ხუთშაბათი, 12.12.2024, 05:04მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩვენი გამოკითხვა

რომელი კატეგორია დავდოთ ??
სულ პასუხი: 1762

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

web site analyser
სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
წევრები:

Top Sites

Russian America Top. Рейтинг ресурсов Русской Америки.
მთავარი » სამეგრელოს ინფორმაციები

ხობის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში, კოლხეთის დაბლობის ცენტრში. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით _ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით _ სენაკის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-დასავლეთით _ ქ. ფოთის ტერიტორია, დასავლეთით _ შავი ზღვა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია 676 კმ2-ს შეადგენს და განთავსებულია ზღვის დონიდან 2_470 მ-მდე სიმაღლეზე. განეკუთვნება კოლხეთის დაბლობის სუბტროპიკულ ნოტიო კლიმატურ ზონას და ხასიათდება თბილი ზამთრითა და ცხელი ნოტიო ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა +140ჩ-ია. მდიდარია ჰიდრორესურსებით _ უხვადაა დაქსელილი მიწის ზედა წყლებით, ასევე შიგა წყლებით (ბევრია ჭაობი, მცირე ტბა და თერმული (გოგირდოვანი) წყლები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 22% უკავია ტყეს (ძირითადად ფოთლოვანი ჯიშები).

ბუნებრივი მცენარეულობა უმთავრესად შეცვლილია კულტურული მცენარეულობით.
მუნიციპალიტეტში არის 1 ქალაქი და 20 ადმინისტრაციული ერთეული 56 სოფლით.
მუნიციპალიტეტის ცენტრი ქ. ხობი (ზღვის დონიდან 25 მ) დედაქალაქიდან დაშორებულია 285 კმ-ით (რკინიგზით), 15 კმ-ის მანძილზე მდებარეობს სენაკის აეროპორტი, ხოლო 35 კილომეტრის მანძილზე ფოთის საზღვაო პორტი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ჰკვეთს ევრაზიის რკინიგზის მაგისტრალი და საავტომობილო გზა.
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 2564 | დაამატა: admin | თარიღი: 01.12.2009 | კომენტარი (0)


აბაშა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრაში შედიოდა, 1917-1930 წლებში — სენაკის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია, 1963-1966 წლებში შედიოდა ყოფილ გეგეჭკორის (ამჟამად მარტვილის) რაიონში.
ბუნება
აბაშა მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 20-50 მ-ის სიმაღლეზე. ტერიტორია — 322 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 210 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები რიონი, ცხენისწყალი, აბაშა, ნოღელა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა საშენი ქვიშა და სააგურე თიხა. გეოგრაფია
აბაშა მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე, 1930 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემდეგ არის ცალკე რაიონი და მდებარეობს ამჟამინდელ საზღვრებში: ჩრდ-ით ესაზღვრება - მარტვილის, აღმოსავლეთით სამტრედიის, სამხრეთით სამტრედიისა და ლანჩხუთის, დასავლეთით სენაკის მუნიციპალიტეტი. ფართობი - 320,8 კმ2, ადმინისტრაციული ცენტრი ქ. აბაშა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზღვის დონიდან 20-50 მ სიმაღლის ვაკე-დაბლობია, აგებულია მეოთხეული ნალექებით (რიყნარით, ქვიშებით, თიხებით), უმაღლესი ადგილია სოფ. სეფიეთის მიდამოები, მოიპოვება მაღალი ხარისხის საშენი ქვიშა, ხრეში და სააგურე თიხა.

მუნიციპალიტეტში გაბატონებულია ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, საშუალო წლიური ტემპერატურაა - 14 ცელსიუსი, იანვრის ტემპერატურა - 4,9 ცელსიუს ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 3659 | დაამატა: admin | თარიღი: 01.12.2009 | კომენტარი (0)


„სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე-დიდი საქართველო! ბევრი ჭირი უნახავს საქართველოს. მრავალს ქარტეხილს გადაუვლია ზურგზედა მისსა. მაგრამ ყოველთვის ჟამსა რღვევისა და გაწბილებისა...მტერთა მისთა დამთრგუნველი სამეგრელო იყო. იგი იყო ერთსულ და ერთგულ იმ სხეულისა, რომელსაც საქართველო ეწოდება, ასე იყო წინეთ, ეგრე არის ახლა. ეგრე დარჩება მომავალშიც."

ილია ჭავჭავაძე

      ზუგდიდის ისტორიული დასაწყისი ლეგენდარულ კოლხეთში აქვს. ის იყო კოლხეთის ნაწილი, რომლის ისტორიულობას და უაღრესად საინტერესო წარსულს ხაზს უსვამს მითი არგონავტების შესახებ. ზუგდიდი ისტორიულად სამეგრელოს სამთავროს სატახტო ქალაქი იყო და შესაბამისად მის პოლოტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა..
     ქალაქს ამ სახელით წერილობით XVII საუკუნიდან იხსენიებენ. მანამდე ის წარმოადგენდა სავაჭრო ცენტრს, ისიც იმიტომ, რომ  აქ იყო დადიანის სასახლე და სამთავრო ტახტი. როგორც ქალაქი ის XIX საუკუნის 30-იან 40-იან წლებში იწყებს ჩამოყალიბებას.

ზუგდიდის ისტორია - piece.2008-04-17.0432899960

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 4227 | დაამატა: admin | თარიღი: 01.12.2009 | კომენტარი (0)


ჩვენი ჯგუფის მიზანია სამეგრელოს რეგიონის ულამაზესი მუნიციპალიტეტის, ჩხოროწყუს მაგალითზე წარმოვაჩინოთ მთიანი სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი. ჩხოროწყუს ტერიტორია მოქცეულია ისტორიული კოლხეთის საზღვრებში. მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია ასობით ექსპონატი, რომლებიც ძველი კოლხეთის ეკონომიკური და პოლიტიკური სიძლიერის უტყუარი დასტურია. პალეოლითის, ნეოლითის და ენეოლითის ხანის მასალები ადასტურებენ ამ ტერიტორიაზე აბორიგენი მოსახლეობის არსებობას. გათხრების შედეგად მოპოვებული კერამიკის და რკინის ნიმუშები მეტყველებენ ადრეულ საუკუნეებში მეტალურგიისა და კერამიკის წარმოების განვითარებაზე. ასევე მნიშვნელოვანია საფეიქრო წარმოების ნიმუშები, რომლებიც ადასტურებენ დიდ აბრეშუმის გზასთან მუნიციპალიტეტის უშუალო კავშირს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩხოროწყუს მთიანეთი, სადაც ტურიზმის განვითარების საუკეთესო პირობებია. აქ შესაძლებელია ზაფხულის ერთ თაკარა დღეს წელიწადის ყველა დროში იმოგზაურო: იხილო თვალჟუჟუნა ენძელების ფაქიზი მზერა და ასიოდე მეტრში მარადიული მყინვარის სუსხიანი სუნთქვა, მზით გათანგული მდელოს მიმქრალი მაჯისცემა და ახლადაბიბინებული მდელოს ხასხასა სიმწვანე. ალპური ტბები ეგრისის ქედის მშვენებაა. მწვერვალები „ცაშკიბული" და „ჭითაგვალა" ორი ულამაზესი ტბის დარაჯია, რომლებსაც მეჯოგენი „ტობავარჩხილს" ანუ ვერცხლის ტბას ეძახიან.

სპელეოლოგიის მოყვარულთათვის ჩხოროწყუ ნამდვილი ოაზისია, მიგარიის კირქვულ მასივში აღმოჩენილია ათობით გამოქვაბული და ტერიტორია სპელეოლოგების მიერ გამოცხადბეულია სპელეო პოლიგონად. საქართველოს სპელეო–კავში ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 1948 | დაამატა: admin | თარიღი: 30.11.2009 | კომენტარი (0)


ზუგდიდი — ქალაქი სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. გაშენებულია ოდიშის დაბლობზე, მდინარე ჩხოუშის ნაპირას, ზღვის დონიდან 110 მ სიმაღლეზე. მოსახლეობა 69 000 ათასი (2009 წ.).
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 10095 | დაამატა: admin | თარიღი: 13.11.2009 | კომენტარი (1)

« 1 2 3 4 5 6
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz