ხუთშაბათი, 05.12.2024, 06:16მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩვენი გამოკითხვა

რომელი კატეგორია დავდოთ ??
სულ პასუხი: 1762

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

web site analyser
სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0
წევრები:

Top Sites

Russian America Top. Рейтинг ресурсов Русской Америки.
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 1 » რეგიონის შესახებ
15:27
რეგიონის შესახებ

სამეგრელო-ზემო-სვანეთი, საქართველოს უმშვენიერესი რეგიონი მდებარეობს ქვეყნის დასავლეთით. კოლხეთის ბარიდან, სადაც შავი ზღვის საზაფხულო საკურორტო ზონაა, კავკასიონის ყველაზე მაღალ და ალპინისტებისათვის ძნელად დასალაშქრ სვანეთის მწვერვალ "უშბამდე” – მხოლოდ 80 კილომეტრია, ხოლო მსოფლიოში ცნობილ ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ სოფელ უშგულამდე /მესტიის მუნიციპალიტეტი/ - 120 კილომეტრი.

არგონავტების თქმულების წერილობით წყაროებში ძვირფასი მასალაა დაცული ქართულ ტომთა დასავლეთ გაერთიანების – აიას, ანუ კოლხეთის შესახებ, მის დიდებასა და ბრწყინვალებაზე. გადმოცემულია ცნობები ძველ ქართულ ტომთა ეთნოგენეზის, მათი დიდ ტერიტორიაზე გავრცელების, ცხოვრების პირობების, პანთეონისა და სხვათა შესახებ. აპოლონიოს როდოსელის /ძვ.წ. III საუკუნე/ "არგონავტიკაში” დამოწმებულია კოლხეთის სხვადასხვა გეოგრაფიული პუნქტები. აღნიშნული ცივილიზაციების უტყუარი წყაროა ციხე-გოჯი "არქეოპოლისი” – ქუჯისა და ფარნავაზის მითის ცოცხალი წყარო.

აქ, დადიანების სასახლეშია დაბრძანებული ღვთისშობლის კვართი.
ცნობები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ სიწმინდეთა შესახებ უხვადაა დაცული უცხოელ ავტორთა თხზულებებში-ესენია წმინდა კვირიკესა და წმინდა მარინეს მკლავები. არქანჯელო ლამბერტი პირდაპირ მითითებას იძლევა წმინდა ნაწილების სამეგრელოში დაბრძანების შესახებ.

ზუგდიდი- სამეგრელო_ზემო-სვანეთის რეგიონული ცენტრია. ქვეყნისათვის თავგანწირული გმირისა და ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული პიროვნების ცოტნე დადიანის
ქალაქი. დადიანები იყვნენ მთავრები ფეოდალურ საქართველოში, აქ იყო უკანასკნელი ქართული სამთავრობო ცენტრი, რომელიც შენარჩუნებული იყო მეფის რუსეთის ხელისუფლების პერიოდშიც. დადიანების სამთავროში შექმნილი იყო კულტურული გარემო, სადაც მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი და ევროპელი მოღვაწეები, ეს იყო იმ პერიოდში ერთადერთი ევროპულ ცივილიზაციასთან "გაჭრილი ფანჯარა”. ევროპულ კულტურასთან თანაზიარობის მრავალი დოკუმენტი ინახება დადიანების სასახლეში- უნიკალური ფრანგული, ინგლისური და იტალიური სხვადახვა ჟანრის ლიტერატურა, პარტიტურები, ცნობილ მხატვართა ფერწერული ნამუშევრები, ავეჯი, ჭურჭელი, ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები.

განსხვავებული და მრავალფეროვანია სამეგრელო_ზემო-სვანეთის ბუნება და ჰავა, სუბტროპიკული ზონის შავი ზღვის კურორტებიდან რამდენიმე საათში შეგიძლია მოხვდე მთის მწვერვალების ალპურ ზონაში.
კოლხეთის ზურმუხტოვანი ბარი და სამეგრელოს მარადმწვანე მთები, კონტრასტული ლანდშაფტებით მნახველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ქალაქ ფოთის მიდამოებში, რომელიც თანამედროვე ქართული ეკონომიკის სტაბილურობისა და განვითარების სერიოზული წერტილია აბრეშუმის გზაზე გამავალი უმნიშვნელოვანესი საზღვაო პორტით, უძველესი ფაზისის არსებობას ანტიკური ხანის ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონიც ადასტურებს. "ფაზისის პირას მდებარეობს მისი მოსახელე ქალაქი, კოლხების ემპირიონი, რომელსაც წინ უძევს მდინარე, ტბა და ზღვა” უმშვენიერესი "კოლხეთის პარკი” www.knp.ge უძველეს და ისტორიულ ქალაქ ფოთთან, დაუვიწყარ დასვეენებას სთავაზობს ადგილობრივ თუ ჩამოსულ ტურისტს.

სამეგრელო_ზემო-სვანეთის ტერიტორიაზე ასეულობით ხუროთმოძღვრული ძეგლია აგებული: საკულტო შენობები, ეკლესია-მონასტრები, სათავდაცვო თუ სამეურნეო ნაგებობები. ხოლო შუასაუკუნეობრივი აღმშენებლობა უმთავრესად საეკლესიო ნაგებობითაა წარმოდგენილი.
უძველეს მონასტერთა შორის აღსანიშანავია მარტვილ-ჭყონდიდის მონასტერი, რომელიც X საუკუნეში ქართული ეკლესიის ერთ-ერთ ბურჯად აქცია აფხაზთა მეფე გიორგი მეორემ, ხოლო ბაგრატ მეოთხემ ჭყონდიდი სამოღვაწეო კათედრად მიუჩინა გიორგი მთაწმინდელს. "ქართლის ცხოვრების” ცნობით ბაგრატ IV მარტვილის მონასტერშია დამარხული.

მარტვილში, სალხინო-თარგამოულის და ბანძის მიკროზონებში აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში ოჯალეშისგან მზადდება ბუნებრივად ტკბილი და მშრალი, ჯიშური დასახელების უნიკალური ღვინო "ოჯალეში”. XIX საუკუნეში სამეგრელოს მთავრის სიძეს, ფრანგ მიურატს სოფელ სალხინოში დამზადებული ოჯალეში გაუგზავნია პარიზში საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსზე, სადაც იგი უმაღლესი ჯილდოთი "გრან-პრით” დაუჯილდოებიათ.


საქართველოს არსებობის მანძილზე, ისევ როგორც დღეს, სამეგრელო და სვანეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში.

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 1729 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz