ქალაქი ფოთი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ის მდებარეობს შავი
ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდ. რიონის შესართავთან. ჩრდილო განედის
42,08 გრადუსზე და აღმოსავლეთ განედის 41,38 გრადუსს შორის. მისი უძველესი
სახელწოდებაა ფაზისი, რომელიც ძვ.წ.აღ-ის V-საუკუნეში იხსენიება.
ფოთს დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა. ჩრდილოეთით ხობის რაიონი და
მდინარე რიონის მარჯვენა ტოტი, სამხრეთ აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭა და
პალიასტომის ტბა. ადმინისტრაციული თვალსაზრისით ფოთი იყოფა ოთხ
მუნიციპალიტეტად (ცენტრი, ნაბადა, კუნძული და მალთაყვა).
საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან ქალაქი ფოთი დაშორებულია 320კმ-ით.
ფუნქციონირებს სარკინიგზო ხაზი, (ფოთი-თბილისი) რომელიც ამოქმედდა 1872
წელს. საავტომობილი ხაზით ქალაქი უკავშირდება ყველა რეგიონს. ფოთიდან
თურქეთის საზღვრამდე 90კმ-ია. ფოთის გამოცოცხლება, პორტის
რეკონსტრუქცია, მოდერნიზაცია, ქალაქის კეთილმოწყობა უკავშირდება გამოჩენილ
საზოგადო მოღვაწესა და პუბლიცისტს ნიკო ნიკოლაძეს. ფოთი საპორტო ქალაქია. ის საქართველოს ისტორიული კარიბჭეა.
ფოთის ნავსადგური ემსახურება კავკასიის ძირითად და სარკინიგზო გზებს შავი
ზღვიდან კასპიის ზღვამდე, იგი არის XXI საუკუნის აბრეშუმის გზის
დამაკავშირებელი წერტილი. ფოთს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება როგორც
საქართველოს ეკონომიკაში ასევე აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთის,
უზბეკეთისა და ყირგიზეთის ეკონომიკაში, რომელთაც არა აქვთ დასავლეთის
ზღვებისა და ოკეანეების პორტებთან მისადგომები. აქედან გამომდინარე, ფოთის
პორტის მოდერნიზება არის არა მარტო საქართველოს, არამედ მეზობელი
ქვეყნებისათვის უაღრესად პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტი. $IMAGE7$
ფოთის ნავსადგურის ტერიტორია 29,7 ჰა-ს მოიცავს. მას აქვს 15
ნავმისადგომი, რომელთაგან 10 აღჭურვილია ამწეებით. ნავსადგურის შესასვლელი
არხის სიგრძეა 10,5 მეტრი, ხოლო ნავმისადგომებთან უმცირესი სიღრმე 8,5
მეტრს შეადგენს. სწორედ ფოთის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო
ევროკავშირმა წამოიწყო დიდმასშტაბიანი ღონისძიება TRACECA"-ს პროგრამა,
რომლის მიზანია აღმოსავლეთ-დასავლეთ სავაჭრო კავშირების განვითარება
აზიიდან ევროპისაკენ, კასპიის ზღვისა და კავკასიის გავლით, ფოთისა და
ბათუმის ნავსადგურების გამოყენებით.
XX საუკუნის 50-60-იან წლებში ქალაქმა სრულიად შეიცვალა იერსახე. აშენდა
ახალი საცხოვრებელი მასივები, სამკურნალო და კულტურულ-განმანათლებელი
დაწესებულებები, სპორტულ-ტურისტული ბაზები. ფოთის ტერიტორიაზე
განლაგებულია 20 საშუალო და სპეციალური სასწავლებელი, ბიბლიოთეკები,
უმაღლესი სასწავლებლები, ფოლკლორის ცენტრი, ქორეოგრაფიული სტუდიები, ფოთის
კოლხეთის კულტურის მუზეუმი, ნიკო ნიკოლაძის კოშკი და მრავალი სხვა
დაწესებულება. ქალაქში მოქმედებს ფოთისა და ხობის ეპარქია. ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ფოთი ტერიტორია - 65.8 კმ3 მანძილი ფოთიდან - თბილისამდე - 330 კმ. მანძილი ფოთიდან - ზუგდიდამდე - 60 კმ უახლოესი პორტი - ქალაქ ფოთის პორტი უახლოესი რკინიგზის სადგური - ქალაქ ფოთის რკინიგზის სადგური უახლოესი აეროპორტი - კოპიტნარის აეროპორტი - 75 კმ. ქალაქის მოსახლეობა 45.775 მოსახლეობა სულ - 45.775 მათ შორის: ქალი - 23 605 კაცი - 22 170 მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა: 1). ქართველი - 94 % 2). აფხაზი - 0,05 % 3) ოსი - 0.13 % 4) სომეხი - 0.41 % 5) რუსი - 4.0 % 6) აზერბაიჯანელი - 0.09 % 7) ბერძენი - 0.11% 8) უკრაინელი - 0.56 % 9) იეზიდი - 0.004 % 10) სხვა - 0.44 % წყლის ძირითადი არტერიები: მარტვილი - ფოთის მაგისტრალი მუზეუმები: კოლხური კულტურის მუზეუმი
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები: 1. ღვთიმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი 2. ნიკო ნიკოლაძის კოშკი 3. წმ.ნიკოლოზის სახ.ტაძარი(ნახუტურის ეკლესია) 4. ფოთის შუქურა 5. №2 საბავშვო ბიბლიოთეკა 6. №1 საჯარო სკოლა (ყოფილი ქალთა გიმნაზია) 7. №2 საჯარო სკოლა (ვაჟთა გიმნაზია) 8. კოლხური კულტურის მუზეუმი 9. ქალთა კონსულტაციის შენობა 10. სტომატოლოგიური კლინიკა
საავტომობილო გზების სიგრძე: სახელმწიფო მნიშვნელობის გზა - 43კმ ადგილობრივი მნიშვნელობის - 124 კმ საკურორტო და ტურიზმის რესურსები: კოლხეთის ეროვნული პარკი
2005 წელს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიქმნა
ქალაქ ფოთის დროშა და გერბი, რომლის ავტორია მხატვარ-ჰერალდიკოსი მამუკა
გონგაძე.
ქალაქი ფოთი მდებარეობს საქართველოს დასავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ განედის 42გრადუსს 0.8სეკუნდსა და აღმოსავლეთ გრძედის 41 გრადუსსა და 38მინუტს შორის შავი ზღვის სანაპიროზე მდინარე რიონის შესართავთან. ტერიტორიის ფართობი შეადგენს 59კვ.კმ. დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით ხობის რაიონი და მდინარე რიონის მარჯვენა ტოტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭინა და პალიასტომის ტბა. ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალსთან დაკავშირებულია ფოთი-სენაკის 40კმ-იანი ხაზით, თბილისიდან დაშორებულია 312კმ (რკინიგზით).
|