ხუთშაბათი, 25.04.2024, 15:08მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩვენი გამოკითხვა

რომელი კატეგორია დავდოთ ??
სულ პასუხი: 1762

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

web site analyser
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
წევრები:

Top Sites

Russian America Top. Рейтинг ресурсов Русской Америки.
მთავარი » 2011 » თებერვალი » 19 » მარტვილი
15:50
მარტვილი
მარტვილი, შუა საუკუნეების ქართული კულტურის კერა, ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ქალაქ მარტვილში. სიტყვა მარტვილი ბერძნულია, ნიშნავს წამებულს. ძვ. დასახლებული პუნქტის, მარტვილის, თავდაპირველი სახელწოდება იყო ჭყონდიდი. VII საუკუნის I ნახევარში აქ მარტვილთა სახელზე ააგეს ეკლესია - ჭყონდიდის მარტვილთა ეკლესია. X საუკუნეში დაარსდა ჭყონდიდის საეპისკოპოსო - კათედრალი მარტვილი გვიანდელი შუა საუკუნეებში ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისა გახდა და მარტვილი მხოლოდ დასახლებულ პუნქტის (დამოწმებულია XVII საუკუნის 40-იანი წლებიდან) სახელად დარჩა. მარტვილში მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა იყო გაჩაღებული. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები: სტეფანე სანანოისძე ჭყონდიდელი (X ს.), იოანე ჭყონდიდელი, იოანე მესვეტე (XI ს.), გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი (XI-XII სს.), ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი, რომანოზ მესვეტე (XIX ს.) და სხვა. მარტვილის ხელნაწერთა კოლექცია დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში. მარტვილის ტაძარი გეგმით ძალიან ჰგავს მცხეთის ჯვრის ტაძარს, მაგრამ არ იმეორებს მას. ხუროთმოძღვარმა აქ მიმართა თემის თავისუფალ ინტერპრეტაციას და ფაქტობრივად დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოები შექმნა. შენობის გეგმაში შეტანილია ზოგი ცვლილება: გუმბათის დიამეტრი უფრო მცირეა, კუთხის ნიშები კი - უფრო დიდი. გაზრდილია აფსიდების მკლავების სიღრმე, გადიდებულია კუთხის სათავსების ზომა. შეცვლილია აგრეთვე კვადრატიდან მრავალწახნაგოვანზე გადასვლის გუმბათქვეშა სისტემაც - ტრომპებს აქ ერთიმეორეზე გადმოკიდებული პატარა კამარების რიგირთ შექმნილი საფეხურისებრი სახე აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მარტვილის ტაძარი ჯვრის ტაძარზე მცირეა, ცალკეულ ნაწილთა შეფარდების ცვლილებების შედეგად შექმნილია დიდი და მსუბუქი შინაგანი სივრცის შთაბეჭდილება, სხვაგვარია ფასადთა რელიეფებიც. ცალკეული დამოუკიდებელი კომპოზიციების ნაცვლად აქ უწყვეტი ფრიზებია, შესრულების ხასიათი კი უფრო დეკორაციულია. ფიგურები და მცენარეული ორნამენტი ერთიან ნახატშია ჩართული და გარკვეულ რიტმულ დანაწევრებას ექვემდებარება. ფრაზებზე ბიბლიისა და სახარების სიუჟეტებია გამოსახული (მაგ., დანიელი ლომთა ხაროში, სამსონი და ლომი, ქრისტეს ამაღლება 4 ანგელოზის მიერ და სხვა).

X საუკუნეში, აფხაზთა მეფის გიორგი II-ის დროს, ეკლესია საფუძვლიანად გადააკეთეს: დაუმატეს გარეთა კედლები, ამოიყვანეს ახალი გუმბათის ყელი, ამიტომ იგი გარედან აღარ მოგვაგონეს ჯვრის ტიპის ძეგლს. დასავლეთის ეგვტერიც ასევე X საუკუნისაა. ინტერიერი სხვადასხვა დროს (XVI-XVII სს.) არის მოხატული. ტაძრის გვერდით დგას მცირე ორსართულიანი ეკლესია (დაახლოებით X ს.).
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 2040 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 111222333444555666999888777***///+++---...000  
0
11122233344455566667778889999***///----++++....0000

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz