ხუთშაბათი, 05.12.2024, 05:51მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩვენი გამოკითხვა

რომელი კატეგორია დავდოთ ??
სულ პასუხი: 1762

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

web site analyser
სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0
წევრები:

Top Sites

Russian America Top. Рейтинг ресурсов Русской Америки.
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 1 » ზუგდიდის მნიშვნელოვანი მოვლენები
13:21
ზუგდიდის მნიშვნელოვანი მოვლენები

„სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე-დიდი საქართველო! ბევრი ჭირი უნახავს საქართველოს. მრავალს ქარტეხილს გადაუვლია ზურგზედა მისსა. მაგრამ ყოველთვის ჟამსა რღვევისა და გაწბილებისა...მტერთა მისთა დამთრგუნველი სამეგრელო იყო. იგი იყო ერთსულ და ერთგულ იმ სხეულისა, რომელსაც საქართველო ეწოდება, ასე იყო წინეთ, ეგრე არის ახლა. ეგრე დარჩება მომავალშიც."

ილია ჭავჭავაძე

      ზუგდიდის ისტორიული დასაწყისი ლეგენდარულ კოლხეთში აქვს. ის იყო კოლხეთის ნაწილი, რომლის ისტორიულობას და უაღრესად საინტერესო წარსულს ხაზს უსვამს მითი არგონავტების შესახებ. ზუგდიდი ისტორიულად სამეგრელოს სამთავროს სატახტო ქალაქი იყო და შესაბამისად მის პოლოტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა..
     ქალაქს ამ სახელით წერილობით XVII საუკუნიდან იხსენიებენ. მანამდე ის წარმოადგენდა სავაჭრო ცენტრს, ისიც იმიტომ, რომ  აქ იყო დადიანის სასახლე და სამთავრო ტახტი. როგორც ქალაქი ის XIX საუკუნის 30-იან 40-იან წლებში იწყებს ჩამოყალიბებას.

ზუგდიდის ისტორია - piece.2008-04-17.0432899960

     არქანჯელო ლამბერტი წერს: „ზუგდიდი შენდება ვრცელ მინდორზე, რომელსაც საზღვრავენ: აღმოსავლეთით სასახლე და ბაღი დადიანისა, ჩრდილოეთით რამდენიმე სასახლე და პატარა მდინარე, დასავლეთით დროებითი სასახლე თავადის გრიგოლისა, ძველი სასახლე მთავრისა და დაღმართით, წყლისაკენ რომელზედაც დამწკრივებულია სახლები და მათ შორის ახალი, ჯერ კიდევ მოუთავებელი სახლი თავად გრიგოლისა  და დასასრულ, სამხრეთით, საკმაოდ ვრცელი ბაზარი, აგებული დავით დადიანისაგან, რომელსაც ეტყობა სახეში ჰქონია დაეფუძნებია აქ დიდი ვაჭრობა თავის ქვეყნის მიწის ნაყოფისა და ერთმანეთთან თუ გარეშეებთან დაახლოებით, გაევრცელებინა აქ იდეები განათლებისა. რამდენიმე ასეული სახლები გაშენდნენ აქ ორ-სამ წელს საყოველთაო  სასარგებლოდ, თუ ეს მოძრაობა გაგრძელდა, ზუგდიდს მალე დაეტყობა აყვავება."
1830 წელს გრიგოლ დადიანი აგებს ზუგდიდის ვლაქერნის სახელობის ღვთისმშობლის ეკლესიას, რომელიც განსაკუთრებულ ხიბლს აძლევს ზუგდიდს. მთავარს გასჩენია იდეა, რომ ტაძრის მიმდებარე ტერიტორია და შემდეგში ქალაქიც გრიგოლოპოლად  ყოფილიყო წოდებული. ამისთვის იმპერატორისთვისაც მიუმართავს, თუმცა მას შემოუთვლია,  რომ ზუგდიდი ჭაობისა და ხავსის სამფლობელოა და მაშინღა ეწოდებოდა სახელი, როცა ის აშენდებოდა.. .დავითის დროს ზუგდიდი „მაზრად" გადაკეთდა. მაზრის მდივანბეგები იყვნენ თეიმურაზ აგიაშვილი, კაცია ჩიჩუა და დუტუ დადიანი. 1851 წელს ზუგდიდის მოსახლეობა 2000-ს შეადგენდა.
    ზუგდიდის ქალაქად ფორმირება XIX საუკუნის 30-40 წლებიდან იწყება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ზუგდიდის ქალაქმშენებლობის ისტორიისათვის სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის პროგრესული საქმიანობა, რამაც ხელი შეუწყო ქალაქის კულტურულ და სამრეწველო განვითარებასა და განაშენიანებას. თავისი ფუნქციების მიხედვით ზუგდიდი წარმოადგენდა ადმინისტრაციულ - სავაჭრო ქალაქს, სადაც განვითარებული იყო ხელოსნობა და შინამრეწველობა.  1848 წელს ზუგდიდში აბრეშუმის ძაფსახვევი ქარხანა აშენდა, რომელიც პირველი სამრეწველო საწარმო იყო სამეგრელოში.  1850 წელს ზუგდიდში არყის სახდელი ქარხანა აშენდა. დავით დადიანის სახელთან არის დაკავშირებული კულტურული ფუნქციის განვითარება: 1844-45 წლებში ბიბლიოთეკის დაარსება, სადაც დაცული იყო საქართველოს უძველესი ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნები. ბიბლიოთეკაში წარმოდგენილი იყო თავისებური ლიტერატურული სალონი, სადაც იკრიბებოდნენ, ალ. ჭავჭავაძე, გ. ორბელიანი, პ. იოსელიანი, გ. დადიანი და სხვები.

  ქალაქის განუმეორებელი იერსახის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, დავით დადიანის თაოსნობით და მეუღლის ეკატერინე ჭავჭავაძის დიდი ხელშელშეწყობით შექმნილმა სასახლის ბაღმა. მან უკვე XIX საუკუნის 50-იან წლებში გაითქვა სახელი ეგზოტიკური მცენარეულობის მდიდარი კოლექციით. როგორც პარკების მკვლევარები აღნიშნავენ, თავისი მცენარეული მრავალფეროვნებით იგი იმ დროს ერთადერთი ყოფილა ამიერკავკასიაში. XIX საუკუნის 1844-1845 წლებში ზუგდიდში ორგანიზებულ იქნა ჭადრაკის მოყვარულთა წრე, რომლის აღზრდილად ითვლება დავით დადიანის უმცროსი შვილი და ეკატერინე ჭავჭავაძის შთამომავალი,  ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ანდრია დადიანი.
1856 წელს ზუგდიდი გახდა ომარ ფაშას სათარეშო ადგილი.კოკისა და კახათის ბრძოლის შემდეგ მან ზუგდიდიც აიღო. გადაწვა მთავრის სასახლე და გაავერანა ბოტანიკური ბაღი.. 1857წელს ეკატერინე ჭავჭავაძე მემკვიდრეთურთ პეტერბურგს გაიწვიეს. 1867 წელს სამეგრელოში ოფიციალურად გაუქმდა მთავრის ინსტიტუტი.
      ზუგდიდის ქალაქად ფორმირების საქმეში გარკვეული წვლილი მიუძღვის გამოჩენილ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს რაფიელ ერისთავს, რომელიც 1857-1867 წწ-ში ზუგდიდის მაზრის უფროსი იყო. კერძოდ, მის მიერ დაგეგმილი ქალაქის ცენტრალური ხეივანი, დღესაც გამორჩეულია საქართველოს ქალაქების ფონზე, თავისებურებებითა და სილამაზით. ეს ხეივანი მდებარეობს დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.  1918 წელს ზუგდიდს ოფიციალურად ენიჭება ქალაქის სტატუსი.

კოლხეთის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას ხელს უწყობდა გეოგრაფიული მდგომარეობა და საქარავნო გზები, რომლებიც მაშინდელი ევროპის, შორეული აღმოსავლეთის, ირანის, ინდოეთისა და ჩრდილო კავკასიისაკენ მიემართებოდა. მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან კოლხეთს უძველესი დროიდან ჰქონდა ურთიერთკავშირი. თქმულები არგონავტებზე სწორედ ამის დამადასტურებელია.
    IX საუკუნის 60-იანი წლების მეორე ნახევარში საფუძვლიანად შეკეთდა ზუგდიდთან მისასვლელი გზები. 1872 წელს ამის თაობაზე პაველ სემენენკო წერდა: ,,ხუთი წლის წინ ზუგდიდამდე მიღწევა მეტად ძნელი იყო, იმის გამო, რომ არ არსებობდა თუნდაც  უბრალოდ ტკეპნილი გზა. აქამდე აღწევდნენ მხოლოდ ცხენით, ვიწრო ბილიკით... ამჟამად კი ამ ადგილებში შეიძლება საკმაოდ მშვიდად იაროთ ეტლებითაც კი თვით მთელს მაზრაში, რადგან ყველგან მოხრეშილი თემშარეია ..." X საუკუნის დამდეგიდან ავტომობილებმაც დაიწყეს ზუგდიდ-სენაკს შორის ყოველდღიური მიმოსვლა. 1921-25 წლების მონაცემებით, ქვეყანაში არსებულმა საჭაპანო გზების საერთო სიგრძემ 6635 კმ შეადგინა, აქედან ზუგდიდის მაზრაზე მოდიოდა 358 კმ. 1927 წელს ექპლუატაციაში შევიდა სენაკ-ინგირის ხაზი (ზუგდიდის განშტოებით), 1930 წელს კი ინგირი-გალის უბნები. გარდა ამისა, შენდებოდა ქაღალდკომბინატთან დამაკავშირებელი გზები. უკანასკნელი ხაზი ზუგდიდი-ჯვარი 1972 წელს ამოქმედდა ენგურჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ინტენსიური გახდა მოძრაობა აბაშა - სენაკი - ხობი- ინგირის მონაკვეთზე 1949 წლის შემდეგ, როცა შავიზღვისპირეთის რკინიგზა ნორმალური ფუნქციონირება დაიწყო და საქართველო რუსეთს უმოკლესი გზით დაუკავშირდა.. 60-იან წლებში ტვირთბრუნვის მაჩვენებლითა და ეკონომიკური მნიშვნელობით აღსანიშნავი იყო ზუგდიდის რკინიგზის სადგური.

ზუგდიდის სწრაფი ტემპებით განვითარება XX საუკუნის II ნახევრიდან იწყება: აშენდა თეატრი, კინო-თეატრი, სტადიონი, სკოლები, საბავშვო ბაღები. ზუგდიდში მსხვილი და საშუალო სიდიდის 18 სამრეწველო საწარმო ფუნქციონირებდა, რომელიც ყოველწლიურად 200-220 მლნ. ამერიკული დოლარის პროდუქტს აწარმოებდა. ამიერკავკასიაში ერთადერთი ქაღალდის კომბინატი და ფაიფურის ქარხანა მხოლოდ ზუგდიდში ფუნქციონირებდა. ზუგდიდის მრეწველობა პირველ რიგში ძვირფასი სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის ბაზაზე აღმოცენდა. მრეწველობის განვითარებას საფუძვლად ედო ცენტრალიზებული დაგეგმვა.აქ ძირითადად ფუნქციონირებდა კვებისა და საშენ მასალათა მრეწველობის საწარმოები, ასევე მანქანათმშენებლობისა და ლითონდამუშავების, ხე-ტყის, ხის დამმუშავებელი და ცელულოზა - ქაღალდის, მსუბუქი და მრეწველობის სხვა დარგების საწარმოები.განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ზუგდიდის ცელულოზა-ქაღალდის კომბინატი, რომლის 1939 წელს ექსპლუატაციაში შესვლა რაიონის სამრეწველო განვითარებაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ჯერ კიდევ XX საუკუნის 30-იან წლებში ამოქმედდა ჩაის პირველადი გადამუშავების, ხოლო 1941 წელს ცაიშის საწნეხი ფაბრიკა.არათუ რეგიონის, არამედ მთელი რესპუბლიკის  ენერგეტიკული ბაზის განმტკიცების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა ენგურჰესმა, რომლის მშენებლობა 1861-1980 წლებში განხორციელდა. ეს იყო ზუგდიდის მრეწველობის შემდგომი განვითარების ერთგვარი სტიმული.ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ პერსპექტიულ საწარმოთა რიცხვს განეკუთვნება ფაიფურის ქარხანა, რომელიც ამოქმედდა 1976 წელს, რომლის საწარმოო სიმძლავრე შეადგენდა 28 მლნ ცალ ფაიფურის ჭურჭელს.1941 წელს მთლიანად შევიდა ექსპლუატაციაში ზუგდიდის საკონსერვო ქარხანა. პროდუქციის ძირითადი ნაწილი მოდიოდა ხილბოსტნეულის კონსერვებზე, ხილის წვენების წარმოებაზე.ზუგდიდში მოქმედებდა ეთერზეთების კომბინატი. ეთერზეთების წარმოება ერთ-ერთი შემოსავლიანი და პერპექტიური დარგი იყო. ზუგდიდში მოქმედებდა დაფნის კომბინატი, სადაც გამხმარი ფოთლის დაფასოებასთან ერთად დაფნის ზეთსაც ამზადებდნენ. კვების მრეწველობის დარგებიდან აღსანიშნავია ფქვილის, ღვინის, პურსაცხობი, ხორცის, ლუდის, უალკოჰოლო სასმელების წარმოება .1967 წლიდან ზუგდიდი გახდა რესპუბლიკის დაქვემდებარებული ქალაქი. 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოში სამოქალაქო ომის პერიოდში მოიშალა ეკონომიკის სისტემა, დროებით შეჩერდა აღმშენებლობითი პროცესი. 1995 წლიდან ზუგდიდი გახდა ისეთი დინამიური ქალაქი, სადაც სწრაფი ტემპით დაიწყო ყველა სფეროს აღორძინება - განვითარება.

       აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების დღიდან აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოიარა რაიონის ტერიტორია და უმრავლესობამ აქ დაიმკვიდრა ბინა. ქალაქში ფუნქციონირებს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ დევნილთა პრობლემებზე, ასევე აფხაზეთიდან დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლობა.ზუგდიდშია დევნილთა სამეგრელოს პოლიკლინიკა და საავადმყოფო, რომელსაც კოორდინაციას უწევს დევნილთა სამეგრელოს დროებითი სამედიცინო სამსახურის ცენტრი. ასევე აფხაზეთ №11 საჯარო სკოლა და დევნილთა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლობა.

   2003 წლიდან დაჩქარებული ტემპით დაიწყო შუალედი აღმშენებლობითი პროცესი. განვითარდა ზუგდიდის ეკონომიკა, შეკეთდა გზები, ყურადღება ექცევა ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას, კულტურული სფეროებისა და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას. ახალგაზრდების განათლებას ემსახურება ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, სპორტის აკადემიის ზუგდიდის ფილიალი, 12 საჯარო სკოლა და სხვა სპეციალური სასწავლებლები.

       ზუგდიდში ფუნქციონირებს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ,,ოდიში", გამოდის გაზეთები: ,,ზუგდიდი",  ,,ახალი ზუგდიდი". ჟურნალი ,,ზუგდიდელები". არის ადგილობრივი რადიო მაუწყებლობა ,,ოდიში+" და ,,ათინათი". რეგისტრირებულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათი საქმიანობის სფერო გამოირჩევა მრავალფეროვნებით. წარმატებული ორგანიზაციებია: ,,ათინათი", ასოციაცია ,,გაენათი", ,,ორდუ", ,,იმედი", პროფესიული დასაქმებისა და გადამზადების ცენტრი, ქართულ - გერმანულენოვანი ქვეყნების კულტურულ ურთიერთობების ასოციაცია ,,ქართულ-გერმანული სახლი"  და სხვა.

     აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა ახალი ქარხნები. 2006 წელს აშენდა თხილის გადამამუშავებელი ქარხანა ,,არგონათსი", რომელიც აღჭურვილია იტალიური კომპანია ,,ბრილინდის" უახლესი ტექნოლოგიებით და ხარისხის კონტროლის თანამედროვე ლაბორატორიით. ქარხანა აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა თხილის ხუთი დასახელების პროდუქტს: გარჩეული, მოხალული, დაჭრილი, პასტა და დაშაქრული.საქართველოში წარმოებული თხილი უმაღლესი ხარისხისაა მისი კალორიულობა 7-8%-ით აღემატება მსოფლიოს წამყვანი თხილის მწარმოებელ ქვეყნებში გამოშვებული თხილის კალორიულობას.

     შ.პ.ს ,,ეთერზეთები" დაფუძნდა 1995 წელს. შექმნილი აქვს საკმაოდ ძლიერი მატერიალურ - ტექნიკური ბაზა უახლესი ტექნოლოგიური ხაზებით. ძირითადი პროდუქცია: სხვადასხვა ეთეროვანი ზეთები, რომლებიც გამოიყენება პარფიუმერია კოსმეტიკისა და კვების მრეწველობაში, მედიცინის სფეროში. ფირმის პროდუქციაზე დიდი მოთხოვნებია ევროპის ბაზარზე. პროდუქცია არის ეკოლოგიურად სუფთა და მთლიანად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს.

     შ.პ.ს. ,,ლეკო" - კომპანია რეგიონში პურისა და პურ-ფუნთუშეულის წარმოებაში ლიდერია. აქვს პურის მიკროქარხანა იტალიიდა შემოტანილი უახლესი ტექნოლოგიური ხაზებით.

    ზუგდიდში ფართოდ არის განვითარებული მხატვრული თვითშემოქმედება, შექმნილია მრავალი მხატვრული კოლექტივი, მუსიკალური, თეატრალური ჯგუფები. განვითარებულია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ფუნქციონირებს კინოთეატრი. ქალაქის კულტერულ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს თეატრი. ჯერ კიდევ XIX საუკუნის II ნახევრიდან იმართებოდა სცენისმოყვარულთა სპექტაკლები. პირველი დრამატული თეატრი 1923 წელს დაარსდა, რომელიც შალვა დადიანის სახელს ატარებს.

თავისებურად განუმეორებელი და ულამაზესი ქალაქი - ზუგდიდი, ამჟამად არის სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარის ცენტრი.


კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 4223 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz