ხუთშაბათი, 05.12.2024, 05:32მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩვენი გამოკითხვა

რომელი კატეგორია დავდოთ ??
სულ პასუხი: 1762

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

web site analyser
სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0
წევრები:

Top Sites

Russian America Top. Рейтинг ресурсов Русской Америки.
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 3 » მატერიალური კულტურა
20:21
მატერიალური კულტურა


სამეგრელო მდიდარია ნივთიერი კულტურის ძეგლებით და აქ თითქმის ყველა რაიონში დაცულია ციხე-კოშკები, ეკლესია-მონასტრები, ძველი ტიპის სადგომები და სხვა.

მათ შორის შესანიშნავია: მარტვილის მონასტერი, ბედიის ან აგუბედიის ტაძარი, ხობისა, ცაიშისა, წალენჯიხისა, ოცინდალისა და სხვა ეკლესიები.

აქაური ციხე-კოშკები აგებულია სტრატეგიულად და გეოგრაფიულად მნიშვნელოვან პუნქტებში, უმეტეს შემთხვევაში, მდინარის პირას, რომლის მიმართებით გადიოდა სამხედრო თუ სავაჭრო მნიშვნელობის გზა.

სამეგრელოში სოფლის მოსახლეობა ცხოვრობს გაფანტულად და ამის გამო, ერთი კომლი მეორისაგან საკმაო მანძილით არის დაშორებული. თითოეულ სოფელს აქვს თავისი საზღვარი და სახელწოდება. წინათ აქაური სოფლები დასახლებული იყო გვარებად და სოფელიც ამ გვარის სახელწოდებას ატარებდა, როგორც მაგალითად: საჯალაღანიო, ლესიჭინე, ლეწურწუმე, ლეხაინდრე, ლეძაძამე, ლესაჯე, ლედარსალე, ლეგოგუე, საროგა, ლეჯიქე, საჩიჩუო (ჩიჩუა), სახარბედიო, საშურღაიო, საცხვიტა (ცხვიტია), საგუგუნო, საჯოლიო, საჭოჭუო და სხვა.

წინათ სამეგრელოში გლეხები ცხოვრობდნენ ფაცხებში და მიწური ხის სახლებში. მეგრული ფაცხა წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინის პრიმიტიულ სახეს. მისი აგება არ მოთიხოვდა ტექნიკის და შრომის რთულ პროცესებს. ფაცხას გლეხი თვითონვე იშენებდა. მას ისლით ხურავდნენ. ფაცხას შიგნით და გარეთ ტალახით გალესავდნენ ასეთ ფარღალალა ფაცხაში ცხოვრობდა გლეხობა. ფაცხას სარკმელი და ბუხარი არ ჰქონდა, სიბნელისა და კერის ბოლისაგან მობინადრეების იხრჩობოდნენ. ფაცხაში ადამიანებთან ერთად ცხოვრობდა საქონელიც.

ასეთივე ტიპის სადგომი იყო „ჯარგვალი" სახლი, რომელიც ფაცხისაგან იმით განსხვავდებოდა,  რომ მისი კედლები ნაგები იყო გაჩორკნილი გრძელი მორებით.

ფაცხა და ჯარგვალი დღეს სამეგრელოში არ არის ხმარებაში და იშვიათად თუ შეხვდება ადამიანი რომელიმე შორეულ სოფელში.

მესამე ტიპის სადგომი, რომელიც გავრცელებულია სამეგრელოში ეს არის „გოდორი" ან „პიტაფიცარა" სახლი. ასეთ სადგომს კედლები აქვს ნაგები გათლილი და მოკლე ფიცრით, უმეტეს შემთხვევაში, მასალა  მუხისა და მწყობრად არის ფიცრები ერთმანეთზე მიყენებული. „გოდორი" წარმოადგენს ერთს მოზრდილ ოთახს და იგი ჯარგვალთან შედარებით უფრო გაუმჯობესებული ტიპის სადგომია. ამ სახლსაც იატაკი აქვს მიწური, გადახურულია ისლით, ზოგჯერ ყავრითაც, მაგრამ არა აქავს ბუხარი და ფანჯარა.

მოსახლეობის შეძლებული ნაწილი კი იშენებდა ოდას, რომელსაც „საღდარ"-ს უწოდებდნენ. ოდა შედგებოდა რამდენიმე ოთახისაგან, რომელსაც ჰქონდა გამართული ფიცრული ჭერი და იატაკი.

მეგრული ოდა ჩვეულებრივ შედგება ოთხი ოთახისაგან: დარბაზი, სასადილო და ორიც საშუალო ზომის ოთახი. წინ და უკან ოდა აქვს აივანი. მეგრული ოდა ერთსართულიანია და შემდგარია ბოძებზე, რომელთა სიმაღლე ერთი მეტრამდეა. ხშირია ორსართულიანი ოდებიც, რომლის ქვედა სართულს ეწოდება „პალატი". ოდის უკან იდგა საოჯახო  დანიშნულების შემდეგი ნაგებობანი: „სამუარხე" (სამზარეულო), რომელშიაც საჭმელს ამზადებდნენ. აქვე იყოს სამზარეულოს ჭურჭელი და დგამი, ენთო კერის ცეცხლი და მოხუცებიც ამ სამზარეულოში წვებოდნენ.

„ბაღ" და „ხულა" ორივე ერთი და იგივე დანიშნულებისაა, განსხვავება მხოლოდ მოცულობაში იყო. ბაღ უფრო დიდია, ხულა კი მომცრო. ორივეში ინახებოდა სურსათ-სანოვაგე.

მის მახლობლად იდგა მარანი, რომელშიაც საღვინე ქვევრები იყო ჩაფლული. აქვე ინახებოდა საწნახელი და ღვინის დასამზადებელი იარაღები.

დღეს ვერ იპოვნით ძველებურ ფაცხასა და ჯარგვალს. ყველან ხედავთ ჩამწკრივებულ ლამაზ ოდებს, გამწვანებულ ფართო ეზოს.

რაც შეეხება სახლის შინა-მოწყობილობას, სამეგრელოს თითქმის ყველა რაიონში ბინები ქალაქურად აქვთ მოწყობილი. წინა მეგრელი გლეხი ატარებდა შინ მოქსოვილ ბამბის გრძელ პერანგს, რომელსაც ეწოდებოდა „ხამლენიში ოსარე". მას წელზე თოკი ჰქონდა შემოჭერილი. დადიოდა ის ფეხშიშველი და თავშიშველი.

რაც შეეხება მაღალ წოდებას და მოსახლეობის შეძლებულ ნაწილს, ისინი ატარებდნენ ქართულ ტანისამოსს. ქალები იცვამდნენ სარტყელ-გულისპირიან და ყურთმაჯებიან გრძელ კაბას, თავზე კი შემოხვეული ჰქონდათ ლეჩაქი. მეგრელი მამაკაცები ატარებდნენ გრძელ ჩოხა-ახალუხს, ზედ წამოსხმული ჰქონდათ ნაბადი, თავზე ეხურათ მაღალი ქუდი და ყაბალახი, წელზე იკრავდნენ ქამარ-ხანჯალს და სხვა.

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 3051 | დაამატა: admin | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz