ხუთშაბათი, 12.12.2024, 05:03მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩვენი გამოკითხვა

რომელი კატეგორია დავდოთ ??
სულ პასუხი: 1762

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

web site analyser
სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
წევრები:

Top Sites

Russian America Top. Рейтинг ресурсов Русской Америки.
მთავარი » სამეგრელოს ინფორმაციები

სამეგრელო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
სამეგრელო
სამარგალო
ისტორიული სამეგრელო

დევიზი: ძალა ერთობაშია

ადმ. ცენტრი ზუგდიდი
რეგიონი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე
რწმუნებული ზაზა გოროზია
ფართობი 7,441 კმ²
მოსახლეობა 451852 (2002)
სიმაღლე 0-4493 მ (ზღვის დონიდან)
კოორდ. დასაზუსტებელია
დრ. სარტყელი დზკ +4 (ზდ +3)

სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისისაგან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან, XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს მეგრელებით დასახლებულ ტერიტორიას მდინარე ფსირცხასა და ცხენისწყალს შორის. მისი დედაქალაქია ზუგდიდი.

გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში. XVII საუკუნიდან აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა.

დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და მოიცავს ქალაქ ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 2563 | დაამატა: admin | თარიღი: 08.01.2011 | კომენტარი (0)

სამეგრელოს ტერიტორია გამოირჩევა მდინარეთა ჰიდროგრაფიული ქსელების კარგი განვითარებით. აქ აღრიცხულია 2441 დიდი და მცირე მდინარე, რომელთა საერთო სირგძე 5191 კმ–ს შეადგენს. მათ წილზე მოდის საქართველოს მდინარეთა საერთო რაოდენობის 9.3‰ და საერთო სიგრძის 7.6‰. აქედან 10 კმ–ზე მეტი სიგრძის მდინარეები 43‰–ის, საერთო სიგრძით 1183 კმ.

უდიდესია ხობისწყალი, რომლის სიგრძე 150 კმ–ია და მეექვსე მდინარეა საქართველოს დიდ მდინარეთა შორის. იგი შედგება 1485 შენაკადისაგან.

მეორე ადგილზეა მდინარე ტეხური, მესამე ადგილზეა მდინარე აბაშა.

სამეგრელოს ჩრდილო–დასავლეთ და სამხრეთ კიდეზე გაედინებიან ტრანზიტული მდინარეები – ენგური, ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 3723 | დაამატა: admin | თარიღი: 08.12.2009 | კომენტარი (3)

სამეგრელო, ფიზიკური ვარჯიშების, ხალხური თამაშობების და სპორტის ეროვნული სახეობების განვითარების მხრივ ცნობილ ისტორიულ მხარედ ითვლება. მისი ეთნოგრაფია მდიდარია ფიზიკური აღზრდის და ხალხური თამაშების ამსახველი მასალებით. მშვილდოსნობა, ცხენოსნობა, ნიშანში სროლა, ჭიდაობა და სხვ. საუკუნეების მანძილზე თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ადამინებს უვითარებდა სიმარდეს, სისწრაფეს, ფიზიკურ ძალას, სიზუსტეს, მოხერხებულობას და სხვა ვაჟკაც ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 1919 | დაამატა: admin | თარიღი: 08.12.2009 | კომენტარი (1)


საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებასთან, სამეგრელოს მოსახლეობაში იცვლებოდა არსებული ადათ-ჩვევები. მაგრამ ძველიც სამუდამოდ არ ისპობოდა და ამ ძველის დამახასიათებელი ზოგიერთი ჩვევა გადმონაშთის სახით არსებობას განაგრძობდა.

ჩვენ მიერ აქ აღწერილი ადათ-ჩვევები ეკუთვნის 1917 წ. ოქტომბრის რევოლუციის წინა პერიოდს და იგი არსებითად განსხვავდება დღევანდელისაგან.

ნიშნობა და ქორწილი. სამეგრელოში წინათ ქალ-ვაჟის დაქორწინება მხოლოდ მშობლებს ეკითხებოდა და ვისაც მშობლები აირჩევდნენ, ჯვარსაც იმაზე იწერდნენ. ნიშნობამდის, პირველი ყოვლისა, უნდა გამოერკვიათ ქალ-ვაჟისა და მათი მშობლების ვინაობა, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა და სხვა. ამისათვის ირჩევდნენ შეუკაცებს— „მარებ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 2765 | დაამატა: admin | თარიღი: 03.12.2009 | კომენტარი (0)


სამეგრელო მდიდარია ნივთიერი კულტურის ძეგლებით და აქ თითქმის ყველა რაიონში დაცულია ციხე-კოშკები, ეკლესია-მონასტრები, ძველი ტიპის სადგომები და სხვა.

მათ შორის შესანიშნავია: მარტვილის მონასტერი, ბედიის ან აგუბედიის ტაძარი, ხობისა, ცაიშისა, წალენჯიხისა, ოცინდალისა და სხვა ეკლესიები.

აქაური ციხე-კოშკები აგებულია სტრატეგიულად და გეოგრაფიულად მნიშვნელოვან პუნქტებში, უმეტეს შემთხვევაში, მდინარის პირას, რომლის მიმართებით გადიოდა სამხედრო თუ სავაჭრო მნიშვნელობის გზა.

სამეგრელოში სოფლის მოსახლე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 3057 | დაამატა: admin | თარიღი: 03.12.2009 | კომენტარი (0)


შინამრეწველობა და ხელოსნობა დაკავშირებულია ადგილობრივ ბაზრის მოთხოვნასთან და ჩვენი შინამრეწველები ქალაქად თუ სოთლად ამზადებენ იმ საქონელს, რომელიც ესაჭიროება რაიონის მოსახლეობას.

ფეიქრობა. წინათ სამეგრელოში ქსოვილებს ოჯახებში ამზადებდნენ. ქალები გავარჯიშებული იყვნენ ბამბის, აბრეშუმისა და შალეულის ქსოვაში და თითქმის ყველა ოჯახში ჰქონდათ საპენტი იარაღები, ჩიხრიხი, საქსოვი დაზგა თავისი მოწყობილობით და სხვა.

მეჭურჭლეობას სამეგრელოში ძველადვე მისდევდნენ. განსაკუთრებით აკეთებენ თიხის ჭურჭელს, რა ... კითხვის გაგრძელება »

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 2824 | დაამატა: admin | თარიღი: 03.12.2009 | კომენტარი (1)


სამეგრელო მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყანაა, ამიტომ დროთა ვითარებაში იცვლებოდა მისი სამეურნეო ცხოვრების სხვადასხვა დარგი, საწარმოო იარაღები და შრომა-საქმიანობის პროცესები.

უძველესი დროიდან სამეგრელოში ითესებოდა ღომი, (Panicum italicum), მეგრული „ჩხვერი" და „ჭკიდი" (ლათინური milium), რომლებიც მოსახლეობის მთავარ საკვებ პურეულს შეადგენდა.

... კითხვის გაგრძელება »

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 3835 | დაამატა: admin | თარიღი: 03.12.2009 | კომენტარი (1)


მეგრელები ეროვნებით ქართველები არიან. ისტორიულ წარსულში ეთნოგრაფიულ სამეგრელოში შედიოდნენ მეგრელების მონათესავე ტომი ჭან-ლაზები, რომლებიც მეგრელებთან ერთად დღესაც მეტყველებენ მეგრულ-ჭანურ ან ზანურ ენაზე.

მეგრული ენა, როგორც ცნობილია, ეკუთვნის ქართველურ ენათა ჯგუფს და მეგრელების მშობლიური და სამწერლობო ენაც ქართულია, რომელმაც ხელი შეუწყო სამგერელოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრების დაწინაურებას.

ეთნოგრაფიული სამეგრელო „სამეგრელო", ანუ ოდიში დღეს შეიცავს საქართველოს შემდეგ რაიონებს: აბაშის, გ ... კითხვის გაგრძელება »

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 3881 | დაამატა: admin | თარიღი: 03.12.2009 | კომენტარი (0)

 

რომაელების შემოსევის შემდეგ, როგორც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, ძველი კოლხების პოლიტიკური მესვეურობა გადადის ლაზების ან ეგრისელების ხელში და მთელ ამ მხარესაც რომაელებმა უწოდეს „ლაზიკა". მაგრამ ამის შემდეგაც ამ მხარეს დიდხანს შერჩა პარალელურად თავისი პირვანდელი სახელწოდება — კოლხეთიც და რომაულ-ბერძნულ მწერლობაში ლაზიკა გაიგივებულია კოლხეთთან.

ლაზურ-მეგრულრი ტომობრივი სახელწოდება—ლაზი სვანური წარმოშობისაა „ზან" ან „ჭან", რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ სვანები მეგრელებს დღესაც ეძახიან „ზანარ"-ს სამეგრელოს კი „ზან"-ს.

ლაზურ-მეგრული სამეფოს ეს რომაულ-ბიზანტიური სახელწოდება — ლაზიკა ქართულ საისტორიო მწერლობაში არ იხსენიება. ქართულ მატიანეში იგი ცნობილია „ეგრისი"-ს სამეფოს ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 2354 | დაამატა: admin | თარიღი: 03.12.2009 | კომენტარი (0)


1. ძველი კოლხეთი

 

სამეგრელოს ისტორიული წარსული დაკავშირებულია ძველ კოლხეთთა, რომელშიც ტერიტორიულად მთლიანად შედიოდა დღევანდელი სამეგრელო. მართალია, თანამედროვე მეგრელებისა და ძველი კოლხების ერთტომობის საკითხი ჯერ კიდევ დასაბუთებას მოითხოვს,  მაგრამ, უეჭველია, რომ მათ შორის ტომობრივ-ეთნიკური ნათესაობა უნდა არსებულიყო. ტერიტორიულად კი მეგრელები კოლხების უშუალო მემკვიდრენი არიან.

ამასთანავე, ისტორიულ-პოლიტიკურ მოვლენე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 4508 | დაამატა: admin | თარიღი: 03.12.2009 | კომენტარი (1)

« 1 2 3 4 5 6 »
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz