ორშაბათი, 03.08.2020, 14:43მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  აგვისტო 2020  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ჩვენი გამოკითხვა

რომელი კატეგორია დავდოთ ??
სულ პასუხი: 1737

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

web site analyser
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
წევრები:

Top Sites

Russian America Top. Рейтинг ресурсов Русской Америки.
მთავარი » მასალის არქივი

ისტორიული ცნობა
ვარაუდობენ, რომ სახელწოდება წარმოიშვა ზურგ-დიდიდან (ე. ი. დიდი გორიდან; კოლხურად „ზუგი/სუკი" ბორცვი, ფერდობი) ან კიდევ გეოგრაფიული სახელწოდება ზუბი-დან (ზუბ-დიდი). წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნის დასაწყისში. ზუგდიდი ოდიშის სამთავროს პოლიტიკური, ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი იყო. აგრეთვე იყო ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვანი კერა. აქ ამრავლებდნენ ხელნაწერებს. ლიტერატურული საქმიანობა განსაკუთრებით გაჩაღდა ლევან II დადიანის კარზე, სადაც მოღვაწეობდნენ მამუკა თავაქალაშვილი და ბარძიმ ვაჩნაძე. XVIII საუკუნეში ბეჟან დადიანის კარზე მოღვაწეობდა პეტრე ჩხატარაისძე. ჩვენამდე მოღწეულია დადიანთა წიგნთსაცავში დაცულ ხელნაწერთა მდიდარი კოლექცია.
აღმოსავლეთის ომის 1853-1856დროს, 1855 წელს ზუგდიდი ოსმალებმა დაიკავეს. ნოემბერში ქართულმა მილიციამ გენერალ-მაიორის გრიგოლ დადიანის სარდლობით გაანადგურა მტერი. რის შემდეგ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. სამეგრელოს გლეხთა აჯანყების (1856-1857) დროს, 1857 მაისში, ქალაქი აჯანყებულთა ხელში გადავიდა. კლიმატი
ზუგდიდის ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. კარგად არის გამოხატული მუსონური ხასისათის ქარები. ჰაერის საშუალოწლიური ტემპერატურაა +13.8 გრადუსი, იანვრის საშუალო ტემპერატურა +4.9 გრადუსი, აგვისტოს – +22.7 გრადუსი. წელიწადში საშუალოდ მოდის 1620 მმ ნალექი, აქედან მაქსიმუმი – სექტემბერში (165), ხოლო მინიმუნი იანვარში (107 მმ). საშუალოწლიური ტენიანობა შეადგენს 72 ‰, ხოლო მზიანი დღეების რიცხვი – 210–ს. ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 2652 | დაამატა: admin | თარიღი: 01.12.2009 | კომენტარი (0)


ფოთის ზღვის სუბტროპიკული ჰავის ოლქშია მოქცეული,ამიტომ გამოირჩევა ნოტიო თბილი ჰავით,უთოვლო ზამთრით და ცხელი ზაფხულით.

      ჰეროდიტე (VI ს.ძვ.წ-ახ) კოლხეთის ვაკე დაბლობის ჰავას ახასიათებს, როგორც ცხელს,არაჯანმრთელს ,ნოტიოსა და უხვნალექიანს.

       ჰიპოკრატეს მიხედვით (ძვ.წ.აღ.IV-V .ს)კოლხეთის ჰავა არის ცხელი, მძიმე, ნოტიო. აქ წელიწადის ყოველ დროს იცის ხშირი წვიმები , წყლიდან ამდგარი ხშირი ნისლი ჰბურავს მთელ მხარეს,...ჰავა მკვეთრად არ იცვლება, ერთბაშად არ გადადის სითბოდან სიცივეში,...ამ მხარეში ჩრდილოეთის ქარი იშვიათია,ისიც სუსტი,ან ნელი.უფრო ჭარბობს სამხრეთის ქარები . არის ადგილობრივი ქარი (კენკრონად წოდებული) , ხანდახან ძალიან ძლიერი , "არასასიამოვნო და მცხუნვარე" ,

          ვახუშტი ბაგრატიონი (XVIII) "ზაფხულის ზღვის პირნი და ვაკენი ცხელი და არა გაუძლისი მთის კერძონი გრილნი,აგარაკოვანნი, კეთილნი, ზამთარი თბილი."

           ზღვის ზედაპირზე წყლის ტემპერატურა მთელი წლის განვალობაში 9 გრადუსსზე დაბლა არ იწევს,ზაფხულობით კი 24-25 გრადუსს აღემატება .

ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 34-36 გრადუსია ,ღრუბლიანობა 57%,ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 4მ-წ აღემატება .< ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 1704 | დაამატა: admin | თარიღი: 01.12.2009 | კომენტარი (0)


ქალაქი ფოთი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ის მდებარეობს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდ. რიონის შესართავთან. ჩრდილო განედის 42,08 გრადუსზე და აღმოსავლეთ განედის 41,38 გრადუსს შორის. მისი უძველესი სახელწოდებაა ფაზისი, რომელიც ძვ.წ.აღ-ის V-საუკუნეში იხსენიება.
ფოთს დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა. ჩრდილოეთით ხობის რაიონი და მდინარე რიონის მარჯვენა ტოტი, სამხრეთ აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭა და პალიასტომის ტბა. ადმინისტრაციული თვალსაზრისით ფოთი იყოფა ოთხ მუნიციპალიტეტად (ცენტრი, ნაბადა, კუნძული და მალთაყვა).
საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან ქალაქი ფოთი დაშორებულია 320კმ-ით. ფუნქციონირებს სარკინიგზო ხაზი, (ფოთი-თბილისი) რომელიც ამოქმედდა 1872 წელს. საავტომობილი ხაზით ქალაქი უკავშირდება ყველა რეგიონს. ფოთიდან თურქეთის საზღვრამდე 90კმ-ია.
ფოთის გამოცოცხლება, პორტის რეკონსტრუქცია, მოდერნიზაცია, ქალაქის კეთილმოწყობა უკავშირდება გამოჩენილ საზოგადო მოღვაწესა და პუბლიცისტს ნიკო ნიკოლაძეს.
ფოთი საპორტო ქალაქია. ის საქართველოს ისტორიული კარიბჭეა.
ფოთის ნავსადგური ემსახურება კავკასიის ძირითად და სარკინიგზო გზებს შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, იგი არის XXI საუკუნის აბრეშუმის გზის დამაკავშირებელი წერტილი.
ფოთს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება როგორც საქართველოს ეკონომიკაში ასევე აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის ეკონომიკაში, რომელთაც არა აქვთ დასავლეთის ზღვებისა და ოკეანეების პორტებთან მისადგომები. აქედან გამომდინარე, ფოთის პორტის მ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 3007 | დაამატა: admin | თარიღი: 01.12.2009 | კომენტარი (0)


სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისისაგან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან, XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს მეგრელებით დასახლებულ ტერიტორიას მდინარე ფსირცხასა და ცხენისწყალს შორის. მისი დედაქალაქია ზუგდიდი.


გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში. XVII საუკუნიდან აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა.


დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და მოიცავს ქალაქ ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის რაიონების ტერიტორიას.

სამეგრელო, საქართველოს უმშვენიერესი რეგიონი მდებარეობს ქვეყნის დასავლეთით.

არგონავტების თქმულების წერილობით წყაროებში ძვირფასი მასალაა დაცული ქართულ ტომთა დასავლეთ გაერთიანების – აიას, ანუ კოლხეთის შესახებ, მის დიდებასა და ბრწყინვალებაზე. გადმოცემულია ცნობები ძველ ქართულ ტომთა ეთნოგენეზის, მათი დიდ ტერიტორიაზე გავრცელების, ცხოვრების პირ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 2726 | დაამატა: admin | თარიღი: 01.12.2009 | კომენტარი (1)


სენაკი იშლება რიონისპირეთიდან და უნაგირას მთის ორივე კალთაზეა გადაჭიმული. უჭირავს კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთი ნაწილის ცენტრი, რელიეფში გამოკვეთილია გეოლოგიური აგებულებისა და წარსულის როგორც ტექტონიკური პროცესების, ისე მდინარეული ეროზიის მოქმედების კვალი.
ძირითადი მორფოლოგიური ერთეულებია: დაბლობები, მაღლობები, მთები და ხეობები.

სენაკის ტერიტორია რელიეფის თავისებურების მიხედვით იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად. ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს მაღლობებს და სერებს. ეკის მთის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 270 მ-მდეა. ჩრდილოეთით და დასავლეთით ეკის მთა დანაწევრებულია მდ. ცივისა და მისი შენაკადების მიერ სერებად და გორაკ-ბორცვებად. ძველი კოლხეთის ცივილიზაცია უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. ტეხურის აუზი, სადაც მდებარეობდა კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი, ძვ. წ. IV საუკუნის მიწურულიდან ეგრისის ერისთავის ქუჯის რეზიდენცია - ციხე-გოჯი და მერმინდელი სამეფოს დედაქალაქი - არქეოპოლისი მოიკავებდა კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთსა და ეგრისის ქედს.
სენაკის ტერიტორია უძველესი პერიოდიდან იყო დასახლებული. ეს რეგიონი ყოველთვის განსაკუთრებული სტრატეგიულობით გამოირჩეოდა, რის გამოც ნაქალაქარმა თითქმის 15 საუკუნის განმავლობაში მნიშვნელობა არ დაკარგა. იგი შედიოდა ეგრისის სამეფოს შემდგენლობაში მურვან ყრუს მიერ ნოქალაქევის ტერიტორიაზე არსებული ციხე-გოჯის დანგრევამდე. შემდეგ, აფხაზეთის სამეფოს შემადგენლობაში, თამარ მეფის ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 4132 | დაამატა: admin | თარიღი: 01.12.2009 | კომენტარი (0)


მარტვილი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ლენტეხის, აღმოსავლეთით ხონისა და ცაგერის, სამხრეთით აბაშის, დასავლეთით სენაკისა და ჩხოროწყუს რაიონები.
მარტვილის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი უჭირავს დაბლობს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მაღლდება 60-დან 170 მეტრამდე. უმაღლესი ადგილი, ტეხურას სათავე მდებარეობს ზღვის დონიდან 3003 მეტრზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას სამხრეთ-დასავლეთით გასდევს ასხის მთის მასივი, რომელიც მდიდარია კარსტული გამოქვაბულებით, ჩანჩქერებით, წიაღისეული საბადოებითა და საამშენებლო კირქვით. ლებარდეს, „ჩექოლასა " და დვირის მთები მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით.
მდინარეთა ულამაზესი ხეობები ნაპირებზე ქმნის შესანიშნავ რელიეფურ წარმონაქმნებს, მცირე მდინარისპირა ვაკეებს და ზეგნებს, სადაც ათასწლოვან ალუვიურ ნიადაგზე შესანიშნავი ბაღებია გაშენებული.
მთის მასივები მდიდარია სხვადასხვა მცენარეთა და ცხოველთა უნიკალური ჯიშებით.

მარტვილი დიდი ისტორიული და კულტურული წარსულის კერაა. აქ უძველესი დროიდან ენთო განათლებისა და კულტურის ჩირაღდანი. მეათე საუკუნეში ჭყონდიდში მოღვაწეობდნენ დიდი ჰიმნოგრაფები იოანე მინჩხი და სტეფანე სანანოიძე. მარტვილში, იგივე ჭყონდიდში, იწერებოდა და ვრცელდებოდა, უნიკალური სასულიერო თუ საერო ნაწარმოებები. უეჭველია, რომ აქ აღიზარდა მწიგნობართუხუცესის, მოძღვართ-მოძღვარის გიორგი ჭყონდიდელის ზედამხედველობითა და მისივე იდეებით, საქართ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 3225 | დაამატა: admin | თარიღი: 01.12.2009 | კომენტარი (0)


ხობის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში, კოლხეთის დაბლობის ცენტრში. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით _ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით _ სენაკის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-დასავლეთით _ ქ. ფოთის ტერიტორია, დასავლეთით _ შავი ზღვა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია 676 კმ2-ს შეადგენს და განთავსებულია ზღვის დონიდან 2_470 მ-მდე სიმაღლეზე. განეკუთვნება კოლხეთის დაბლობის სუბტროპიკულ ნოტიო კლიმატურ ზონას და ხასიათდება თბილი ზამთრითა და ცხელი ნოტიო ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა +140ჩ-ია. მდიდარია ჰიდრორესურსებით _ უხვადაა დაქსელილი მიწის ზედა წყლებით, ასევე შიგა წყლებით (ბევრია ჭაობი, მცირე ტბა და თერმული (გოგირდოვანი) წყლები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 22% უკავია ტყეს (ძირითადად ფოთლოვანი ჯიშები).

ბუნებრივი მცენარეულობა უმთავრესად შეცვლილია კულტურული მცენარეულობით.
მუნიციპალიტეტში არის 1 ქალაქი და 20 ადმინისტრაციული ერთეული 56 სოფლით.
მუნიციპალიტეტის ცენტრი ქ. ხობი (ზღვის დონიდან 25 მ) დედაქალაქიდან დაშორებულია 285 კმ-ით (რკინიგზით), 15 კმ-ის მანძილზე მდებარეობს სენაკის აეროპორტი, ხოლო 35 კილომეტრის მანძილზე ფოთის საზღვაო პორტი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ჰკვეთს ევრაზიის რკინიგზის მაგისტრალი და საავტომობილო გზა.
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 2253 | დაამატა: admin | თარიღი: 01.12.2009 | კომენტარი (0)


აბაშა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრაში შედიოდა, 1917-1930 წლებში — სენაკის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია, 1963-1966 წლებში შედიოდა ყოფილ გეგეჭკორის (ამჟამად მარტვილის) რაიონში.
ბუნება
აბაშა მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 20-50 მ-ის სიმაღლეზე. ტერიტორია — 322 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 210 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები რიონი, ცხენისწყალი, აბაშა, ნოღელა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა საშენი ქვიშა და სააგურე თიხა. გეოგრაფია
აბაშა მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე, 1930 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემდეგ არის ცალკე რაიონი და მდებარეობს ამჟამინდელ საზღვრებში: ჩრდ-ით ესაზღვრება - მარტვილის, აღმოსავლეთით სამტრედიის, სამხრეთით სამტრედიისა და ლანჩხუთის, დასავლეთით სენაკის მუნიციპალიტეტი. ფართობი - 320,8 კმ2, ადმინისტრაციული ცენტრი ქ. აბაშა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზღვის დონიდან 20-50 მ სიმაღლის ვაკე-დაბლობია, აგებულია მეოთხეული ნალექებით (რიყნარით, ქვიშებით, თიხებით), უმაღლესი ადგილია სოფ. სეფიეთის მიდამოები, მოიპოვება მაღალი ხარისხის საშენი ქვიშა, ხრეში და სააგურე თიხა.

მუნიციპალიტეტში გაბატონებულია ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, საშუალო წლიური ტემპერატურაა - 14 ცელსიუსი, იანვრის ტემპერატურა - 4,9 ცელსიუს ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 3150 | დაამატა: admin | თარიღი: 01.12.2009 | კომენტარი (0)


„სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე-დიდი საქართველო! ბევრი ჭირი უნახავს საქართველოს. მრავალს ქარტეხილს გადაუვლია ზურგზედა მისსა. მაგრამ ყოველთვის ჟამსა რღვევისა და გაწბილებისა...მტერთა მისთა დამთრგუნველი სამეგრელო იყო. იგი იყო ერთსულ და ერთგულ იმ სხეულისა, რომელსაც საქართველო ეწოდება, ასე იყო წინეთ, ეგრე არის ახლა. ეგრე დარჩება მომავალშიც."

ილია ჭავჭავაძე

      ზუგდიდის ისტორიული დასაწყისი ლეგენდარულ კოლხეთში აქვს. ის იყო კოლხეთის ნაწილი, რომლის ისტორიულობას და უაღრესად საინტერესო წარსულს ხაზს უსვამს მითი არგონავტების შესახებ. ზუგდიდი ისტორიულად სამეგრელოს სამთავროს სატახტო ქალაქი იყო და შესაბამისად მის პოლოტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა..
     ქალაქს ამ სახელით წერილობით XVII საუკუნიდან იხსენიებენ. მანამდე ის წარმოადგენდა სავაჭრო ცენტრს, ისიც იმიტომ, რომ  აქ იყო დადიანის სასახლე და სამთავრო ტახტი. როგორც ქალაქი ის XIX საუკუნის 30-იან 40-იან წლებში იწყებს ჩამოყალიბებას.

ზუგდიდის ისტორია - piece.2008-04-17.0432899960

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 3813 | დაამატა: admin | თარიღი: 01.12.2009 | კომენტარი (0)


მეგრელს ოფისში უნდა სამუშაოს დაწყება და უფროსი ეკითხება:

- თუ აქ გინდა მუშაობა,მაშინ ინგლისური და კომპიუტერი უნდა იცოდე.
- მეგრული და კალკულატორი არ ეყოფა?

მეგრელს მოუკვდა ძმა და სურათი გაიკეთა.სვანი შეეკითხება რა ხდება სურათი რად გიკეთიაო?
- ჩემი ძმა ხიდან ჩამოვარდა და დავკარგეო.
- სვანმა უთხრა:აქ იქნება სადმე ხის ძირასო

სვანი და მეგრელი მიდიან სვანეთში, სვანმა იცის რომ მეგრელი პირველადაა ამ მხარეს და მოდი წავეკაიფებიო და ეკითხება:
მეგრელეო ეგერ რომ ცხვრის ფარაა აბა თუ გამოიცნობ რამდენი ცხვარიაო..
დააკვირდა მეგრელი და უთხრა 367 არისო
მივიდნენ კითხეს მწყემსს - 367 მყავსო
გაიარეს ცოტა და აბა აქ რამდენი არისო
დააკვირდა მეგრელი 1023 არისო
კითხეს მწყემსს 1023!!!
გაგიჟდა სვანი
ე ბიჭო მითხარი როგორ ხვდები?
მაგას რა უნდა, პასუხობს მეგრელი, გადათვალე ფეხები და გაყავი 4-ზე


მეგრელი მივა გურულთენ სახლში სტუმრდ და ხედავ: დათვის ტყავს კედელზე. მეგრელი: -შენ მოკალი? გურული: -ხო. მეგრელი: -რამდენი ტყვია ესროლე? გურული: -ხუთი. მეგრელი: -რამდენი ააცილე? გურული: -ყველა. მეგრელი: -მაშ როგორ მოკალი? გურული: -სიცილით მოკვდა.

კატეგორია: მეგრული ანეგდოტები | ნანახია: 2219 | დაამატა: admin | თარიღი: 01.12.2009 | კომენტარი (2)

« 1 2 ... 26 27 28 29 »
Copyright MyCorp © 2020 | Free site builder - uCoz