სამშაბათი, 19.03.2024, 12:05მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩვენი გამოკითხვა

რომელი კატეგორია დავდოთ ??
სულ პასუხი: 1761

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

web site analyser
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
წევრები:

Top Sites

Russian America Top. Рейтинг ресурсов Русской Америки.
მთავარი » 2011 » თებერვალი » 19

მე ამ სიახლეში გაძლევთ უფლებას რომ ყველამ ვინც რა ანეგდოტი იცით მეგრელებზე დაწეროს კომენტარებში ყველას გაუზიაროს და ერთად ვიხალისოთ აბა იაქტიურეთ იმედია მოგეწონებათ სიახლე აბა თქვენ იცით იაქტიურეთ და დაწერეთ თქვენთვის ცნობილი ანეგდოტი მეგრელებზე პატივისცემით ადმინისტრაცია
კატეგორია: მეგრული ანეგდოტები | ნანახია: 5335 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (11)


1)მეგრელი ჩავა სვანთან სტუმრად. მეორე დილააა და სვანი ეუბნება სტუმარს:
- 1:0
- რა 1:0?
- გუშინ ღამე გიხმარე.
გაბრაზდება მეგრელი და მესამე დილას ეს ეუბნება:
- 1:1
- რა 1:1?
- გუშინ მეც გიხმარე
- მე გაგეხუმრე
- ხოდა მაშინ 1:0


 

2)მეგრელს საყვარელი ყავს. დახურებულ სექსშია რომ ცოლი შემოუსწრებს:

– ხოხ, ლეილა??? აბა მე ვის ვტ--ავ? – არ დაიბნა მეგრელი

:-D ;-) (H)

 

3)რაჭველი მღვდელთან მივიდა:
შევცოდე , მამაო.
რა შეცოდე, შვილო?
მეგრელი მოვატყუე.
ეგ ცოდვა არაა, ეგ სასწაულია , შვილო ჩემო!


4)megreli shua dzilshia da yviris:MOGUNE TITI.. ! MOGUNE TITI ...!

da uceb coli gaagvidzebs:RA GAYVIREBDAO .....? ra da sizmari vnaxe vitom yachagebi shemogvivardnen da ro veraperi ipoves tra..shi titi shemarches da mecxredan gadamkides...da mec magito vyvirodi mogune titiiiio:-D :-D :-D 

5)მეგრელი დიდ სამამულო ომშია. გერმანელების ტანკი უტევს პოზიციებს, ესვრიან,
ვერ აჩერებენ. მეთაური მოუწოდებთ ვინმემ ყუმბარები შემოირტყას წელზე და
შეუვარდეს ტანკს. არ ჩანს მსურველი :-D მეთაური გაშმაგებული ყვირის: არავის გიყვართ სამშობლო? შეეჩეხა მეგრელს: შენ, რა არ გიყვარს სამშობლო? მოიკრიბე გამბედაობა, შემოირტყი ყუმბარები და შეაჩერე ტანკი. მეგრელი პასუხობს: როგორ არ მიყვარს სამშობლო, მე კი შევუვარდები მაგ ტა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მეგრული ანეგდოტები | ნანახია: 8418 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (3)

კატეგორია: სამეგრელოს სურათები | ნანახია: 1296 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (0)

კატეგორია: სამეგრელოს სურათები | ნანახია: 1134 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (0)

კატეგორია: სამეგრელოს სურათები | ნანახია: 1704 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (0)

კატეგორია: სამეგრელოს სურათები | ნანახია: 3273 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (1)

მარტვილის მონასტერი — ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი ქალაქ მარტვილში, სამეგრელო.
სამონასტრო კომპლექსი დგას მაღალ ბორცვზე მოხერხებულ გეოგრაფიულ და სტრატეგიულ ადგილზე, საიდანაც თითქმის მთელი იმერეთ-სამეგრელო მოჩანს. იგი გალავნითაა შემოსაზღვრული. მთავარი ტაძარი ამჯამად ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. ტაძარი თავდაპირველად ჯვრის ტიპისნაგებობა ყოფილა. თურქ-არაბთა შემოსევებმა ძლიერ დააზიანა იგი. რის გამოც X საუკუნეში გიორგი მეორემ ხელახლა საფუძვლიანად შეაკეთებინა იგი. სავარაუდოდ, ამის გამო მიაწერს "ქართლის ცხოვრება" გიორგის მარტვილის ეკლესიის აღშენებას. ტაძრის ჯვრის ტოტები მოშალეს და მოუშენეს ეკვდერები. მხოლოდ აღმოსავლეთშია ხელუხლებლად შემორჩენილი წახნაგოვანი შვერილი, ორივე მხრივ ღრმა ნიშნით.

მარტვილის მონასტერიტაძარში შემორჩენილია მე-14, მე-16, და მე-17 საუკუნის ფრესკები. მისი მშვენებაა საკურთხევლის კონქში წარმოდგენილი მარტვილის ღვთისმშობელი.

უხსოვარი დროიდან ჭყონდიდი წარმართული რელიგიის კერა იყო. მაღალ ბორცვზე იდგა ბომონი-ჭყონის (მუხის) უზარმაზარ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 2164 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (0)

მარტვილი, შუა საუკუნეების ქართული კულტურის კერა, ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ქალაქ მარტვილში. სიტყვა მარტვილი ბერძნულია, ნიშნავს წამებულს. ძვ. დასახლებული პუნქტის, მარტვილის, თავდაპირველი სახელწოდება იყო ჭყონდიდი. VII საუკუნის I ნახევარში აქ მარტვილთა სახელზე ააგეს ეკლესია - ჭყონდიდის მარტვილთა ეკლესია. X საუკუნეში დაარსდა ჭყონდიდის საეპისკოპოსო - კათედრალი მარტვილი გვიანდელი შუა საუკუნეებში ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისა გახდა და მარტვილი მხოლოდ დასახლებულ პუნქტის (დამოწმებულია XVII საუკუნის 40-იანი წლებიდან) სახელად დარჩა. მარტვილში მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა იყო გაჩაღებული. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები: სტეფანე სანანოისძე ჭყონდიდელი (X ს.), იოანე ჭყონდიდელი, იოანე მესვეტე (XI ს.), გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი (XI-XII სს.), ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი, რომანოზ მესვეტე (XIX ს.) და სხვა. მარტვილის ხელნაწერთა კოლექცია დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში. მარტვილის ტაძარი გეგმით ძალიან ჰგავს მცხეთის ჯვრის ტაძარს, მაგრამ არ იმეორებს მას. ხუროთმოძღვარმა აქ მიმართა თემის თავისუფალ ინტერპრეტაციას და ფაქტობრივად დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოები შექმნა. შენობის გეგმაში შეტანილია ზოგი ცვლილება: გუმბათის დიამეტრი უფრო მცირეა, კუთხის ნიშები კი - უფრო დიდი. გაზრდილია აფსიდების მკლავების სიღრმე, გადიდებულია კუთხის სათავსების ზომა. შეცვლილია აგრეთვე კვადრატიდან მრავალწახნაგოვანზე გადასვლის გუმბათქვეშა სისტემაც - ტრომპებს აქ ერთიმეორეზე გადმოკიდებული პატარა კამარების რიგირთ შექმნ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 2029 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (1)

ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, დაარსდა 1921 წელს სამეგრელოს ყოფილ მთავართა სასახლეებში დაცული არქივებისა და ნივთების ბაზაზე. მოთავსებულია დადიანისეულ 2 სასახლეში ზუგდიდში.

მუზეუმში გამოფენილია ამ მხარის არქეოლოგიური (პალეოლითის, ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის ნივთები) და ეთნოგრაფიული (სასოფლო-სამეურნეო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, საცხოვრებელ ნაგებობათა - "ფაცხა", "ჯარგვალი", "ოდა" - და სხვა ნიმუშები) მასალა. წარმოდგენილია ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონანტები. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის და მისი ოჯახის წევრთა პირადი ნივთები.

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური სიწმინდეები. მუზეუმის გარშემო მდებარეობს სამეგრელოს მთავარ დადიანთა მიერ გაშენებული ტყე-პარკი 67 ჰექტარზე, სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეების უნიკალური და მრავალწლიანი ხეები და ბუჩქები.

დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმი სამეგრელოს სასახლე-კომპლექსშია მოთავსებული (დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი).

დედოფლისეული სასახლე XIX ს –ის 60-იან წლებშია გადაკეთებული გერმანელი არქიტექტორის ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 3139 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (0)


ფოთისა და ხობის ეპარქია

ფოთისა და სენაკის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ისტორიული კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს: ფოთს, ხობს და მათ მიმდებარე ტერიტორიას. სამღვდელმთავრო ტერიტორია განვცრობილია მდ. რიონისა და ხობისწყლის ქვემო დინების აუზებზე, რაც ძველი ქართული სამეფოს, ეგრისის დასავლეთ ნაწილს წარმოადგენს.რეგიონში უძველესი დროიდან ბინადროს თვითმყოფადი კულტურის შემქმნელი ხალხი. ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში ეს მხარე ძირითადად ცნობილია მდინარე ფაზისის, იმავე რიონის, შავ ზღვასთან გაშენებული მისი მოსახელე ქალაქ ფაზისის (ფოთის) გარშემო არსებული ეთნიკური ნიშნით გაერთიანებულ ქვეყნად. უძველესი წყაროებით მსოფლიოს ცნობილ მდინარედ მოხსიენიებული ფაზისის შავი ზღვის შესართავთან იწყებოდა აღმოსავლეთის დიდი სავაჭრო გზის ერთი მონაკვეთი. ქრისტეს შობამდე VII-VI საუკუნეებს მიეწერება ამ მაგისტრალის საწყისი პუნქტის, ქალაქური ტიპის დასახლების - ფაზისი დაფუძნება.
თანამედროვე ფოთისა და ხობის ეპარქიის ტერიტორია ადრიდანვე მძლავრ აგრესორთა დაპირისპირების ასპარეზი იყო. ეგრისის სამეფოს ადმინისტრაციული ცენტრი ხან ზღვისპირეთში, ხანაც ქუჯის მიერ დაარსებულ ციხეში - ციხე-გოჯში (ბერძნული არქეოპოლისი) იყო. IV საუკუნიდან რომაული ხარკისგან გათავისუფლებული ლაზიკის (იგივე ეგრისი) სამეფოს მთელი დასავლეთი საქართველო თავისი ძალაუფლების ქვეშ ჰყავდა გაერთიანებული. ამ დროს ფაზისის დიდ მნიშვნელობაზე მე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 1201 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (0)


სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ისტორიული კოლხეთის სამეფოში, მდინარე რიონსა და ეგრისწყალს შორის არსებულ ტერიტორიაზე - ოდიშის დაბლობზე მდებარეობს. იგი მოიცავს სამეგრელოს ქალაქებს - სენაკს, ჩხოროწყუს და მათ მიმდებარე ტერიტორიას.

სენაკისა და ჩხოროწყუს სამღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ჭყონდიდის, დასავლეთიდან - ზუგდიდისა და ცაიშის, ფოთისა და ხობის, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან - ცაგერისა და ქვემო სვანეთის, ჩრდილო-დასავლეთიდან - მესტიისა და ზემო სვანეთის, სამხრეთიდან - შემოქმედის ეპარქიები.

ეპარქიის სამწყსო ტერიტორია განფენილია მდინარეების ხობისწყლისა და ტეხურის შუა დინების, და ნაწილობრივ, მდინარე რიონის აუზებზე, რაც ძველი ქართული სამეფოს ეგრისის, იმავე ლაზიკის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს.

მოციქულთა ქადაგებით მოქცეული ამ კუთხის მოსახლეობა, საბოლოოდ IV ს-ში, საქართველოში ქრიტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ქრისტიანდება. გაქრისტიანების მიუხედავად, ერთმორწმუნე ბერძენთა აგრესია ეგრისის მიმრთულებით კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა.

ბერძნულ წყაროთა მიხედვით, ჰერაკლეს შემოსევებისას ეგრისის სამეფოს ტერიტორიაზე არსებულ ბერძნული სამღვდელმთავროების იურისდიქციაში იყო მოქცეული მთელი ზღვისპირეთი. კონსტანტინეპოლის პოლიტიკური და საეკლესიო გავლენისაგან გათავისუფლება VIII ს-დან დაიწყო.

აფხაზეთის საკათალიკოსოს ჩამოყალიბების შემდეგ, მთელ დ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 1218 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (0)


ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ისტორიული ეგრისის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს: ზუგდიდს, წალენჯიხასა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ზუგდიდისა და ცაიშის სამღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ჭყონდიდის, დასავლეთიდან ცხუმ-აფხაზეთის, ჩრდილოეთიდან მესტიისა და ზემო სვანეთის, სამხრეთიდან ფოთისა და ხობის ეპარიქიები, სამხრეთ დასავლეთის საზღვარი ზღვის სანაპირო ზოლს მიჰყვება.

საეკლესიო ტრადიციის თანახმად ამ მხარეში წმინდა მოციქულების ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელსა და მატათას უქადაგიათ და პირველქრისტიანული თემისათვის ეკლესია დაუფუძნებიათ. IV ს. პირველ ნახევარში ეგრისში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ხოლო V ს. ვახტანგ გორგასალმა სრულად გაათავისუფლა დასავლეთ საქართველო რომაელთაგან.

ცაიშის, იგივე საისი, სისენი, აბისენის შესახებ ცნობები წერილობით წყაროებში VI-VII საუკუნეთა მიჯნიდან ჩანს.

ცაიშელი მღვდელმთავრები დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან პროცესში აქტიური მონაწილეობით გამოირჩეოდნენ. XV საუკუნეში აფხაზეთის საკათალიკოსოს ჩამოყალიბებისას, „მცნებაი სასჯულოში" მოხსენიებული პირველი კათალიკოსი იოვაკიმე მანამდე ცაიშელ-ბედიელი მწყემსმთავარი იყო.

1917 წლის სექტემბერში ავტოკეფალიააღდგენილი საქართველოს საეკლესიო კრების განჩინებით ცაიშის ძველი სამღვდელმთავრო ტერიტორია ჭყონდიდის ეპარქიის შემადგენლობაში ითვლებოდა. 1995 წლის 5 აპრილს საქა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 1353 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (0)


ჭყონდიდის ეპარქია

ჭყონდიდის ეპარქია დასავლეთ საქართველოში სამეგრელოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს: აბაშას, მარტვილს და მათ მიმდებარე ტერიტორიას. საეკლესიო ტრადიცია ქრისტიანობის ქადაგებას ამ მხარეში წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს მიაწერს. პირველი ეკლესია წმინდა მოციქულს მთელს ეგრისში ცნობილი კერპის - მუხის ხის, მეგრულად „ჭყონი დიდი" მოკვეთილი მასალისგან აუგია. გადმოცემით, მისი სახელწოდებაც „ჭყონდიდი" სწორედ აღნიშნულ ფაქტს უკავშირდება. IV საუკუნიდან ქვეყნის მოქცევასთან ერთად ეს კუთხეც გაქრისტიანდა, მაგრამ VI ს. II ნახევრიდან ამ მხარეში დაარსებულ ბერძნულენოვან ეპარქიებს შორის გადანაწილდა. აფხაზთა მეფეების მიერ IX-X სს. ამ მხარეში დაარსებულ ქართულენოვან ეპარქიათა შორის (მოქვი, ბედია, ცაიში...) ჭყონდიდი ოდიშის უპირველეს სამღვდელმთავრო კერად ითვლებოდა. ჭყონდიდის სამღვდელმთავრო კათედრა დაარსებიდან (X ს.), მთელი მისი არსებობის მანძილზე ქართული ქრისტიანული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა და დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უპირველესი ეპარქია იყო. ჭყონდიდელი მღვდელმთავრის დიდი გავლენისა და ავტორიტეტის გამო წმინდა მეფე დავით აღმაშენებელმა უმაღლესი საერო თანამდებობა - მწიგნობართუხუცესობა მიანდო და მეფის შემდეგ სამეფოს პირველ პირად აქცია. შემდეგში მეფე დავითმა ჭყონდიდელს კიდევ ორი ეპარქია - ბედია და ალავერდი დაუქვემდებარა, რაც მისი მზარდი გავლენის მიმანიშნებელია. ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ზოგჯერ ქართლის ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 1362 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (0)

კატეგორია: სამეგრელოს სურათები | ნანახია: 1261 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (0)

ზუგდიდი

ისტორიული ცნობა
ვარაუდობენ, რომ სახელწოდება წარმოიშვა ზურგ-დიდიდან (ე. ი. დიდი გორიდან; კოლხურად „ზუგი/სუკი" ბორცვი, ფერდობი) ან კიდევ გეოგრაფიული სახელწოდება ზუბი-დან (ზუბ-დიდი). წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნის დასაწყისში. ზუგდიდი ოდიშის სამთავროს პოლიტიკური, ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი იყო. აგრეთვე იყო ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვანი კერა. აქ ამრავლებდნენ ხელნაწერებს. ლიტერატურული საქმიანობა განსაკუთრებით გაჩაღდა ლევან II დადიანის კარზე, სადაც მოღვაწეობდნენ მამუკა თავაქალაშვილი და ბარძიმ ვაჩნაძე. XVIII საუკუნეში ბეჟან დადიანის კარზე მოღვაწეობდა პეტრე ჩხატარაისძე. ჩვენამდე მოღწეულია დადიანთა წიგნთსაცავში დაცულ ხელნაწერთა მდიდარი კოლექცია.
აღმოსავლეთის ომის 1853-1856დროს, 1855 წელს ზუგდიდი ოსმალებმა დაიკავეს. ნოემბერში ქართულმა მილიციამ გენერალ-მაიორის გრიგოლ დადიანის სარდლობით გაანადგურა მტერი. რის შემდეგ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. სამეგრელოს გლეხთა აჯანყების (1856-1857) დროს, 1857 მაისში, ქალაქი აჯანყებულთა ხელში გადავიდა.

კლიმატი
ზუგდიდის ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. კარგად არის გამოხატული მუსონური ხასისათის ქარები. ჰაერის საშუალოწლიური ტემპერატურაა +13.8 გრადუსი, იანვრის საშუალო ტემპერატურა +4.9 გრადუსი, აგვისტოს – ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 3954 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (0)

ქალაქი ფოთი

ქალაქი ფოთი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ის მდებარეობს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდ. რიონის შესართავთან. ჩრდილო განედის 42,08 გრადუსზე და აღმოსავლეთ განედის 41,38 გრადუსს შორის. მისი უძველესი სახელწოდებაა ფაზისი, რომელიც ძვ.წ.აღ-ის V-საუკუნეში იხსენიება.
ფოთს დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა. ჩრდილოეთით ხობის რაიონი და მდინარე რიონის მარჯვენა ტოტი, სამხრეთ აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭა და პალიასტომის ტბა. ადმინისტრაციული თვალსაზრისით ფოთი იყოფა ოთხ მუნიციპალიტეტად (ცენტრი, ნაბადა, კუნძული და მალთაყვა).
საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან ქალაქი ფოთი დაშორებულია 320კმ-ით. ფუნქციონირებს სარკინიგზო ხაზი, (ფოთი-თბილისი) რომელიც ამოქმედდა 1872 წელს. საავტომობილი ხაზით ქალაქი უკავშირდება ყველა რეგიონს. ფოთიდან თურქეთის საზღვრამდე 90კმ-ია.
ფოთის გამოცოცხლება, პორტის რეკონსტრუქცია, მოდერნიზაცია, ქალაქის კეთილმოწყობა უკავშირდება გამოჩენილ საზოგადო მოღვაწესა და პუბლიცისტს ნიკო ნიკოლაძეს.
ფოთი საპორტო ქალაქია. ის საქართველოს ისტორიული კარიბჭეა.
ფოთის ნავსადგური ემსახურება კავკასიის ძირითად და სარკინიგზო გზებს შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, იგი არის XXI საუკუნის აბრეშუმის გზის დამაკავშირებელი წერტილი.
ფოთს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება როგორც საქართველოს ეკონომიკაში ასევე აზერბაიჯა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 3489 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (0)

სენაკი

სენაკი იშლება რიონისპირეთიდან და უნაგირას მთის ორივე კალთაზეა გადაჭიმული. უჭირავს კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთი ნაწილის ცენტრი, რელიეფში გამოკვეთილია გეოლოგიური აგებულებისა და წარსულის როგორც ტექტონიკური პროცესების, ისე მდინარეული ეროზიის მოქმედების კვალი.
ძირითადი მორფოლოგიური ერთეულებია: დაბლობები, მაღლობები, მთები და ხეობები.

სენაკის ტერიტორია რელიეფის თავისებურების მიხედვით იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად. ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს მაღლობებს და სერებს. ეკის მთის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 270 მ-მდეა. ჩრდილოეთით და დასავლეთით ეკის მთა დანაწევრებულია მდ. ცივისა და მისი შენაკადების მიერ სერებად და გორაკ-ბორცვებად.

ძველი კოლხეთის ცივილიზაცია უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. ტეხურის აუზი, სადაც მდებარეობდა კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი, ძვ. წ. IV საუკუნის მიწურულიდან ეგრისის ერისთავის ქუჯის რეზიდენცია - ციხე-გოჯი და მერმინდელი სამეფოს დედაქალაქი - არქეოპოლისი მოიკავებდა კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთსა და ეგრისის ქედს.
სენაკის ტერიტო ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 3644 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (0)

მარტვილი

მარტვილი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ლენტეხის, აღმოსავლეთით ხონისა და ცაგერის, სამხრეთით აბაშის, დასავლეთით სენაკისა და ჩხოროწყუს რაიონები.
მარტვილის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი უჭირავს დაბლობს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მაღლდება 60-დან 170 მეტრამდე. უმაღლესი ადგილი, ტეხურას სათავე მდებარეობს ზღვის დონიდან 3003 მეტრზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას სამხრეთ-დასავლეთით გასდევს ასხის მთის მასივი, რომელიც მდიდარია კარსტული გამოქვაბულებით, ჩანჩქერებით, წიაღისეული საბადოებითა და საამშენებლო კირქვით. ლებარდეს, „ჩექოლასა " და დვირის მთები მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით.
მდინარეთა ულამაზესი ხეობები ნაპირებზე ქმნის შესანიშნავ რელიეფურ წარმონაქმნებს, მცირე მდინარისპირა ვაკეებს და ზეგნებს, სადაც ათასწლოვან ალუვიურ ნიადაგზე შესანიშნავი ბაღებია გაშენებული.
მთის მასივები მდიდარია სხვადასხვა მცენარეთა და ცხოველთა უნიკალური ჯიშებით.


მარტვილი დიდი ისტორიული და კულტურული წარსულის კერაა. აქ უძველესი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 2837 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (0)

ხობი
გეოგრაფიული ცნობები:

ხობის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში, კოლხეთის დაბლობის ცენტრში. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით _ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით _ სენაკის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-დასავლეთით _ ქ. ფოთის ტერიტორია, დასავლეთით _ შავი ზღვა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია 676 კმ2-ს შეადგენს და განთავსებულია ზღვის დონიდან 2_470 მ-მდე სიმაღლეზე. განეკუთვნება კოლხეთის დაბლობის სუბტროპიკულ ნოტიო კლიმატურ ზონას და ხასიათდება თბილი ზამთრითა და ცხელი ნოტიო ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა +140ჩ-ია. მდიდარია ჰიდრორესურსებით _ უხვადაა დაქსელილი მიწის ზედა წყლებით, ასევე შიგა წყლებით (ბევრია ჭაობი, მცირე ტბა და თერმული (გოგირდოვანი) წყლები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 22% უკავია ტყეს (ძირითადად ფოთლოვანი ჯიშები).
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 3376 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (0)

აბაშა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრაში შედიოდა, 1917-1930 წლებში — სენაკის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია, 1963-1966 წლებში შედიოდა ყოფილ გეგეჭკორის (ამჟამად მარტვილის) რაიონში.

ბუნება
აბაშა მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 20-50 მ-ის სიმაღლეზე. ტერიტორია — 322 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 210 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები რიონი, ცხენისწყალი, აბაშა, ნოღელა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა საშენი ქვიშა და სააგურე თიხა.

გეოგრაფია
აბაშა მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე, 1930 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემდეგ არის ცალკე რაიონი და მდებარეობს ამჟამინდელ საზღვრებში: ჩრდ-ით ესაზღვრება - მარტვილის, აღმოსავლეთით სამტრედიის, სამხრეთით სამტრედიისა და ლანჩხუთის, დასავლეთით სენაკის მუნიციპალიტეტი. ფართობი - 320,8 კმ2, ადმინისტრაციული ცენტრი ქ. აბაშა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზღვის დონიდან 20-50 ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 4284 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (0)

კატეგორია: სამეგრელოს სურათები | ნანახია: 1260 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (0)

კატეგორია: სამეგრელოს სურათები | ნანახია: 1325 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (0)

კატეგორია: სამეგრელოს სურათები | ნანახია: 1412 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (0)

დადიანების სასახლეს ამშვენებს ვებერთელა ბაღი, რომელიც წინა ეზოდ და პარკად იყოფა. წინა ნაწილს ამშვენებს ეკლესია, შადრევნები და მოახლეებისათვის აშენებული შენობა, რომელიც დადიანების სასახლისგან განსხვავებით წმინდა ქართული ტრადიციების შესაბამისად აგებული ნაგებობაა.

მოახლეთა სახლის უკან თქვენ იპოვით პარკში გადასასვლელ ადგილს და აღმოჩნდებით თვალწარმტ
აც დადიანების ბაღში, რომელსაც ამშვენებს არაჩვეულებრივი ტბა, აქა იქ დარჩენილი ნანგრევები იძირება სიმწვანეში, ბაღი/პარკი იკავებს 26 ა.

აქ თავმოყრილია დ. დადიანისა და ე. ჭავჭავაძის დროს ამერიკიდან, საფრანგეთიდან,  იტალიიდან ჩამოტანილი მცენარეები

აყვავებული მცენარეები თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებებს დატოვებს.


... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 1454 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (0)

კატეგორია: სამეგრელოს სურათები | ნანახია: 1278 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (0)


პაპანწყვილის ტბა მდებარეობს ზუგდიდიდან დაახლოებით 15 წუთის სავალზე. ტბა დაცულია და შესაბამისად მანქანებისათვის შესვლა მის ტერიტორიაზე აკრძალილია. იქაურებს ჯერათ, რომ ის არის ძალიან ღრმა და ძირითადში ყველა თავს არიდებს მის გადაცურვას.

მეგრულად პაპანწყვილი დამხრჩვალ მამაოს ნიშნავს. ადგილობრივები განმარტავენ, რომ ტბის სახელწოდება მომდინარეობს ლეგენდიდან. ლეგენდის მიხედვით ოდესღაც ტბაზე დასახლდა ბერი და განცალკევებით ცხოვრობდა. ერთხელაც მას ესტუმრენ უცხო პირები და სთხოვეს თავშესაფარი. ბერმა უმასპინძლა სტუმრებს, თუმცა მათ ღორის ხორცით გაუმასპინძლდა მათ მარხვისას. როგორც ჩანს ღმერთი განრისხდა ბერზე და იგი დაიხრჩო იმავე ტბის წყლებში.

    

ტბა ძალიან ლამაზია, ცისფერი გამჭვირვალე წყალი გარშემორტყმულია ფიჭვოვანი ტყით და იზიდავს მრავალ მნახველს.
სამწუხაროდ გზაზე არ არის ნიშანი, რომელიც მიუთითებდა ტბის მდებარეობას, თუმცა მისი პოვნა ადგილობრივების დახმარებით სირთულეს არ წარმოადგენს ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 2517 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (0)







კატეგორია: სამეგრელოს სურათები | ნანახია: 1141 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (0)

კატეგორია: სამეგრელოს სურათები | ნანახია: 1194 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (0)


ზუგდიდი მდებარეობს ოდიშის დაბლობზე მდინარე ჩხოშურის პირას, ენგურის ველზე. ის ზღვის დონიდან 110 მეტრზეა და თბილის დაშორებულია 318 კილომეტრით. როგორც წესი აქ იცის თბილი ზამთარი და ცხელი ქარიანი ზაფხული.

ქალაქი გამოირჩევა ფართე ქუჩებით სადაც მრავლადაა გამწვანება. ცენტრალური ხეივანი დაგეგმილი იყო განთქმული ქართველი მწერლის რ. ერისთავის მიერ.

ვარაუდობენ, რომ ზუგდიდი წარმოიშვა ზიტყვიდან ზურგ-დიდი, ანუ ამაღლებული ადგილიდან.

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 1196 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (0)

Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz