგარიის მასივში არაერთო საერთაშორისო ექსპედიცია განხორციელდა. აღმოჩენილია როგორც ჰორიზონტალური, ასევე ვერტიკალური ტიპის მღვიმეები. რამოდენიმე ახალი მღვიმე ადგილობრივი მოყვარული სპელეოლოგების მიერ სულ ახლახან 2006 წლის ოქტომბერში იქნა აღმოჩენილი. ამდენად, მიწისქვეშეთის მოყვარულებს აქ კარგი გართობა და საინტერესო მუშაობა ელით.

მდინარე ხობისწყალი, რომელიც სათავეს ალპურ ზონაში 3000 მეტრზე მაღლა იღებს რაფტინგის განვითარების კარგ საშუალებას იძლევა. მისი დინება 30 კილომეტრზე მეტ მანძილზე ნავებით დაშვებისათვის საუკეთესოა. ხობისწყლის ხეობა არც სამთო ველოსიპედებით გასეირნების მოყვარულთ ტოვებს გულგრილს. ხეობის დაახლოებით 35 კილომეტრიანი მონაკვეთი საუკეთესო ხედებით მდინარე ხობისწყლის ჩანჩქერებზე სამთო ველოსიპედებით სეირნობის მოყვარულთა სამსახურშია.

ხეობაში მოედინება ცნობილი სამკურნალო მინერალური წყალი ლუგელა, რომლის დებეტი დღე–ღამეში 22 ათასი ლიტრია. იგი თავად ქმნის მინერალური წყლების ტიპს და ჰიდროქიმიაში ცნობილია ლუგელას ტიპის სახელწოდებით.

სამწუხაროდ, აღნიშნული ტერიტორია დღემდე შეუსწავლელია ქართველი თუ უცხოელი ტურისტული ორგანიზაციების მიერ. ამის ძირითადი მიზეზია ინფორმაციული ვაკუუმი, რაც განპირობებულია სარეკლამო თუ საინფორმაციო მასალის არ არსებობით. ტუროპერატორი ორგანიზაციები არ ფლობედნენ ინფორმაციას აღნიშნული რეგიონის მთიანი მასივების ლანდშაფტური თუ სტრუქტურული ღირშესანიშნაობების შესახებ, რის გამოც წლების განმავლობაში ტურისტებისთვის მიუწვდომელი იყო ისეთი უნიკალური რაიონები, როგორიც არის ასხი, მიგარია, მდ. ხობისწყლის სათავეები, მთების „ცაშკიბულის" და „ოხოჯეს" მიმდებარე მასივები. ვფიქრობთ, ჩვენი ვებ–გვერდი ნაწილობრივ მაინც შეავსებს იმ ინფორმაციულ ვაკუუმს რაც წლების განმავლობაში არსებობდა და ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება მოინახულოს და დატკბეს იმ სილამაზით და საოცრებებით, რითაც მრავლადაა დაჯილდოებული ღვთივკურთხეული კოლხეთის მიწა–წყალი.
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 1917 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz